18 ოქტომბერს, ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება.
ფინალურ ეტაპზე გასული 16 გუნდი, რომელიც რეიტინგის მიხედვით 4 კალათშია გადანაწილებული, წილისყრის შედეგად 4 ოთხგუნდიან ჯგუფს დააკომპლექტებს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები ავტომატურად A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო რუმინეთი – B ჯგუფში.
პირველი კალათა: ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, საფრანგეთი
მეორე კალათა: ნიდერლანდები, ინგლისი, იტალია, რუმინეთი
მესამე კალათა: ხორვატია, შვეიცარია, ბელგია, ჩეხეთი
მეოთხე კალათა: უკრაინა, ნორვეგია, ისრაელი, საქართველო
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ და რუმინეთს ორ ქალაქში გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას პლეი-ოფში გააგრძელებენ. საქართველოში A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.
საქართველო
ბათუმი, ბათუმი არენა: C ჯგუფის სამი მატჩი, ნახევარფინალი, ფინალი
ქუთაისი, შენგელიას სახელობის სტადიონი: C ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
თბილისი, მესხის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
თბილისი, პაიჭაძის სახელობის სტადიონი: A ჯგუფის სამი მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით
რუმინეთი
ბუქარესტი, გიულეშტი: B ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი
ბუქარესტი, სტიაუას სტადიონი: B ჯგუფის სამი მატჩი რუმინეთის ნაკრების მონაწილეობით, ნახევარფინალი
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟის სტადიონი: D ჯგუფის სამი მატჩი
კლუჟ-ნაპოკა, კლუჟ არენა: D ჯგუფის სამი მატჩი, მეოთხედფინალი