სიახლეები

ფინალამდე ერთი ნაბიჯია

გაუზიარე

სამშაბათს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. პირველი შეხვედრების შემდეგ ინტრიგა ორივე წყვილმა შეინარჩუნა და წინ საკმაოდ საინტერესო ბრძოლები გველის. დაძაბული უნდა გამოდგეს იმერული დერბი, სამტრედიაში ერთმანეთს ადგილობრივი "სამტრედია" და "ჩიხურა" შეერკინებიან. წყვილის პირველი ჯახი ივანწმინდაში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა. დამეთანხმებით, რომ ეს დიდი უპირატესობა ნამდვილად არაა და ფინალში გასასვლელად სამტრედიელებს დიდი ბრძოლა ელით წინ. რაც შეეხება მეორე წყვილს, აქაც საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული ჩემპონატის ბოლო ტურში "ცხინვალმა" "დინამო" 4-1 დაამარცხა, თუმცა რაც არ უნდა იყოს სათასო დაპირისპირება დინამოელებმა მოიგეს 2-0 და ეს შედეგი მათ განმეორებითი თამაშის წინ საკმაოდ დიდ უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ უთუოა კახა კაჭარავას შეგრიდები უბრძლოველად არაფრის დათმობას აპირებენ.


"სამტრედია" სამტრედია - "ჩიხურა" საჩხერე 

28 აპრილი, სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე", 16:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ლ.ვარამიშვილი, დ.გაბისონია, ხ.გაგნიძე (სათადარიგო), გ.კიკაჩეიშვილი (1 დამ.ასისნტენტი), დ.სანოძე (2 დამ.ასისნტენტი)


"ცხინვალი" ცხინვალი - "დინამო" თბილისი 

28 აპრილი, თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო, 16:00

მსაჯები: გ.დოგრაშვილი, დ.ჩიგოგიძე, მ.კუპატაძე, ი.კვირიკაშვილი (სათადარიგო), ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისნტენტი), ლ.კვარაცხელია (2 დამ.ასისტენტი)

დისკვალიფიკაცია: გიორგი გველესიანი ("დინამო")