ᲑᲘᲚᲔᲗᲔᲑᲘ ᲔᲢᲚᲘᲗ ᲛᲝᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲔ ᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ
ეტლით მოსარგებლე პირები სტადიონის ტერიტორიაზე მოხვედრას სპეციალური შესასვლელით შეძლებენ და მათთვის მატჩებზე დასწრება უფასოა.
სპეციალური ბილეთის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. თან დაურთეთ პირადობის მოწმობის ასლი, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი და აირჩიეთ სასურველი მატჩები.
ეტლით მოსარგებლე პირს შეუძლია ერთი ბილეთის მოთხოვნა, რომელიც სტადიონის ტერიტორიაზე თანმხლებ პირთან ერთად შესვლის უფლებას აძლევს.
მატჩის ბილეთებს მიიღებთ თქვენ მიერ მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით, 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ [email protected]-ს.