უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარეობს, ჯგუფური ეტაპის მეორე ტური დასრულდა.
A ჯგუფში, ბელგიასთან ფრის (2:2) შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 4 ქულით ლიდერობს. ორი ქულით ბელგიასთან მეორე ადგილს იყოფს ნიდერლანდების ნაკრები, რომელიც მეორე ტურის შეხვედრაში პორტუგალიას დაუზავდა (1:1). პორტუგალიისთვის ეს პირველი ქულა იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ნიდერლანდების ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას ბელგიის წინააღმდეგ ითამაშებს.
B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ ორივე 1/4-ფინალის გამოვლინდა. უკრაინის ნაკრებმა რუმინეთს, ხოლო ესპანეთმა ხორვატიას სძლია მინიმალური ანგარიშით და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანეთი და უკრაინა პირველი ადგილისთვის იბრძოლებენ, რუმინეთი კი, ხორვატიას უმასპინძლებს.
C ჯგუფში ერთი 1/4-ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა, ქუთაისში, ისრაელი 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფის მეორე შეხვედრა, ჩეხეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის, ბათუმში გაიმართა და ჩეხეთის ახალგაზრდულის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ბოლო ტურში, ბათუმი არენა ინგლისის და გერმანიის მატჩს უმასპინძლებს, მეორე ადგილზე მყოფი ჩეხეთი კი, ისრაელთან შეხვედრაში ეცდება პლეი-ოფის საგზურის მოპოვებას.
D ჯგუფს ორი ტურის შემდეგ საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს. ფრანგებმა მეორე ტურის მატჩში ნორვეგია მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას შვეიცარიასთან გამართავენ, რომელიც გასული ტურის მატჩში იტალიასთან 2:3 დამარცხდა. იტალიის და შვეიცარიის აქტივში ორი ტურის შემდეგ 3-3 ქულაა.
საქართველოში გასამართი მეორე ტურის მატჩები:
შეგახსენებთ, რომ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.