სიახლეები

ტესტ მატჩი განახლებულ შენგელია არენაზე

სფფ
გაუზიარე

13 ივნისს, 20:00 საათზე, განახლებულ შენგელია არენაზე საქართველოს ქალთა ლიგის მატჩი გაიმართება ქუთაისის მართვესა და თბილისის ნორჩ დინამოს შორის. 

მატჩზე დასწრება თავისუფალია. გულშემატკივრებს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების აღება თამაშის დღეს, სტადიონის სალაროებში შეეძლებათ. 

მედიის საყურადღებოდ: მატჩე დასწრების მსურველი მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დაუკავშირდით სფფ-ის პრესსამსახურს 12 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected].

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს. 

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.