სიახლეები

სუპერთასის ნახევარფინალური მატჩების მასპინძელი სტადიონები ცნობილია

სუპერთასი
გაუზიარე

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშება 30 ივნისს დაიწყება. 

ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის ტორპედო და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - დინამო ბათუმი და გორის დილა. 

30 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში დინამო თბილისი გორის დილას შეხვდება, ხოლო ქუთაისის ტორპედო - დინამო ბათუმს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. 

ნახევარფინალური მატჩების განრიგი

დინამო თბილისი - დილა | 20:00 | მიხეილ მესხი, თბილისი

ტორპედო - სამტრედია | 17:00 | ეროსი მანჯგალაძე, სამტრედია

საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.