სიახლეები

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

სფფ
გაუზიარე

5 მარტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სფფ-ის XXIX საარჩევნო ყრილობის შემდეგ ეს აღმასრულებელი კომიტეტის პირველი სხდომა იყო.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, აღმასკომმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ 2019 წლის პირველი მარტიდან დაფინანსება გაეზრდებათ სფფ-ის წევრ რეგიონულ ფედერაციებს, საქართველოს ფუტსალის ასოციაციასა და საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციას.

ზემო აღნიშნულ საკითხთან ერთად დღევანდელ სხდომაზე აღმასკომის წევრებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცეს.