სიახლეები

ევრო 2008-ის შესარჩევი ტურნირი საქართველოს ნაკრე

გაუზიარე

17-24 ოქტომბერს საქართველო 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის შესარჩევ ტურნირს უმასპინძლებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჰოლანდიის, ნორვეგიის და ლატვიის 19-წლამდელთა ნაკრებები იქნებიან.



საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰაინც ტოპმიოლერმა დღეს დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ამ შესარჩევ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. ფეხბურთელები მუდმივი ნომრებით ითამაშებენ.



მეკარეები: 1.როინ კვასხვაძე (”ზესტაფონი”; 31.05.1989), 12.გიორგი მაკარიძე (”დინამო” თბ; 31.03.1990)

მცველები: 2.ვახტანგ ვაჩიბერაძე ("ტორპედო”; 07.06.1989), 3.გიორგი ხუმარაშვილი (”ზესტაფონი”; 24.08.1989), 4.ჯემალ გაბუნია (”ტორპედო”; 09.11.1989), 5.ამირან სანაია (”ლე მანი”, საფრანგეთი; 03.09.1989), 6.მურთაზ დაუშვილი (”ზესტაფონი”, 01.05.1989)

ნახევარმცველები: 7.ალექსი ბენაშვილი (”ზესტაფონი”; 20.03.1989), 8.თამაზ ჩარგეიშვილი (”გაგრა”; 12.06.1989), 10.ლევან ყენია (”შალკე 04”, გერმანია; 18.10.1990), 13.ზაქარია ბეგლარიშვილი (”ოლიმპი”; 30.04.1990), 14.თორნიკე თარხნიშვილი (”ცხინვალი”; 30.06.1990), 15.დავით თარგამაძე ("ფრაიბურგი”, გერმანია; 22.08.1989), 16.ნიკოლოზ მაისურაძე ("ოლიმპიკი”; 29.05.1989)

თავდამსხმელები: 9.გიორგი ივანიშვილი (”ციურიხი”, შვეიცარია; 18.10.1989), 11.ლევან მჭედლიძე (”ემპოლი”, იტალია; 24.03.1990), 17.ლევან ბლაგიძე (”ვიტორია”, პორტუგალია; 22.03.1989), 18.ირაკლი შეყილაძე ("ბაია”, 17.09.1992)