სიახლეები

გუცაევის გუნდი ორ მატჩს გამართავს

გაუზიარე

საქართველოს ცხრამეტ წლამდელთა ნაკრები გუნდი 6 მაისს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში გაემგზავრა.

ვლადიმერ გუცაევის შეგირდებს 8–11 მაისს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი ბელორუსელ თანატოლებთან.

საქართველოს ნაკრები მინსკთან ახლოს პატარა დასახლება რატონკაში დაბანაკდა. იქვე განთავსებულ სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესიც.

პირველ საკონტროლო მატჩს ჩვენი ნაკრები 8 მაისს მინსკში ტორპედოს სტადიონზე ბელორუსიის დროით 5 საათზე გამართავს. განმეორებითი შეხვედრა, კი 11 მაისს იგივე მოედანზე გაიმართება.

ფეხბურთელთა სრული სია:

1. გიორგი ნადირაძე

2. დავით ლეგაშვილი

3. მინდია ფუტკარაძე

4. ავთანდილ ბრაჭული

5. ნიკა კვეკვესკირი

6. ირაკლი ხუჭუა

7. ირაკლი კვერკველია

8. ლევან ელიზბარაშვილი

9. თორნიკე ოქრიაშვილი

10. ზვიად სიხარულია

11. ლაშა ქემუხტაშვილი

12. ლაშა ჩაფიძე

13. გიორგი ჩელებაძე

14. ჯაბულო იამანიძე

15. ირაკლი რუხაია

16. როსტომ გეწაძე

17. მურთაზ ჩანგულია