სიახლეები

კახელიშვილი რუსეთიდან წამოვიდა

გაუზიარე

გიორგი კახელიშვილმა რუსეთის პირველი დივიზიონის სახალინთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა კონტრაქტი და ახლა თავისუფალი აგენტია. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას გიორგი, მაგრამ მისი მონაცემების და გამოცდილების ფეხბურთელი უგუნდოდ რომ არ დარჩება, ფაქტია.

"ტრავმამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო, შემდეგ ფორმაში შევდიოდი თანდათანობით, მაგრამ ცოტა დროის გატარება მიწევდა მოედანზე, რაც არანაირად არ მაწყობდა და ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა კონტრაქტი ვადაზე ადრე გაგვეწყვიტა."

შეგახსენებთ, თავის დროზე გიორგი კახელიშვილი თბილისის ლოკომოტივის, რუსთავის ოლიმპის, ვიტ ჯორჯიას, თბილისის დინამოს და გორის დილას ღირსებას იცავდა, რომელთა როგებში გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიგო თასის გათამაშება და ერთხელ დაეუფლა სუპერთასს. 

პაატა ძნელაძე