სიახლეები

მეოთხედფინალში დამარცხდნენ

გაუზიარე

ესპანეთის კუნძულ იბიცაზე მიმდინარე საერთაშორისო, საფეხბურთო ტურნირს საქართველოს U15 და U17 ნაკრები გუნდები მეოთხედფინალური შეხვედრების შემდეგ გამოეთიშნენ.

კობა ჟორჯიკაშვილის გუნდი ს.კ. მალიორკასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. გელა შეყილაძის შეგირდებმა. კი იგივე ანგარიშით დაასრულეს მატჩი ესპანურ „განდიასთან“ და ტურნირს გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ იბიცას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს U15 და U17 ნაკრებებმა სამ–სამი შეხვედრა ჩაატარეს და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება დამსახურებულად მოიპოვეს.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდები ესპანეთიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან.

სფფ–ს პრესსამსახური