სიახლეები

ვაჟა ჟვანია: ზვიად სიჭინავა ვარსკვლავებს ვარსკვლავებს ჩუქნის

გაუზიარე

მიხეილ მესხის სტადიონის შესასვლელიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისკენ მიმავალი გზა რამდენიმე დღეა, გადათხრილია და ირგვლივ ინტენსიური სამუშაოებია გაჩაღებული. ჩვეულებრივი საგზაო რემონტი გვეგონა, თუმცა სამუშაოთა მწარმოებელს საქმის თაობაზე რომ დავეკითხეთ, მან ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარისკენ, ვაჟა ჟვანიასკენ მიგვითითა, ვისგანაც გავიგეთ, რომ...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ვეტერანებისთვის გაკეთებულ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმესთან ერთად, ცოტა ხანში მათ კიდევ ერთი ჟესტით დააფასებს. ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით, მიხეილ მესხის სტადიონის მთავარი შესასვლელიდან ფეხბურთის ფედერაციის შენობისკენ მიმავლ გზაზე კეთდება ხეივანი, სადაც ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელების პატივსაცემად ვარსკვლავები განთავსდება. 

კი მაგრამ, ქართულ ფეხბურთს უამრავი ვეტერანი ჰყავს, ადვილი არ იქნება ღირსეულთა შორის ღირსეულთა შერჩევა...

ეგ ვიცით, მაგრამ ხეივნის მოწყობა დაუფიქრებლად ხომ არ გადაწყვეტილა. ჩამოყალიბებული გვაქვს გარკვეული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც გამორჩეულები ამ ხეივანში ვარსკვლავებით დაფასდებიან. გვსურს, ამ საქმეში საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს და კარგი იქნება, თუ მხარს სპორტული ჟურნალისტებიც დაგვიჭერთ. 

ჩათვალეთ, რომ თქვენს გვერდით ვართ... ისე, ვისარგებლებ შემთხვევით და ვეტერან ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარეს ვეტერანთა და ფეხბურთის ფედერაციის ურთიერთობაზე ვკითხავ...

კარგსაც იზამთ, რადგან ფეხბურთის ფედერაციასა და მის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ვეტერანებთან ძალიან თბილი, ბევრისთვის სამაგალითო ურთიერთობა აქვს. ფედერაციის პრეზიდენტს სათანადოდ ჰყავს დაფასებული ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელები. შეიძლება, ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ ზვიად სიჭინავასგან საყვედურიც დავიმსახურო, რადგან მის გაკეთებულ სიკეთეზე საუბარი აკრძალული გვაქვს... ამიტომ, ამაზე აქამდე ბევრს არავინ ლაპარაკობდა, თუმცა, ვფიქრობ, დროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ზვიად სიჭინავასგან უყურადღებოდ დატოვებული ვეტერანი, ისეთივე წარმოუდგენელი ამბავია, როგორც მისი კაბინეტიდან უარით გასტუმრებული ძალიან ბევრი ადამიანი. სწორედ სიჭინავას კეთილი ნების შედეგია, რომ რამდენიმე ვეტერან ფეხბურთელს დღეს უამრავი ყოფითი პრობლემა მოგვარებული აქვს. სიჭინავას კეთილი ნების შედეგია, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა გადაუდებელი ოპერაცია გაიკეთა; მისი კეთილი ნებაა, რომ ზოგიერთი ვეტერანი უსახლკაროდ არ დარჩა; მათ აქვთ სოციალური დახმარებები და ხშირად უპროცენტო სესხებითაც სარგებლობენ. იღებენ ყოველთვიურ დახმარებას; მისი ხელშეწყობით გამოიცა რამდენიმე წიგნი და გადაიღეს ფილმები; მიხეილ მესხის სტადიონზე დაიდგა ამ დიდი ფეხბურთელის ძეგლი, აღარაფერს ვამბობ მშენებლობებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან დღეს ეს არაა ჩვენი საუბრის თემა. დანარჩენი კი, იმიტომ გავიხსენე, რომ ქართველი ფეხბურთელების დიდების ხეივანი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი იდეაა. ფედერაციის პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ გავიცანი და დავრწმუნდი, რომ უმაღლესი კლასის მენეჯერია, ვისი დარიც ბევრ სამინისტროს არც დაესიზმრება. ახალახან გავიგე, რომ ზვიად სიჭინავა პროფესიით ფინანსისტ - აუდიტორი ყოფილა. 

ფილმებზე და წიგნებზე გამახსენდა... ამას წინათ ალქსანდრე ჩივაძის საიუბილეო ღონისძიებები, მგონი, სწორედ ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა.

საზეიმო ვახშამს ალექსანდრე ჩივაძისადმი მიძღვნილი გოგი თორაძის ფილმისა და დემიკო ლოლაძის წიგნის პრეზენტაციები უძღოდა. ალექსანდრე ჩივაძის საიუბილეო საღამო რესტორან ქალაქურში შედგა, სადაც დიდ ქართველ ფეხბურთელს ბევრი უცხოელი სტუმარი ჰყავდა, მათ შორის, ხორენ ოჰანესიანი, მაშალა ახმედოვი, ისკანდერ ჯავადოვი, ვალერი გაზევი... 350-მდე სტუმარი იყო დაპატიჟებული და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი იაფი დაჯდა?! 

მსგავსი ღონისძიებები კიდევ იგეგმება?

ხადია, იგეგემება და დაიგეგმება კიდეც, ვიდრე ფედერაციის სათავეში ზვიად სიჭინავა იქნება. მაისის ბოლოს რევაზ ძოძუაშვილის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება, შემდეგ გია თავაძეს დავაფასებთ, მოგვიანებით მიხეილ ჯოჯუას 90 წლისთავს ვიზეიმებთ. ამ ყველაფრის შემდეგ კი, ზვიად სიჭინავას ხელშეწყობის ნაცვლად, პრობლემებს უქმნიან. კაცი წავიდა, ფული ისესხა და კლუბებს გადასცა, რომ ხელფასები დაერიგებინათ, ზოგ-ზოგიერთები კი გამოდიან და კეთილ საქმეებში გაჯიბრების ნაცვლად რაღაც სისულელეებს ბოდავენ.

კობა ინასარიძე