სიახლეები

საბანაძემ დაასრულა

გაუზიარე

მაშინ, როდესაც ჩემპიონატი "ფინიშის სწორზე გავიდა", ქუთაისის ტორპედოს ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა საბანაძე ტრავმის გამო გამოაკლდა. ნიკასთვის, რომელსაც მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონატი უკვე დასრულდა. შეგახსენებთ, საბანაძემ ჩემპიონატი თბილისის დინამოში დაიწყო, რომლის რიგებში პირველ წრეში ხუთჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ტორპედოს კი ზამთრის შესვენებისას მიაშურა და ხუთ თამაშში 2 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტორპედოს, ქუთაისელები 34 ქულით მე-8 ადგილზე არიან და გუნდი ვერც ევროსაგზურისთვის იბრძვის და არც გავარდნა ემუქრება.

პაატა ძნელაძე