სიახლეები

საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით შეიკრიბა

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ფარგლებში, დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის დებიუტანტი, ვატო არველაძე (კორონა,პოლონეთი) კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს. ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და ფეხბურთელებმა სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

საწვრთნელი პროცესის შემდეგ, ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა, 25 წლის გიორგი ქვილითაიამ მცირე კომენტარი გააკეთა:

"დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ვივარჯიშეთ. რა თქმა უნდა, სრული სერიოზულობით ვემზადებით. ძლიერი მეტოქე გვყავს, ვფიქრობ, რომ შვეიცარია ჯგუფის ერთერთი ფავორიტი ნაკრებია, თუმცა სახლში ვთამაშობთ და იმედი მაქვს გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს როგორც ეს ერთა ლიგაზე მოხდა.

ბოლო პერიოდში ძლიერ ნაკრებად ჩამოვყალიბდით, თავდაჯერება დაგვიბრუნდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ სწორედ საკუთარ ძალებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ბოლო ოფიციალური თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე, სწორედ ამიტომ დიდი მოლოდინი მაქვს როგორც მე, ასევე მთელ გუნდს. წლის პირველი მატჩი შვეიცარიასთან განსაკუთრებულია როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე ჩვენი გულშემატკივარებისთვის"

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვეიცარიისა და ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი, გერმანია), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ჯანო ანანიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), თორნიკე ოქრიაშვილი

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩების განრიგი

23 მარტი, 18:00
საქართველო-შვეიცარია
26 მარტი 23:45
ირლანდია-საქართველო