საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დეპარტამენტმა 2022 წლის განმავლობაში მწვრთნელთა განათლების არაერთი კურსი დაიწყო, რომელთა ნაწილიც 2023 წელს დასრულდება.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც ტექნიკური დეპარტამენტის საქმიანობას უკავშირდება, მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსია, რომელიც საქართველოში პირველად სწორედ 2022 წელს დაიწყო და განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე მოთამაშეებს A ლიცენზიის აღების საშუალებას აძლევს.
2022 წელს განხორციელებული ღონისძებების სია:
- 6 უეფა-ს C ლიცენზიის კურსი
- 2 უეფა-ს B ლიცენზიის კურსი
- 2 უეფა-ს A ლიცენზიის კურსი
- 1 უეფა-ს PRO ლიცენზიის კურსი (სრულდება მომავალი წლის გაზაფხულზე)
- 1 უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი
- 2 უეფა-ს შემდგომი განათლების B ლიცენზიის ე.წ. Refresh კურსი
- 2 უეფა-ს შემდგომი განათლების A ლიცენზიის ე.წ. Refresh კურსი
- 1 უეფა-ს შემდგომი განათლების კურსი ტუტორებისათვის
- 1 უეფა-ს PRO ლიცენზიის რეფრეშ კურსი
- დაიწყო 1 უეფა-ს მწვრთნელთა B+A ლიცენზიის კურსი რომელიც პირველად ტარდება და აქტიური და განსაკუთრებული საფეხბურთო კარიერის მქონე მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას
გარდა ამისა, ტექნიკურმა დეპარტამემტმა C ლიცენზიის რეფრეშ კურსებით მოიცვა ყველა რეგიონი, რისთვისაც მადლობას უხდის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციებს ჩართულობისთვის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, ჩამოთვლილი პროექტების თანადაფინანსებისთვის და ორგანიზებაში თანამონაწილეობისთვის.
გეგმა მომავალი წლისთვის სფფ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში:
- 6 UEFA “C” ლიცენზიის კურსი
- 2 UEFA “B” ლიცენზიის კურსი
- 2 UEFA “A” ლიცენზიის კურსი
- 1 UEFA “PRO” ლიცენზიის კურსი
- 1 UEFA GK “B” ლიცენზიის კურსი
- 1 UEFA GK”A” ლიცენზიის კურსი
- 1 UEFA Futsal “B” ლიცენზიის კურსი
- 1 UEFA “B+A“ ლიცენზიის კურსი
- 1 კურსი სფფ-ის ტუტორებისათვის
- 6 Refresh “C” ლიცენზიის კურსი
- 2 Refresh “B” ლიცენზიის კურსი
- 2 Refresh “A” ლიცენზიის კურსი
ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ღონისძიება, რომელიც მომავალ წელს ბათუმში გაიმართება, უეფას მწვრთნელთა კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობას უეფას 55 ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე უეფას ტოპ მენეჯმენტი, ტექნიკური განვითარების კომიტეტი და Jira Panel-ის წევრები მიიღებენ.