სიახლეები

U19: საქართველოს ნაკრები ორი გამარჯვება ავსტრიაშ

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 9-14 ოქტომბერს შვედეთში, ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს. ოფიციალურ მატჩებამდე გელა შეყილაძის გუნდმა ავსტრიაში გაიარა შეკრება და ორი ამხანაგური თამაშიც მოიგო.



1 ოქტომბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ქალაქ ბად-ბლეიბერგში კერნტენის რეგიონის ჭაბუკთა ნაკრებს ეთამაშა და დიდი ანგარიშით, 12:2 გაიმარჯვა. გოლები გაიტანეს: ქურდობაძემ (3), ჩაფიძემ (2), გუგუჩიამ (2), კაჭახიძემ (2), ბალაძემ, ძალამიძემ და ელიზბარაშვილმა.



5 ოქტომბერს გელა შეყილაძის გუნდი კლუბ ”კერნტენის” 19-წლამდელთა გუნდს ეთამაშნენ და კვლავ გაიმარჯვეს, თუმცა ამჯერად მხოლოდ 1:0. ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე ლაშა ჩაფიძემ შეაგდო - ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ორი მცველი ჩამოიშორა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. საგულისხმოა, რომ 0:0-ზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გამოიყენეს - ბურთი კარს გადასცდა.



დღეს საქართველოს ნაკრები უკვე შვედეთშია და ოფიციალური თამაშებისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში, ქალაქ ტროლჰეტენში ქართველი ჭაბუკები უკრაინელებს გაეჯიბრებიან.



* * *



ამხანაგური მატჩი. 1 ოქტომბერი, 2009. ავსტრია, ბად-ბლეიბერგი. 300

კერნტენის მხარის ჭაბუკთა ნაკრები (ავსტრია) 2:12 საქართველო

გოლები: ქურდობაძე (3), ჩაფიძე (2), გუგუჩია (2), კაჭახიძე (2), ბალაძე, ძალამიძე, ელიზბარაშვილი

საქართველო: თ.ნიორაძე (კ.მეშველიანი 46), თ.კაკუშაძე (დ.კუბლაშვილი 75), ა.ბრაჭული (ს.კვირკველია 75), ნ.კვეკვესკირი (მ.კობახიძე 70), ლ.ელიზბარაშვილი, ლ.გუგუჩია, პ.ბალაძე, ნ.ძალამიძე, გ.ჩელებაძე, ე.კაჭახიძე (ლ.ჩაფიძე 46), ზ.ქურდობაძე

მწვრთნელი: გელა შეყილაძე

მსაჯი: ფ.ფროიხტვანგერი (ავსტრია)



ამხანაგური მატჩი. 5 ოქტომბერი, 2009. ავსტრია, ბად-ბლეიბერგი. 500

”კერნტენი” U19 (ავსტრია) 0:1 საქართველო

გოლი: 0:1 ლ.ჩაფიძე (80)

34-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს

საქართველო: თ.ნიორაძე, თ.კაკუშაძე, ა.ბრაჭული, ს.კვირკველია, ნ.კვეკვესკირი, ლ.ელიზბარაშვილი, ლ.გუგუჩია (დ.კუბლაშვილი 80), პ.ბალაძე, ნ.ძალამიძე (ლ.ჩაფიძე 76), ე.კაჭახიძე (გ.ჩელებაძე 68), ზ.ქურდობაძე

მწვრთნელი: გელა შეყილაძე

მსაჯი: ე.შრედერი (ავსტრია)