სიახლეები

გარდაიცვალა კახა ახალაძე

გაუზიარე

გუშინ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა ახალაძე გარდაიცვალა. ის 1979 წელს გახლდათ დაბადებული, შემტევი ნახევარმცველი იყო, თამაშობდა თსუ-სა და სხვადასხვა გუნდებში. ტრავმების გამო შედარებით მალე მოუწია კარიერის დასრულება და ფუტსალში გადავიდა. საკმაო ხანს თამაშობდა ფუტსალს, ეროვნულ ნაკრებშიც ირჯებოდა. 

კახა ახალაძე ბოლო წლებში შეუძლოდ იყო, მძიმე სენით დაავადდა. მის დასახმარებლად 2013 წლის მიწურულს საქველმოქმედო მატჩიც გაიმართა საბურთალოს ბენდელას სტადიონზე.  

"ჩვენი თამაშის" რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.  
ილია ნანობაშვილი