სიახლეები

განახლებულმა შენგელია არენამ ქალთა ლიგის მატჩს უმასპინძლა

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

13 ივნისს ქუთაისში, განახლებულ შენგელია არენაზე ქალთა ლიგის მე-11 ტურის მატჩი გაიმართა. ადგილობრივმა „მართვემ“, თბილისის „ნორჩ დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. გოლები კი, მეორე ტაიმში გავიდა.

ანგარიში, შენგელიას სახელობის რეაბილიტირებულ სტადიონზე, 66-ე წუთზე, ანა სინატაშვილმა გახსნა და მასპინძლები დააწინაურა. თბილისელებმა ქულის გადარჩენა შეხვედრის ბოლო წუთზე მოახერხეს. გოლი 90-ე წუთზე, ანი მინაძემ გაიტანა.

მატჩზე დასწრება თავისუფალი იყო და გულშემატკივარს შეხვედრაზე მოსახვედრად, ბილეთების აღება თამაშის დღეს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში შეეძლოთ. 

საქართველოს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-11 ტური სამ კალენდარულ დღეზე იყო გადანაწილებული. მომდევნო, მე-12 ტური კი, 17 და 18 ივნისს არის დაგეგმილი.