სიახლეები

ქალთა U17 ნაკრები ბაქოდან დაბრუნდა

გაუზიარე

გუშინ, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ჩვიდმეტწლამდე ქალთა ნაკრები.

გერონტი ნაჭყებიას გუნდმა, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ორი ამხანაგური მატჩი გამართა მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელ თანატოლ გოგონების წინააგმდეგ.

პირველი მატჩი 17 თებერვალს საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 1–0 დასრულდა (ანა ჩემინავას გოლი).

განმეორებითი მატჩი კი, 19 თებერვალს, საყაიმო ანგარიშით დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის არბიტრმა საქართველოს კარში პენალტიც დანიშნა, რომლის აღებაც, ჩვენი ნაკრების მეკარემ, თეკლე გულორდავამ ჩინებულად მოიგერია და ქართველთა კარის მშრალად შენარჩუნება შეძლო.

სფფ–ს პრესსამსახური