საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი კოპენჰაგენში გამართა. დ ჯგუფის ფავორიტი დანიისა ნაკრებისა და საქართველოს შეხვედრა 5:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს მეოთხე ტურის შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ დაეხმარა. ქართველთაგან დანიის წინააღმდეგ ერთადერთი გოლის ავტორი საბა ლობჟანიძე გახდა.
დანია - საქართველო 5:1
კოპენჰაგენი, „თელია პარკენი“, მაყურებელი - 16 000
დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (36’ მ. იორგენსენი), კრისტენსენი, სკოვი (62’ ვასი), დელანი, ერიკსენი, დოლბერგი, სტრიგერ ლარსენი, პოულსენი (75’ ბრაიტვეიტი), ჰოიბერგი
სათადარიგო შემადგენლობა: ჰანსენი, რონოუ, ნელსონი, დურმისი, ნ. იორგენსენი, დალსგაარდი, კრისტიანსენი, შონე, ბრუნ ლარსენი
მთავარი მწვრთნელი: აგე ჰარეიდე
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, პარუნაშვილი (58’ პაპუნაშვილი), კანკავა, გრიგალავა, კიტეიშვილი (73’ ლობჯანიძე), კვეკვესკირი, ლობჟანიძე, გვილია, ნავალოვსკი (79’ დვალი)
სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კვასხვაძე, ხარაბაძე, აბურჯანია, არველაძე, ხარაიშვილი, მერებაშვილი, კვარაცხელია, ჯიღაური
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯები: რობერტ შორგენჰოფერი (ავსტრია), მარკუს გუჩი (ავსტრია), სტეფან კუერი (ავსტრია), სებასტიან გიშამერი (ავსტრია)
გაფრთხილება: 29’ კანკავა, 51’ კვეკვესკირი, 54’ გვილია, 64 პაპუნაშვილი.
გოლები: 1:0 დოლბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (პენ.) (30), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრაიტვეიტი
ვლადიმირ ვაისი: "დღევანდელი მატჩი უკეთესმა გუნდმა მოიგო. პირველ ტაიმში ანგარიშის გათანაბრებამ, გარკვეული თავდაჯერება შეგვმატა, ცუდად არ ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ იყო ორი გოლი, რომლებიც არ უნდა გაგვეშვა, რადგან ვფიქრობ რომ პენალტი არ იყო და მესამე გოლის ეპიზოდში დანიელებმა ჩვენი მეკარის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვიეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, დანიამ მოგება დაიმსახურა, რადგან ბევრად უკეთესად ითამაშა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ დღევანდელ თამაშში მსაჯების დახმარება არ სჭირდებოდათ.
დანიის წინააღმდეგ იმ შემადგენლობით ვითამაშეთ, რომელიც ფიზიკურად უკეთესად იყო მომზადებული. რა თქმა უნდა, შედეგზე პასუხისმგებლობას ვიღებ, თუმცა დღევანდელ წარუმატებლობას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს.
ვაკო გვილია: "5:1 ჩვენთვის მიუღებელი შედეგია, ვფიქრობ, რომ ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით, მიუხედავად იმისა, რომ დანია ჩვენზე უკეთესი გუნდია. თითოელმა ჩვენგანმა მარცხის მიზეზები საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და მომავალი შეხვედრისთვის შეცდომები გამოვასწოროთ.
მსაჯს არასდროს არაფერი უნდა დავაბრალოთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დანიის წინააღმდეგ შეხვედრაში მან კონკრეტულ ეპიზოდებში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. დანიის დონის გუნდთან მსაჯის ასეთი შეცდომების ფონზე წარმატების მიღწევა განსაკუთრებით რთულია."
საბა ლობჟანიძე: "ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ოფიციალურ შეხვედრაში პირველი მატჩი ჩავატარე და გოლის გატანაც მოვახერხე. რა თქმა უნდა ეს სასიამოვნოა, მაგრამ დაფიქსირებული შედეგი არ მაძლევს საშუალებას ბედნიერი ვიყო."
დ ჯგუფის მეოთხე ტურის მეორე შეხვედრა ირლანდიასა და გიბრალტარს შორის 2:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას, 8 სექტემბერს, თბილისში დანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.