უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტური დაიწყო. 24 ივნისს, საქართველოში A ჯგუფის მატჩები გაიმართა.
პაიჭაძის სტადიონზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა და პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. სტუმართა მხრიდან მაქსიმ დე კუიპერის და ლარჯი რამაზანის გოლებს, მეორე ნახევარში ზუსტი დარტყმებით გიორგი წიტაიშვილმა და გიორგი გულიაშვილმა უპასუხეს.
საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩზე უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების რეკორდი დაფიქსირდა. პაიჭაძის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრას 41,887 გულშემატკივარი დაესწრო.
ჯგუფის მეორე შეხვედრა მესხის სტადიონზე გაიმართა, სადაც პორტუგალია ნიდერლანდების 21-წლამდე ნაკრებს შეხვდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პორტუგალიელები ანდრე ალმეიდას 23-ე წუთზე გატანილი გოლით დაწინაურდნენ. 78-ე წუთზე ნიდერლანდელთა მხრიდან ბრაიან ბრობიმ გაათანაბრა.
ორი ტურის შემდეგ A ჯგუფს საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ლიდერობს. ნიდერლანდებს და ბელგიას 2 ქულა აქვთ, ხოლო პორტუგალიელთა აქტივში 1 ქულაა.