სიახლეები

ფუტსალის თასზე აკრედიტირების პროცესი იწყება

ფუტსალი
გაუზიარე

სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო კოლეგებო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური და ფუტსალის ევროპის თასის ტურნირის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი იწყებს აკრედიტირების პროცესს ტურნირზე მუშაობისა და დასწრების მსურველი ჟურნალისტებისა და რეპორტიორებისთვის. 

მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მითითებულ ლინკზე - http://gff.ge/media.aspx  და სრულყოფილად შეავსოთ არსებული კითხვარი.

შენიშვნა: თუ არ ხართ სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) წევრი, მაშინ რეგისტრაციისას გამოტოვეთ ეგ ველი.

გმადლობთ და ველით თქვენს აქტიურობას!

სფფ-ის პრესსამსახური