უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

უეფას 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატის თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი უმასპინძლებს – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე, სპეციალური ლინკით www.under21tickets.ge არის შესაძლებელი. ბილეთები, პირველ ეტაპზე, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც სტადიონების მიხედვით გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის […]
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს იწყება

უეფას 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს იწყება. ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატის თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი უმასპინძლებს – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, 13 მარტს დაიწყება. ბილეთები, პირველ ეტაპზე სპეციალურ ფასად, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც […]
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა რეგისტრაცია გრძელდება

2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს. მოხალისეთა რეგისტრაცია 18 იანვარს დაიწყო და 10 აპრილამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატი კი, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური შეხვედრა ბათუმი არენაზე შედგება. ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, მოხალისეთა ჩართულობა აუცილებელია. […]
მიმდინარეობს სტიუარდთა მიღება

ზაფხულში დაგეგმილი უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, სტიუარდთა მიღება მიმდინარეობს. 28 იანვარს, კანდიდატების პირველ ნაკადთან გასაუბრების ეტაპი ჩატარდა და უახლოეს მომავალში ისინი შესაბამის ტრენინგებში ჩაერთვებიან. კანდიდატებს ჩაუტარდებათ უეფას სასწავლო პროგრამის მიხედვით შედგებნილი სემინარები, რომელთა წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამის სერტიფიკატს მიიღებენ. შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ორგანიზებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის […]
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო

2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ტურნირი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე შედგება. ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ გახდე საინტერესო გუნდის […]
დაიწყო სტიუარდთა მიღება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის ზაფხულში რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩატარებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრი. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ სემინარები და უეფა-ს ონლაინ სასწავლო კურსები. წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებენ სფფ-ისა და უეფას შესაბამის სერტიფიკატს. […]
ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური წილისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც ფინალურ სტადიაზე გასული 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები A ჯგუფში პორტუგალიის, ბელგიის და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგები A ჯგუფი: საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები B ჯგუფი: რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია C ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი D ჯგუფი: ნორვეგია, […]
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა ბუქარესტში

18 ოქტომბერს, ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. ფინალურ ეტაპზე გასული 16 გუნდი, რომელიც რეიტინგის მიხედვით 4 კალათშია გადანაწილებული, წილისყრის შედეგად 4 ოთხგუნდიან ჯგუფს დააკომპლექტებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები ავტომატურად A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო რუმინეთი – B ჯგუფში. პირველი კალათა: ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი მეორე კალათა: ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი მესამე […]