სიახლეები

საქართველოს თასის ფინალზე დასწრება თავისუფალია

საქართველოს თასი
გაუზიარე

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ანგისას სტადიონზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფინალი უკვე მეოთხე სეზონია, რაც თბილისს გარეთ - რეგიონებში იმართება. ქუთაისის, ზესტაფონისა და გორის შემდეგ, ფინალურ შეხვედრას ბათუმი მასპინძლობს.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებულის ტიტულისათვის ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი "გაგრა" და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" შეხვდებიან. დავით ყიფიანის თასის ფინალზე დასწრება თავისუფალია, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.