სიახლეები

საქართველოს თასი სამტრედიულ-თბილისური ფინალით

გაუზიარე
"სამტრედია" სამტრედია - "ჩიხურა" საჩხერე 3-0

გოლი: 28' ალექსანდრე იაშვილი, 62' თორნიკე გორგიაშვილი, 71' თორნიკე კაპანაძე

გაფრთხილება: 30' დენის დობროვოლსკი ("ჩიხურა"), 81' რევაზ გეწაძე ("სამტრედია")

ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები დაძაბული მატჩის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ "სამტრედიამ" საკმაოდ ადვილად მოახერხა საჩხერელთა წინააღმდეგობის გატეხვა და ფინალში გასვლა. პირველი ტაიმი შედრებით თანაბრ ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ მეორე ნახევარში ინიციატივა მთლიანად მასპინძლეთა მხარეს გადავიდა. ანაგრიში 28-ე წუთზე გაიხსნა, კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ალექსანდრე იაშვილმა საჩხერელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ფაქტიურად ცარიელ კარში გადაგზავნა. ამ გოლმა წყვილში ფაქტიურად ყველაფერი გადაწყვიტა და სამტრედიელებიც უფრო ლაღად ათამაშდნენ, შიგადაშიგ კი, სოსო ფრუიძის შეგირდებიც ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. საბოლოო ჯამში, მასპინძლებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს ზარქუას კარის აღება, ჯერ 62-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გამოჩინა თავი, 71-ეზე კი, თორნიკე კაპანაძემ დასვა წერტილი. საერთო ჯამში, "სამტრედიამ" 4-0 დაამარცხა "ჩიხურა" და 26 მაისს სრულიად დამსახურებულად იასპარეზებს საქართველსო დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში.


"ცხინვალი" ცხინვალი - "დინამო" თბილისი 1-0

გოლი: 38' გიორგი ივანიშვილი ("ცხინვალი")

გაფრთხილება: 13' ლაშა შერგელაშვილი, 26' რენე (ორივე "დინამო"),  26' ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი"), 90' ლიბორ ჰრდლიჩკა ("დინამო")

ცხინვალის "ცხინვალმა" 4 დღიან მონაკვეთში ზედიზედ მეორედ მოახერხა თბილისის "დინამოს" დამარცხება, რაც დამეთანხმებით ცხინვალელთათვის ძალიან კარგი შედეგია. უმაღლეს ლიგაში გამართული შეხვედრისგან გასნხვავებით სათასო მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, რაც მასპინძელთათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ფინალის საგზური დინამოელებს ერგოთ. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი თამაში თბილისელებს 2-0 ჰქონდათ მოგებული. რაც შეეხება, აღნიშნულ დაპირისპირებაში გასულ ერთადერთ გოლს, ის 38-ე წუთზე გავიდა, გიორგი ივანიშვილმა ლაშა თოთაძისა და ლიბორ ჰრდლიჩკას შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა და უპრობლემოდ აიღო დედაქალაქელთა კარი. 



აქვე, მოცემულ ბმულზე, ტრადიციულად შეგიძლიათ იხილოთ გატანილი გოლი:

"ცხინვალი" ცხინვალი - "დინამო" თბილისი 

ფოტო/ვიდეო: ლაშა კუპრაშვილი, www.fcdinamo.ge, www.facebook.com/OFFICIALPAGEFCSAMTREDIA