სიახლეები

ზესტაფონის დაწერილს დღეს განიხილავენ

გაუზიარე

ეროვნული ჩემპიონატიდან მოხსნილი ზესტაფონის საჩივრის განხილვას საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალი დღეს "მიხეილ მესხის" საკონფერენციო დარბაზში 11 საათიდან დაიწყებს. 

ზესტაფონმა, რომელსაც სადისციპლინო კომიტეტმა ჩემპიონატი გორის დილასთან საშინაო მატჩზე გამოუცხადებლობის გამო დაატოვებინა, გადაწყვეტილება წინა პარასკევს გაასაჩივრა, მაგრამ, იმის გამო, რომ პროტესტი არასწორად იყო დაწერილი და არც ბაჟი გახლდათ გადახდილი, ტრიბუნალმა გადაწყვეტილების განხილვა დღემდე მოიტანა. ბაჟზე გაგვახსენდა და, თავად ზესტაფონელების თქმით, ეს ფულიც კლუბს თურმე ერთგულმა ქომაგებმა შეუგროვეს. 

ზესტაფონელები საპროტესტო წერილში კლუბისთვის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლების აღდგენას, 5 000-ლარიანი ჯარიმის გაბათილებასა და კლუბის დირექტორ მიხეილ ხუციშვილისთვის ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციის გაუქმებას ითხოვენ. 

კობა ინასარიძე