სიახლეები

დანიელი ამორძალის სიურპრიზი

გაუზიარე

 დღეს, 15:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლეს.

 

მატჩის დაწყებამდე ზუსტად 30 წუთით ადრე სტადიონზე მოსული მაყურებლები მოულოდნელი და მართლაც სენსაციური სანახაობის მოწმენი გახდებიან:

 

21 წლის დანიელი ნახევარმცველი ნანა კრისტიანსენი და მირზაანელი მეღვინე შაქრო მეზვრიშვილი სამოქალაქო ქორწინებას გააფორმებენ და ქართულ – დანიურ ოჯახს შექმნიან.

 

ეს სასიყვარულო ისტორია შარშან დაიწყო, როცა შაქრო მეზვრიშვილმა და ნანა კრისტიანსენმაკოპენჰაგენში გაიცნეს ერთმანეთი. დანიის დედაქალაქის ცენტრში ქართველ მეღვინეს მცირე ბიზნესი აქვს და მისი ოფისის სიახლოვეს კრისტიანსენების ოჯახი ცხოვრობს.

 

ნანა კრისტიანსენის ბებია მერი ონიანი წარმოშობით მესტიელია და სწორედ მან შეურჩია სახელი თავის ერთადერთ შვილიშვილს.

 

დანიელი პატარძლის დაჟინებული მოთხოვნით, ნანა კრისტიანსენი მეუღლის გვარს მიიღებს და აპირებს მირზაანში ქალ ფეხბურთელთა აკადემიის გახსნას.

 

ითამაშებს თუ არა ნანა კრისტიანსენი – მეზვრიშვილი მომავალი წლიდან საქართველოს ნაკრებში – ეს უკვე უეფას გადასაწყვეტია.