სიახლეები

სამტრედია ევროპისთვის მზადაა

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის იურიდიული ორგანოს გადაწყვეტილებით, სამტრედია ეროვნული და უეფას ლიცენზიების მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ სამტრედიელებმა პირველად მოიპოვეს უეფას ლიცენზია და ახლა სრული უფლება ექნებათ, ითამაშონ ევროტურნირებზე, მაგრამ მანამდე, ცხადია, ევროპის ლიგის საგზური უნდა დაიბევონ.

"საფეხბურთო კლუბ სამტრედიას ლიცენზირების კუთხით უმძიმესი მემკვიდრეობა ხვდა წილად. გასული წლების ლიცენზირების პროცესი კლუბმა სრულად ჩააგდო და ლიცენზირების კომიტეტისგან სამართლიანად იქნა დაჯარიმებული 20 000 ლარით"-ვკითხულობთ საფეხბურთო კლუბ სამტრედიას ოფიციალურ საიტზე.

სადღეისოდ სამტრედიელები 42 ქულით ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე არიან და ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, მაგრამ ევროტურნირზე გასვლის უფრო რეალური შანსი თასის გათამაშებიდან აქვთ _ 26 მაისს ფინალში თბილისის დინამოს დაუპირისპირდებიან.

პაატა ძნელაძე