სიახლეები

ნიუკასლი და ქეცბაია ისევ აქტუალურია

გაუზიარე

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ნიუკასლი სავარაუდოდ კვლავ უმწვრთნელოდ დარჩება, რადგანაც ჯონ კარვერის თავკაცობით "კაჭკაჭებმა" ზედიზედ რვა თამაში წააგეს და სატურნირო მდგომარეობა ისე გაიურესეს, რომ ლიგიდან გავარდნის საფრთხე რეალურია.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გახდება ნიუკასლის ახალი თავკაცი, მაგრამ ერთ_ერთ კანდიდატად საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი თემურ ქეცბაია სახელდება. ქეცბაია გუნდიდან წინა მწვრთნელის ალან პარდიუს წასვლის შემდეგაც გულშემატკივრების ფავორიტი იყო, მაგრამ მაშინ კლუბის ხელმძღვანელებმა არჩევანი ჯონ კარვერზე გააკეთა.

ამ ეტაპზე ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა შანსი აქვს ქეცბაიას ნიუკასლის ჩაბარების, რადგან მის გარდა ასევე დასახელდა იურგენ კლოპის და რემი გარდის კანდიდატურები.

პაატა ძნელაძე