სიახლეები

ცხინვალის რიხიანი გამარჯვება

გაუზიარე
ცხინვალი –დინამო 4:1

24 აპრილი. თბილისი. "მიხეილმესხი" (სათადარიგო). 700 მაყურებელი

0:1 ცინცაძე (25), 1:1 ივანიშვილი (40), 2:1 კაჭარავა (60), 3:1 მახარობლიძე (88), 4:1 ცაცკრიალაშვილი (90)

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კილასონია, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, ქარდავა, თარხნიშვილი, მახარობლიძე, გ. ივანიშვილი (ლექვთაძე 76), შინდაგორიძე (ცაცკრიალაშვილი 54), კაჭარავა (კაჭკაჭიშვილი 88)

სათადარიგოები: ნანიევი, იმედაშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

დინამო : ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ჯიღაური 75), რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი (ჩირგაძე 62), ს. ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი (ჯანელიძე 88), ონვუ

სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ტაბატაძე, გველესიანი, ბუკორაცი

მწვრთნელი: კახაგოგიჩაიშვილი

გაფრთხილება:  თოთაძე (28), რენე ფერეირა (66), კაკაბაძე (74), შერგელაშვილი (78), ცინცაძე (81)

მსაჯი: აბდულა ბასლეჰლო 

ეროვნული ჩემპიონატის 25-ეტურში მთავარი მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა, სადაც ცხინვალმა დინამოს სენსაციურად დიდ იანგარიშით მოუგო. კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ დინამოს არაფერი დაუთმეს და რომ არა კილასონიას გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი, ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა. პირველი ტაიმის ნახევარზე მეტი დინამოს კარნახით მიოდიოდა და ანგარიშიც სწორედ გოგიჩაიშვილის ფეხბურთლებმა გახსნეს. 25-ე წუთზე ლობჟანიძის ჩაწოდებულ ჯარიმას მათე ცინცაძე კარგად შეეგება და ლამაზი გოლი გაიტანა. ცინცაძე მზედიზედ მეორემატჩში გაიტანა, ცხინვალთან მატჩის მსგავსად, მან წინა ტურში, ვიტ-ჯორჯიასთანაც თავით მოახერხა გატანა. პირველი გოლიდან ხუთიოდე წუთში ჭანტურიშვილი აღმოჩნდა კარგ პოზიციაში, თუმცა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ჭანტურიშვილის შემდეგ კარგი მომენტი ჰქონდა ესპანელ ონვუსაც, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში კი ცხინვალმა ანგარიში გაათანაბრა. ბაჩიაშვილმა მოედნის ცენტრიდან საჯარიმოში მყოფიივანიშვილი კარგად დაინახა, ივანიშვილმა ჰრდლიჩკა მოატყუა და მარცხენა კუთხიდან შეაგდო. ივანიშვილის გოლიდან ზუსტად 3 წუთში ონვუს მეორე შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ხარიხამ მოიგერია. 

მეორე ტაიმი მოულოდნელი სცენარით განვითარდა. პირველი მომენტი დინამოელებმა კი შექმნეს, მაგრამ ცხინვალს ამის შემდეგ უამრავი საგოლე სიტუაცია ჰქონდა. 60-ეწუთზე ივანიშვილმა, ცერცვაძემ და კაჭარავამ კარგი კომბინაცია გაითამაშეს, საჯარიმოში მყოფ კაჭარავას ჰრდლიჩკას კარის აღება აღარ გასჭირვებია. საინტერესოა, რომ ნიკა კაჭარავამ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ამის შემდგომ ცხინვალი დაეუფლა უპირატესობას და  კაჭარავას გოლიდან დაახლოებით ათ წუთში თავის გამოჩენა უკვე კილასონიას შეეძლო, ამჯერად თერთმეტმეტრიანი დარტყით. მახარობლიძის საჯარიმოში წაქცევისთვის ცხინვალმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, თუმცა კილასონიას ჰრდლიჩკამ აჯობა. ამ მომენტის შემდეგ დინამოს თითქოს ფსიქოლოგიურიუპირატესობა უნდა მოეპოვებინა, თუმცა მათ შეტევებს სიმწვავე აშკარად აკლდა. ერთადერთი დასამახსოვრებელი მეორე ტაიმის მეორე ნახევარშ იონვუს შორეული დარტყა იყო, რომელიც ნადირაძე კუთხურზ ემოიგერია. 88-ე წუთზე მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა მახარობლიძემ საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ცხრიანში ლამაზი გოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. დამატებულ წუთებზე კი ლექვთაძის პასით საჯარიმოში მყოფმა ცაცკრიალაშვილმა მეოთხედ შეარხია დინამოელთა კარის ბადე და საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ცხინვალმა ამ გამარჯვებით 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში სამტრედიას გადაასწრო. დინამო კი პირველ ადგილზე მყოფ დილას 4 ქულით ჩამორჩება. ამ მატჩის შედეგმა ჩემპიონობისათვის ბრძოლა კიდევ უფრო გაამწვავა. ცხინვალი და დინამო შუა კვირაში ერთმანეთს კიდევ შეხვდებიან. გოგიჩაიშვილის და კაჭარავას ფეხბურთელები ამჯერად ერთმანეთს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალურ მატჩში გაარკვევენ ურთიერთობას. 

ოთო მუმლაძე