დარჩენილია:

დაიწყო სტიუარდთა მიღება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის ზაფხულში რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ერთ-ერთი მთავარი სანაკრებო ტურნირის ჩატარებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრი.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ სემინარები და უეფა-ს ონლაინ სასწავლო კურსები. წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებენ სფფ-ისა და უეფას შესაბამის სერტიფიკატს.

სტიუარდები პრაქტიკას, როგორც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების, ისე საქართველოს მასშტაბით გასამართ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ მატჩებზე მიიღებენ.

სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მიმდინარეობს სტიუარდთა მიღება

ზაფხულში დაგეგმილი უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს, სტიუარდთა მიღება მიმდინარეობს.  28 იანვარს, კანდიდატების პირველ ნაკადთან გასაუბრების ეტაპი

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო

2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ევრო 2023 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში

Read More »

დაიწყო სტიუარდთა მიღება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს სტიუარდთა მიღებას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველო 2023 წლის ზაფხულში რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. დაინტერესებულ კანდიდატებს

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ