სიახლეები

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მესამე ეტაპის მატჩებზე

მსაჯები
გაუზიარე

10 აგვისტოს, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

აზერბაიჯანული საბაჰის და სერბული პარტიზანის შეხვედრას გიორგი ყრუაშვილის განსჯის. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მატჩის მეოთხე არბიტრი ალეკო აფციაური იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

თურქული ადანა დემისპორის და ხორვატიული ოსიეკის მატჩის არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი დავით ხარიტონაშვილი იქნება. შეხვედრა ადანაში გაიმართება და 22:00 საათზე დაიწყება.