სიახლეები

ლობჟანიძეს ლიდერის არ ეშინია

გაუზიარე

ნიქოზიის ომონია, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს, კვიპროსის ჩემპიონატში 50 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ აპოელს ხუთი ქულით ჩამორჩება, მეორე ადგილზე მყოფ აპოლონს კი _ სამით. მართალია, ლობჟანიძეს და მის თანაგუნდელებს ჩემპიონობის მცირე შანსი აქვთ, მაგრამ, სამაგიეროდ, ომონია ევროპის ლიგის საგზურის გარეშე არ უნდა დარჩეს. ამის შესახებ ქართველმა მცველმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "მომქანცველი სეზონი მალე დასრულდება, მაგრამ ყველაზე მეტი კონცენტრაცია ახლა გვმართებს, მთელი სეზონის ნაშრომი წყალში რომ არ ჩაგვეყაროს."

შეგახსენებთ, ბოლო ტურში ომონია აეკ-ს 1:1 დაუზავდა და ეს გოლი სწორედ უჩას ანგარიშზეა. ლობჟანიძემ ეს შეხვედრაც გაიხსენა და მომდევნო ტურში ლიდერ აპოელთან გასამართ შეხვედრაზეც გამოთქვა აზრი: "აეკ-ის კართან არაერთი მომენტი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ქულას გამოვრჩით. აპოელი კი მართლაც კარგ ფორმაშია, თუმცა ჩვენი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა და ახლა ქულები ძალიან გვჭირდება, ამიტომ, სულ მცირე, ქულა უნდა მოვიპოვოთ."

პაატა ძნელაძე