სიახლეები

Refresh კურსი A და B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების A და B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა.

კურსის მსვლელობისას, მონაწილეებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: რონდო, სკანირება, გამძლეობა და ანტიდისკიმინაციული პოლიტიკა ფეხბურთში. 

კურსის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლა. Refresh კურსი A ლიცენზიის 14-მა და B ლიცენზიის 35-მა მფლობელმა გაიარა.