სიახლეები

ფუტსალი | საქართველო 5:3 ლიეტუვა

ფუტსალის ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდისთვის მზადების პროცესში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმამართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:3 დასრულდა. მეტოქეს თითო გოლი ირაკლი თოდუამ, შოთა თოფურიამ, არჩილ სებისკვერაძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაუტანეს, ერთი ბურთი კი საკუთარ კარში ლაურინას გლინსკისმა ჩაჭრა.

საქართველო 5:3 ლიეტუვა

თბილისი, „ოლიმპიური სასახლე“

საქართველო: კუპატაძე, თოდუა, ჯვარაშვილი, სებისკვერაძე, ზედელაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: ჯამბურია, დვალიშვილი, კაპანაძე, მურცხვალაძე, სილაგავა, თოფურია, კეკელია, კურტანიძე

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

ლიეტუვა: გლინსკისი, დერენდიაიევი, ვოსკუნოვიჩი, ზაგურსკასი, სენძიკასი

სათადარიგო შემადგენლობა: მაცენისი, ლაბუცკასი, იანკაუსკასი, სტეინასი, სპიეტინისი, პეტუკაუსკასი, მუცინისი, პაულაუსკასი, რეიმარისი

მთავარი მწვრთნელი: ევგენი რივკინი

მსაჯები: ბაკურ ნინუა, ლევან ვარამიშვილი, დავით ახვლედიანი

გაფრთხილება: ვასკუნოვიჩი (31’)

გოლები: 1:0 თოდუა (13’), 1:1 სენძიკასი (20), 2:1 გლინსკისი (25), 3:1 თოფურია (29), 3:2 ვოსკუნოვიჩი (31), 4:2 სებისკვერაძე (33), 5:2 კურტანიძე (35), 5:3 ზაგურსკასი (38)

საქართველოსა და ლიეტუვას ეროვნულ ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური შეხვედრა 16 აპრილს შედგა და ჩვენი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 7:1 დასრულდა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეინ-რაუნდის შეხვედრებს 22-27 ოქტომბერს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეინ-რაუნდის პირველ ჯგუფში პოლონეთის, ესპანეთისა და ფინეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. შეხვედრებს პოლონეთი უმასპინძლებს და შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას ორი გუნდი მოიპოვებს.