სიახლეები

ერისთავის გოლი – იქნებ, ყველაზე ძვირფასი სეზონში

გაუზიარე

აპრილის სიმბოლური ნაკრები

-------------------------------------------კაჭარავა------------------------------------------
-----------------------------------------(ცხინვალი)----------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
ერისთავი--------------------------გორელიშვილი------------------------დოლიძე
(დილა)----------------------------------(დილა)-------------------------(სამტრედია)
---------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------ჟიშკარიანი------------------------კირკიტაძე-----------------------
-------------------(კოლხეთი)-------------------------(ტორპედო)---------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------
ლ. შენგელია----------გ. გურული---------გ. თევზაძე------------კაკაბაძე
(კოლხეთი)-------------(შუქურა)-------------(კოლხეთი)-------(დინამო თბ)
---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------ალავიძე-----------------------------------------------
--------------------------------------(დინამო ბთ)------------------------------------------


საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. აპრილის მიმოხილვა


ზესტაფონის ჩემპიონატიდან გამოთიშვა მხოლოდ აპრილის კი არა, მთლიანად სეზონის გამოსარჩევი ფაქტია – სამწუხაროდ, გამოსარჩევი უარყოფითი კუთხით. ქართული კლუბის გასაჭირი აბა, ვის უკვირს, მაგრამ ავად თუ კარგად, ფინანსურ კრიზისში მყოფები სეზონის ჩამთავრებას მაინც ახერხებდნენ ხოლმე, სეზონის ვერდასრულების შემთხვევები კი ჩვენში უკანასკნელად ავადასხსენებელ 90-იანების დასაწყისში იყო...
როგორი გამორჩეული ადგილი ეკავა ზესტაფონს თანამედროვე ქართული ფეხბურთის რუკაზე, ამის შეხსენება არც არის საჭირო – იმერული კლუბი ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ევროსარბიელზე და საკუთარი ხელწერითაც გამოირჩეოდა.
ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ ზესტაფონის კრიზისი დროებითია და კლუბი არსებობას განაგრძობს.

რაც შეეხება აპრილის თვის სხვა მნიშვნელოვან ამბებს:

***
თუკი ბოლო დრომდე ჩემპიონატს სამი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა, ახლა ფავორიტი თვით სამეულშია იოლად ამოსაცნობი. გორის დილა მეორეადგილოსან ბათუმის დინამოს სამი, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ თბილისის დინამოს ოთხი ქულით უსწრებს და შესაბამისად, ყველაფერი შიდაქართლელთა ხელთაა. შაბათს დილა რუსთავს ეწვევა და სავარაუდოდ, საკუთარ მონაგარს მორიგი სამი ქულით შეავსებს.

***
დილამ აპრილი ჩინებულად განვლო და ფოთის კოლხეთთან ერთად, ყველაზე მეტ ქულას მოუყარა თავი. გორელთაგან განსხვავებით, მეტად არასტაბილურად გამოიყურებოდნენ დინამოები. მათ მოკრძალებულ მაჩვენებლებს ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან ამოიკითხავთ.

***
ოთხ მატჩში მოგროვებული ათი ქულით კოლხეთმა წარმატებით გადაჭრა ამოცანა, რომელიც ფოთელთათვის პროგრამა-მინიმუმიც იყო და პროგრამა-მაქსიმუმიც – ცხადია, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ვგულისხმობთ.

***
ჩიხურამ, როგორც იქნა, მიაღწია დიდი ხნის ნანატრ სტაბილურობას და ევროპის ლიგაზე გასვლის შანსიც გაუჩნდა. სადღეისოდ, ეს შანსი ცხინვალისა და სამტრედიას შანსებზე დაბალია, თუმცა ფაქტია, რომ სოსო ფრუიძის გუნდი დასახული მიზნისთვის ბრძოლას განაგრძობს.
მეოთხე ადგილზე დღეისთვის ცხინვალია, თუმცა ეს ევროპის ლიგაზე თამაშის გარანტიას არ იძლევა. კახა კაჭარავას გუნდი ოთხეულშიც რომ მოხვდეს, მაინც საქართველოს თასის ფინალზეა დამოკიდებული – სამტრედიამ საქართველოს თასი რომ მოიგოს, ევროსარბიელზე თავად გავა. იმერულ კლუბს თავადაც აქვს მეოთხე საფეხურზე გასვლის შანსი. ამ შემთხვევაში სამტრედიას ევროპის ლიგაზე თამაში გარანტირებული ექნება.

***
აპრილის საუკეთესო ბომბარდირი ცხინვალის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაა, რომელმაც სამ მატჩში თავი ხუთჯერ გამოიჩინა. არადა, აპრილამდე მას ორადორი გოლი ჰქონდა გატანილი.
როგორც იქნა, ბომბარდირთა დავას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს ირაკლი მოდებაძის სახით. გორის დილას ფორვარდს ტრავმის გამო საკმაო დრო გაუცდა, დაბრუნების შემდეგ კი ძველებური პროდუქტიულობით ათამაშდა და სადღეისოდ, საუკეთესო სნაიპერობის უპირველესი პრეტენდენტი სწორედ ის გახლავთ.

***
ლანჩხუთის გურია მეშვიდე გუნდია, რომელსაც ამ სეზონში მწვრთნელი შეიცვალა. თემურ ლორიას ადგილი გიგლა იმნაძემ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 24-ე ტურში, ტორპედოსთან მარცხამდე ლანჩხუთელებს საშინაო შეხვედრა არ წაეგოთ, `ევგრაფი შევარდნაძეზე~ განცდილი პირველივე მარცხს კი კლუბის ხელმძღვანელობის ამგვარი გადაწყვეტილება მოჰყვა.

*** 
ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს ჩემპიონატში 18-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და ეს ამბავიც აპრილის თვეში მოხდა. მრავლისმნახველმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა სამტრედიაში განაახლა, გოლი კი ქობულეთის შუქურას გაუტანა. რამდენიმე დღის წინ იაშვილმა თავი თასის ნახევარფინალშიც გამოიჩინა – საჩხერის ჩიხურას კარი დალაშქრა.

საუკეთესო ფეხბურთელი
გიორგი ერისთავი (დილა)
3 აპრილი, "დინამო არენა", დინამო-დილა – შეცვლაზე ახლად შესულმა 21 წლის ნახევარმცველმა 81-ე წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში (2:2) დააფიქსირა და გორელებს ძვირფასი ქულა მოუტანა. შესაძლოა, გიორგი ერისთავის სწორედ ეს გოლი აღმოჩნდეს გადამწყვეტი საჩემპიონო დავაში.
ამის შემდეგ ერისთავმა დილას სასტარტო შემადგენლობაში გადაინაცვლა და ჯერ სიონთან მატჩში გაიტანა ერთადერთი გოლი, შემდეგ კი შუქურასთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

საუკეთესო მწვრთნელი
უჩა სოსიაშვილი (დილა)
რასაკვირველია, არჩევანი დილას ახალგაზრდა თავკაცზე შევაჩერეთ. უჩა სოსიაშვილი მხოლოდ ამ სეზონში კი არა, მთლიანად საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ისტორიაშია ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი. თუმცა სოსიაშვილი ამას არ სჯერდება - 25 წლის სპეციალისტს გუნდი ჩემპიონობისკენ მიჰყავს.

აპრილის ვირტუალური ცხრილი

1. დილა         4 3 1 0 11-2 10
2. კოლხეთი 4 3 1 0 10-2 10
3. ჩიხურა         4 3 0 1 7-5 9
4. ცხინვალი 4 3 0 1 12-5 9
5. ზუგდიდი 4 2 2 0 6-4 8
6. სამტრედია 4 2 1 1 7-4 7
7. ტორპედო 4 2 1 1 7-5 7
8. დინამო ბთ 4 2 0 2 6-6 6
9. დინამო თბ 4 1 2 1 7-7 5
10. მერანი   4 1 1 2 4-4 4
11. შუქურა 4 1 1 2 7-11 4
12. გურია         4 1 0 3 6-9 3
13. სიონი         4 1 0 3 2-5 3
14. ვიტ ჯორჯია4 1 0 3 4-9 3
15. ზესტაფონი 4 1 0 3 2-10 3
16. მეტალურგი 4 0 0 4 2-10 0

სატურნირო მდგომარეობა 25 ტურის შემდეგ

1. დილა         25 15 6 4 42-20 51
2. დინამო ბთ 25 15 3 7 33-22 48
3. დინამო თბ 25 14 5 6 41-24 47
4. ცხინვალი 25 13 3 9 32-31 42
5. სამტრედია 25 12 5 8 33-22 41
6. ჩიხურა         25 11 6 8 34-29 39
7. შუქურა         25 9 7 9 31-32 34
8. ტორპედო 25 8 10 7 32-27 34
9. გურია         25 8 8 9 25-35 32
10. კოლხეთი 25 8 8 9 26-27 32
11. ზუგდიდი 25 7 8 10 19-29 29
12. მერანი         25 7 8 10 20-24 29
13. ზესტაფონი 25 6 8 11 40-46 26
14. მეტალურგი 25 6 6 13 22-33 24
15. სიონი         25 6 5 14 22-38 23
16. ვიტ ჯორჯია25 5 4 16 23-36 19

ბომბარდირები
მოდებაძე (დილა) 12
პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
დვალი (ზესტაფონი) 10
კვერნაძე (ტორპედო) 9