დარჩენილია:

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ბუქარესტში

18 ოქტომბერს, ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

ფინალურ ეტაპზე გასული 16 გუნდი, რომელიც რეიტინგის მიხედვით 4 კალათშია გადანაწილებული, წილისყრის შედეგად 4 ოთხგუნდიან ჯგუფს დააკომპლექტებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები ავტომატურად A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო რუმინეთი – B ჯგუფში.

პირველი კალათა: ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი

მეორე კალათა: ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი

მესამე კალათა: ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი

მეოთხე კალათა: უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, საქართველო

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველო

ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი

ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით

რუმინეთი

ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი

კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

დაიწყო სტიუარდთა მიღება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის ზაფხულში რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. დაინტერესებულ კანდიდატებს

Read More »

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს 21-წლამდე

Read More »

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ბუქარესტში

18 ოქტომბერს, ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალურ ეტაპზე გასული 16 გუნდი, რომელიც რეიტინგის მიხედვით 4

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ