სიახლეები

19–წლამდელებმა 8 უპასუხო გოლი გაიტანეს

გაუზიარე

საქართველოს U19 ნაკრები გუშინ სამშობლოში დაბრუნდა. ვლადიმერ გუცაევის შეგირდებმა ბელორუსელ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ორივეში დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვეს.

პირველი ამხანაგური მატჩი 8 მაისს ჩატარდა, რომელშიც ჩვენმა ბიჭებმა ორი უპასუხო გოლი (ლაშა ჩაფიძე და გიორგი ჩელებაძე) გაუტანეს მოწინააღმდეგეს.

განმეორებითი მატჩი, კი საქართველოს ნაკრების უდიდესი უპირატესობით წარიმართა და 6 უპასუხო გოლით ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

11 მაისს გამართულ მატჩში ჰეთ–თრიკი შეასრულა საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა. გოლები ასევე გაიტანეს ლაშა ჩაფიძემ, ზვიად სიხარულიამა და ლაშა ქემუხტაშვილმა.

საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების თავკაცი კმაყოფილია ბელორუსიული შეკრებით. სფფ–ს შესაბამისი განყოფილებები განაგრძობენ მუშაობას U19 ნაკრების მომავალი მატჩების საორგანიზაციოთ.