საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2019 წლის ბოლო მატჩს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ გამართავს.
ვლადიმირ ვაისის გუნდი 19 ნოემბერს, ხორვატიას ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. მატჩის მასპინძელი ქალაქი და სტადიონი მოგვიანებით გაირკვევა.
საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთგუნდიან ჯგუფში ასპარეზობს, შესაბამისად, ჩვენს ნაკრებს მიმდინარე წელს სულ ორი ამხანაგური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნება.
საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს სექტემბერში გამართავს. მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საქართველოს ნაკრებს ხორვატიასთან სულ ორი მატჩი აქვს გამართული. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლევან კობიაშვილის გოლით ჩვენმა გუნდმა თბილისში ხორვატია 1:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრა კი საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 1:2 წააგო. ქალაქ სპლიტში ქართველთაგან გოლის ავტორი ჯაბა კანკავა გახდა.