სიახლეები

დერბის ტური

ეროვნული ლიგა
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 26-ე ტური უდავოდ გამორჩეული იქნება. ამის მთავარი მიზეზი კი, ის არის, რომ 2 მაისს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", ერთმანეთს საქართველოს ორი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაუპირისპირდება. თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ჯახი ყოველთვის გამოირჩევა დაძაბულობით და გამონაკლისი არც შაბათს გასამართი შეხვედრაა. ორივე გუნდის გულშემატკვირები განსაკუთრებით ემზადებიან ამ თამაშისთვის, მოგეხსენებათ, რომ მათთვის ეს უბრალო საფეხბურთო მატჩზე ბევრად მეტია. დინამოელები შეხვედრას საკმაოდ სერიოზული დანაკლისით ხვდებიან, მათ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ოთარ კაკაბაძე, დააკლდებათ. ახალგაზრდა მცველი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ქუთათურებს ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ და თამაშს სრული საბრძოლო შემადგენლობით ელიან. ტურის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო შეხვედრა ივანწმინდაში შედგება, სადაც საჩხერის "ჩიხურა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, რომ ბათუმელები საჩემპიონო ბრძოლაში არიან ჩართულნი და ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ. თავისმხრივ საჩხერლებს დასაკარგი არაფერი აქვთ და უნდა ველოდოთ, რომ აჭარლებს საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. რაც შეეხება გორის "დილას", გათამაშების ერთ პიროვნული ლიდერი რუსთავს ეწვევა და ადგილობრივ "მეტალურგს" გაეჯიბრება. გორელები სამი ქულით ასწრებენ უახლოეს მდევარს, მაგრამ მოდუნების უფლება ნამდვილად არ აქვთ და თუ ჩემპიონობა სურთ, თითოეულ მატჩს სრული სერიოზულობით უნდა მიუდგნენ. იმედი გვაქვს, რომ ტურის დარჩენილი შეხვედრებიც საინტერესო გამოდგება და გულშემატკივრები კარგ საფეხბურთო სანახაობას იხილავენ. 


"შუქურა" ქობულეთი - "მერანი" მარტვილი 

1 მაისი, ქობულეთი, "ჩელე არენა", 17:00

მსაჯები: ბ.ნინუა, ზ.ფიფია, დ.კურტანიძე, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე (შუქურა), საბა ლომია, გიგა წურწუმია (ორივე მერანი)


"გურია" ლანჩხუთი - "ზუგდიდი" ზუგდიდი

1 მაისი, ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე", 17:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, დ.კვეტენაძე, ი.უკლება, ზვ.ტუღუში (სათადარიგო

დისკვალიფიკაცია: ლუკა კობერიძე (ზუგდიდი)


"სამტრედია" სამტრედია - "კოლხეთი" ფოთი 

2 მაისი, სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 17:00

მსაჯები: ი.კვირიკაშვილი, მ.კუპატაძე, ი.კაკაბაძე, ბ.გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ლევან კაკუბავა (სამტრედია)


"სიონი" ბოლნისი - "ცხინვალი" ცხინვალი

2 მაისი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე", 17:00

მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ლ.ვარამიშვილი, გ.ელიკაშვილი, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)


"მეტალურგი" რუსთავი - "დილა" გორი

2 მაისი, რუსთავი, "ფოლადი", 17:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზვ.ერქვანია, ა.ბასლეჰლო (სათადარიგო

დისკვალიფიკაცია: გივი ქარქუზაშვილი (დილა)


"ჩიხურა" საჩხერე - "დინამო" ბათუმი 

2 მაისი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 17:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ლ.თოდრია, ი.მაჩიტიძე, გ.დოგრაშვილი (1 დამ.ასისტენტი), დ.სანოძე (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: თეიმურაზ შონია, ბექა ვარშანიძე (ორივე დინამო)


"დინამო" თბილისი - "ტორპედო" ქუთაისი

2 მაისი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა", პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით, 17:00

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზ.მენთეშაშვილი, ზ.ბერულავა, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), შ.ქუხილავა (2 დამ.ასისნტენტი), ლ.სილაგავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: ოთარ კაკაბაძე (დინამო)


სფფ-ის პრესსამსახური