სიახლეები

ბანიკოვის ტურნირი დასრულდა

ნაკრები U17
გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი დაასრულა. ბოლო შეხვედრაში ზვიად ჯელაძის გუნდი 0:1 დამარცხდა ლატვიასთან.

მთავარმა მწვრთნელმა ამჯერად გადახალისებული შემადგენლობა დააყენა - უფრო ისინი ათამაშა სასტარტოში, ვინც აქამდე რეზერვში ჰყავდა.

ტურნირზე ნაკრებმა სულ ოთხი მატჩი ჩაატარა: 1 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

ხარატიშვილი, კვარაცხელია, ლატარია, არველაძე, ხვადაგიანი, ოსიყმაშვილი, დევდარიანი, კაპანაძე, ოგბაიძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ხურცილავა, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, კონიაშვილი.