სიახლეები

ამხანაგური მატჩი საქართველო - აზერბაიჯანი რუსთავ

გაუზიარე

საქართველოს და აზერბაიჯანის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებები ხვალ, 17 აგვისტოს მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.



ხვალინდელ დაპირისპირებას რუსთავი, სტადიონი ”ფოლადი” უმასპინძლებს. მატჩი 12 საათზე დაიწყება.



ამ გუნდების პირველი ამხანაგური მატჩი გუშინ თბილისში, ”ამერის” სტადიონზე შედგა და ქართველი ფეხბურთელების 3:1 გამარჯვებით დასრულდა.