ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ა. შესავალი
 

1. გამოყენების სფერო

ბილეთების გავრცელების ქვემოთმოცემული დებულებები და პირობები უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 2021/2023 წლების ფინალური ტურნირისთვის (“დებულებები და პირობები”) შემუშავებულია უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 2021/2023 წლების ფინალური ტურნირის ბილეთების შეძენის, განაწილებისა და გამოყენების სამართლიანი, სწორი და ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად საქართველოში გამართული მატჩებისთვის. ასეთი ბილეთების შეძენა, განაწილება და გამოყენება ექვემდებარება ქვემოთმოცემულ დებულებებსა და პირობებს და ნებისმიერ სხვა მოქმედ კანონებს ან რეგულაციებს (ისე,როგორც ეს ქვემოთ მოცემულია „მოქმედ  კანონებსა“ და „რეგულაციებში“), რომელიც ეხება სტადიონ(ებ)ზე წვდომას და მათ აქ გამოყენებას (ქვემოთ განსაზღვრულის შესაბამისად).
 

2. განმარტებები

ბილეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
გასაყიდად შემოთავაზებული ბილეთის ერთ-ერთი სახეობათაგანი, რომელიც გახლავთ ადგილზე განთავსების მარტივი წვდომის ბილეთი ან ბილეთი ეტლის მოსარგებლე პირებისთვის.
 
მოქმედი კანონები
ყველა კანონი, წესდება, საერთო კანონი, რეგულაციები, განკარგულებები, კოდექსი, წესები, სახელმძღვანელო მითითებები, ბრძანებები, ნებართვები, ტარიფები და დამტკიცებები, მათ შორის ისეთები, რომლებიც ეხება გარემოს, ჯანდაცვას და უსაფრთხოებას ან სანიტარიულ ზომებს COVID-19-ის კონტექსტში, ნებისმიერ სამთავრობო ან ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემულს, რომელიც გამოიყენება მყიდველთან, ბილეთის მფლობელთან ან/და სტუმართან, ან ამ დებულებების და პირობების საგანთან მიმართებაში.
 
მყიდველი
18 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს უნარი  მიმართოს და დადოს ხელშეკრულება ტურნირზე ბილეთების შესაძენად ამ დებულებებისა და პირობებისა და ბილეთების აგენტის დებულებებისა და პირობების შესაბამისად.
 
კომპანიონის ბილეთი
უფასო საერთო საჯარო ბილეთი, რომელიც გაცემულია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ბილეთთან ერთად 3.5 მუხლის შესაბამისად პირადი კომპანიონის/ასისტენტის მიერ გამოყენებისთვის, რომელიც თან ახლავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ბილეთის მფლობელს.
 
ადგილზე განთავსების მარტივი წვდომის ბილეთ
ი ბილეთი განკუთვნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, რომლებიც არ სარგებლობენ ეტლით, თუმცაღა საჭიროებენ მარტივად წვდომით განთავსებას, ადგილზე რომელიც ახლოს იქნება სტადიონთან   ხელმისაწვდომ დამხმარე მომსახურებების ობიექტებთან.
 
სტუმარი მყიდველის მიერ დასახელებული ინდივიდი, რომელსაც ბილეთები გადაეცემა ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად.
მასპინძელი ასოციაცია (ები) შემდეგი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ მასპინძელ ტერიტორიაზე ჩატარებული მატჩების ორგანიზებასა და ჩატარებაზე:
ა) საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგისტრირებული მისამართით, ჭავჭავაძის გამზ. 76ა 0179 თბილისი, საქართველო (“სფფ”); და
ბ) რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია, თავის რეგისტრირებული ოფისით მისამართზე Strada Vasile Şerbănică 12, Sector 2, Bucureşti, რუმინეთი.
ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, მასპინძელი ასოციაციები ითვლება მატჩებისა და ტურნირების „ორგანიზატორად“ რომელიც მოქმედია კანონმდებლობის შესაბამისად. 
მასპინძელი ტერიტორია (-ები) საქართველო და რუმინეთი
მატჩი (ები) ტურნირის შემადგენლობაში მოთამაშე ნებისმიერი ოფიციალური მატჩი. 
ონლაინ ბილეთების გაყიდვების პლატფორმა ბილეთების აგენტის ვებსაიტი TKT.GE
 
შესყიდვის (შეძენის)  ფასი მყიდველის მიერ შერჩეული ბილეთ(ებ)ის შესყიდვის მთლიანი ფასი დღგ-ს ჩათვლით.
ბილეთის უკან დაბრუნების პოლიტიკა გაყიდული ბილეთების თანხის დაბრუნების პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება დროდადრო, რომელიც ხელმისაწვდომია სფფ-ის და ბილეთების აგენტის ვებგვერდზე  www.gff.ge/under21  და www.tkt.ge 
 
რეგულაციები ნიშნავს, ყოველგვარი  შეზღუდვის გარეშე, შემდეგ  პირობებს:
– სტადიონის წესებს; ან/და
-უეფას და მასპინძელი ასოციაციის წესდებას და რეგულაციებს, რომლებიც გამოიყენება ტურნირისთან დაკავშირებით.
სტადიონი შესაბამისი სტადიონის მთლიანი შენობა, სადაც ტარდება შესაბამისი მატჩი და ნებისმიერი სხვა ტერიტორია, რომელიც საჭიროებს ბილეთს (ან სხვა დაშვების მოწყობილობას, თუ ეს შესაძლებელია) წვდომის მოსაპოვებლად.
სტადიონის მფლობელი შესაბამისი სტადიონის მფლობელი და ასეთი სტადიონის ნებისმიერი ოპერატორი ან მოიჯარე.  
სტადიონის წესები სტადიონის წესები, რომლებიც გამოიყენება მატჩისთვის, რომელზე წვდომაც შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://gff.ge/under21/en/terms-and-conditions/
 
ფიზიკური ან ელექტრონული/მობილური ბილეთი, რომელიც მფლობელს ანიჭებს უფლებას დაესწროს შესაბამის მატჩს და დაიკავოს ადგილი შესაბამის სტადიონზე, ისე როგორც ეს მითითებულია თითოეულ ასეთ ბილეთზე.
 
ბილეთის აგენტი შპს “ონლაინ ბილეთები” (LLC “Online Tickets”) რეგისტრირებული ოფისით მისამართზე თბილისი, საქართველო, აბაშიძის ქ. 3 და დღგ 405097915, რომელიც დანიშნულია ბილეთების გამყიდველის მიერ მისი სახელით ბილეთების გასაყიდად.
 
ბილეთის მფლობელი ნებისმიერი პირი, რომელიც რეალურად და კანონიერად ფლობს ბილეთს, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, წარმატებული მყიდველები და მათი სტუმრები (ყოველი კონკრეტული შემთხვევისდა მიხედვით).
 
ბილეთის გამყიდველი სფფ, რომელიც წარმოადგენს მათ მასპინძელ ტერიტორიაზე ჩატარებული მატჩების ბილეთების გამყიდველს.
ტურნირი 2021/2023 უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 8 ივლისამდე, ან სხვა თარიღ(ებ)ში,  უეფას შეტყობინების შესაბამისად. 
 
უეფა ფეხბურთის ევროპული ასოციაციების კავშირი, რომლის ოფისები მდებარეობს მისამართზე Route de Genève 46, 1260 Nyon 2, შვეიცარია.
უეფას ღონისძიებების სპორტული ასოციაცია (UEFA Events SA) UEFA Events SA of Route de Genève 46, 1260 Nyon 2, შვეიცარია, უეფას სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია.
 
უეფას  მხარეები უეფა და უეფას ღონისძიებების სპორტული ასოციაცია (UEFA Events SA). ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, უეფას მხარეებს  არ წარმოადგენს ტურნირის ბილეთების გამყიდველი; ბილეთების გამყიდველი გახლავთ ბილეთების გამყიდველი (ისე როგორც ზემოთ არის განსაზღვრული).
 
ბილეთი ეტლით მოსარგებლე პირებისთვის
ბილეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, რომელიც იყენებს ეტლს სტადიონზე ეტლისთვის გამოყოფილ სივრცეში.

ბ.        ბილეთების გაყიდვა 

3. ყიდვის ზოგადი წესები

3.1. ამ დებულებების და პირობების მიზნებისთვის, ბილეთების გამყიდველი გახლავთ ბილეთების გამყიდველი, ხოლო მასპინძელი ასოციაციები წარმოადგენენ ტურნირის ორგანიზატორს და პასუხისმგებელს მის ჩატარებაზე. უეფა გახლავთ ტურნირზე კომერციული უფლებების მფლობელი.
3.2. ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, მყიდველებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთ(ები) ბილეთების აგენტისგან შემდეგი გზებით და შესყიდვის წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც მყიდველს ეცნობა GFF-ს მიერ.
ა. ონლაინ ბილეთების გაყიდვის პლატფორმის მეშვეობით, რომელიც ღია იქნება 2023 წლის 13 მარტიდან ბილეთების ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე მითითებულ თარიღამდე(-ებამდე).
ბ. საჭიროების შემთხვევაში, სტადიონებზე განთავსებული ბილეთების ოფისებიდან. ყოველგვარი  ეჭვის თავიდან ასაცილებლად, უეფას მხარეები, სფფ და ბილეთების აგენტი არ იძლევიან გარანტიას მასზედ, რომ სტადიონებზე არსებული ბილეთების ოფისები შესთავაზებენ ბილეთების შეძენის შესაძლებლობას.
3.3. ბილეთის შეძენისას მყიდველი ადასტურებს, რომ წაიკითხა, გაიგო და ეთანხმება ამ დებულებებსა და პირობებს და ბილეთების აგენტის დებულებებსა და პირობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ბმულზე https://tkt.ge/terms-conditions?culture=en. ბილეთები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის წარმატებულ მყიდველს მიეწოდება უფასო კომპანიონის ბილეთთან ერთად.
3.4. ბილეთის შეძენის პროცესის დროს განურჩევლად იმისა, ასეთი ბილეთები შეძენილია ონლაინ ბილეთების გაყიდვის პლატფორმიდან თუ სხვა ავტორიზებული შეძენის მეთოდით, მყიდველმა უნდა მიაწოდოს მისი გვარი, სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი. მყიდველი ვალდებულია მიაწოდოს თავისი სტუმრის (სტუმრების) მონაცემები სფფ-ის მოთხოვნით.
3.5. ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ფასთა ისეთ კატეგორიებში, ისეთ პაკეტებში, ისეთ ფასად და ისეთ ადგილებში, როგორებიც იდენტიფიცირებულ იქნება ონლაინ ბილეთების გაყიდვის პლატფორმაზე ან იმისდამიხედვით, როგორც  ეს ეცნობება მყიდველს შეძენის პროცესში (იქნება ონლაინ თუ ბილეთების გაყიდვის ადგილობრივი პუნქტებიდან). ადგილების რუკა, რომელიც მიუთითებს შესაბამისი ფასების კატეგორიებს, გამოჩნდება ონლაინ ბილეთების გაყიდვის პლატფორმაზე. უეფას მხარეები, სფფ და ბილეთების აგენტი არ იძლევიან გარანტიას, რომ მყიდველს ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ბილეთები რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაში ან საერთოდ რომელიმე კატეგორიაში.
3.6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გამოყოფილი შეზღუდული რაოდენობის (ლიმიტირებული) ბილეთები  (ადგილზე განთავსების მარტივი წვდომის ბილეთი ან ეტლის ბილეთი) ხელმისაწვდომი იქნება ტურნირისთვის შესაძენად ბილეთების გამყიდველის ინსტრუქციის შესაბამისად, ისე როგორც ეს ეცნობებათ მყიდველებს ბმულზე:  https://gff.ge/under21/general-info/.
3.7. ბილეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის წარმატებულ მყიდველს გადაეცემა კომპანიონის ბილეთთან ერთად.     
3.8. ბილეთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის  შეიძლება განთავსდეს სტადიონის სხვადასხვა უბანში, მისი განლაგებიდან გამომდინარე.
3.9. მყიდველი, რომელიც ითხოვს ბილეთებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ვალდებულია წარმოადგინოს მოქმედი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შეზღუდულ  შესაძლებლობებს  ბილეთის გამყიდველის ინსტრუქციისა და შემდგომი მოთხოვნების შესაბამისად. 
3.10. თითოეულ მყიდველს შეუძლია შეიძინოს მაქსიმუმ 4 ბილეთი თითოეულ მატჩზე. შესყიდვები, რომლებიც აღემატება [6] ბილეთს თითო მატჩზე დაუშვებელია და უარყოფილი იქნება ან გაუქმდება.  
 

4. ანგარიშსწორება

4.1. ბილეთ(ებ)ის თანხის გადახდა შეიძლება განხორციელდეს ისეთი მეთოდებით, რომლებიც მყიდველთვის მითითებული იქნება ბილეთების აგენტის მიერ.
 
5. შეთავაზების მიღება
 
5.1. ბილეთ(ებ)ის შესაძენად ფორმდება ხელშეკრულება  ბილეთის გამყიდველსა და შესაბამის მყიდველს შორის. (ამ დებულებებისა და პირობების და ბილეთების აგენტის დებულებების და პირობების შესაბამისად) მხოლოდ ბილეთ(ებ)ის წარმატებული გადახდის შემდეგ  მე-4 მუხლის შესაბამისად.
 
 

6. ბილეთების გადანაწილება

6.1. ბილეთები გადანაწილდება მყიდველებზე შემდეგი გზით: 
ა. “Print@home” ელექტრონული ბილეთების მეშვეობით. ელექტრონული ბილეთის სათანადოდ დაბეჭდილი ბეჭდური ასლი ან ასეთი ელექტრონული ბილეთის პრეზენტაცია მობილურ მოწყობილობაზე ფიზიკურად უნდა იყოს წარმოდგენილი ბილეთის თითოეული მფლობელის მიერ სტადიონზე. როდესაც მყიდველს ეცნობება, რომ ბილეთ(ებ)ი იგზავნება „Print@home“ -ზე ელექტრონული ბილეთების მეშვეობით, მყიდველის პასუხისმგებლობაა ასეთი ელექტრონული ბილეთების ამობეჭდვა ან ასეთი ელექტრონული ბილეთების ჩვენება სტადიონის მობილურ მოწყობილობაზე.  უეფა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და TKT.GE-ი  არ არიან ვალდებულნი დაბეჭდონ ასეთი ელექტრონული ბილეთ(ებ)ი მყიდველისთვის ან/და ბილეთის მფლობელისთვის ან უზრუნველყონ ნებისმიერი ალტერნატიული ქაღალდის ბილეთის(ები) ამობეჭდვა; ან
ბ. დაუყოვნებლივ, თუ შეძენილია 3.2.ბ მუხლში მითითებულ ფიზიკურ  პირებთა ბილეთების ოფისებში;
6.2. დეფექტური Print@home ელექტრონული ბილეთ(ებ)ი, როგორიცაა, მაგალითად, გაუგებრად ამობეჭდილი ან ბილეთის ნაბეჭდი უბნის რომელიმე ნაწილის გამოტოვება, უარყოფილ იქნება სტადიონის შესასვლელთან. უეფას მხარეები, სფფ და ბილეთების აგენტი არ იქნებიან პასუხისმგებელნი დეფექტურ, დაკარგულ ან მოპარულ ბილეთ(ებ)ზე და არ იღებენ ვალდებულებას ხელახლა დაბეჭდონ ან უკან დაიბრუნონ ნებისმიერი ასეთი ბილეთი.
6.3. დეფექტური ბილეთის(ები) თაობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ბილეთები გაუგებარი მონაცემებით ან გამორჩენილი ადგილები, ან მყიდველისთვის მიტანის დროს დაზიანებული ბილეთ(ებ)ი , უნდა ეცნობოს ბილეთების აგენტს ბილეთების მიღებიდან სამი (3) დღის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ბილეთ(ებ)ი დაუყოვნებლივ დაურიგდა მყიდველს, ამ შემთხვევაში მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბილეთების აგენტს). დეფექტური ბილეთ(ებ)ი შეიცვლება უფასოდ, იმ პირობით, თუ თავდაპირველი დეფექტური ბილეთ(ები) უკან დაუბრუნდება/ჩაბარდება ბილეთების აგენტს თავდაპირველ მდგომარეობაში.  უეფას მხარეები, სფფ და ბილეთების აგენტი არ არიან პასუხისმგებელი დაკარგულ, მოპარულ, დაზიანებულ ან განადგურებულ ბილეთ(ებ)ზე წარმატებული მყიდველისთვის მიწოდების შემდეგ. კერძოდ, უეფას მხარეები, სფფ და ბილეთების აგენტი არ არიან პასუხისმგებელი ბილეთ(ებ)ის დაბრუნებაზე ან ბილეთ(ებ)ის ხელახლა დაბეჭდვაზე.  
6.4. ბილეთები ყოველთვის წარმოადგენს უეფას საკუთრებას.
გ.  ბილეთების გამოყენება
 
7. ბილეთის (ებ) ის აკრძალული გამოყენება
 
7.1. გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც  პირდაპირ ნებადართულია 7.2 მუხლში, მკაცრად აკრძალულია ბილეთ(ებ)ის ნებისმიერი ხელახალი გაყიდვა, გადაცემა, შეთავაზება ან ბილეთ(ებ)ის რეკლამირება ხელახლა გასაყიდად ან გადასაცემად, იქნება ეს უსასყიდლოდ თუ განსახილველად.  
7.2. მყიდველს უფლება აქვს გადასცეს ბილეთები თავის სტუმრ(ებ)ს იმ პირობით, თუ (ერთობლივად): 
ა. ბილეთები მათი პირადი სარგებლობისთვისაა; 
ბ. ასეთი  ნებადართულ გადაცემის დროს  არ მოხდება ბილეთის არანაირი ნომინალურ ღირებულების გადახდევინება; და
გ. სტუმრები, მყიდველისგან ბილეთების გადაცემის მიღებაზე თანხმობით, დასთანხმდებიან დაექვემდებარონ ამ დებულებებს და პირობებს.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის მფლობელი (რომელიც, ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილების მიზნით, გულისხმობს მყიდველს და ნებისმიერ სტუმარს) ვერ ესწრება მატჩს, ასეთ მყიდველს არ აქვს უფლება უკან დაიბრუნოს ამ ბილეთზე გადახდილი თანხა, მაგრამ უფლება აქვს გადასცეს ასეთი ბილეთი მეგობარს ან ოჯახის წევრს (რომელიც, თავის მხრივ გახდება სტუმარი ამ დებულებებისა და პირობების მიზნებისთვის), იმ პირობით, რომ ასეთი გადაცემა განხორციელდება 7.1 და 7.2 მუხლების დაცვით და მათ შესაბამისად, და თუ სფფ-ს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ასეთი პირის პერსონალური მონაცემები მოწოდებული იქნება იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც მყიდველს ეცნობება სფფ-ს მიერ. 
7.4. ბილეთი (-ები) არ უნდა იყოს:
ა. გამოყენებული ნებისმიერი პოპულარიზაციისთვის, რეკლამისთვის, სახსრების მოზიდვის, აუქციონის, გათამაშების ან სხვა მსგავსი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის;
ბ. გამოყენებული პრიზად (ან პრიზის ნაწილად) ნებისმიერ კონკურსში, შეჯიბრში, (სარეკლამო) აზარტულ თამაშში, ლატარიაში ან გათამაშებაში;
გ. კომბინირებულად და გაყიდული, როგორც საქონლის ან მომსახურების ნებისმიერი პაკეტის ნაწილად; ან
დ. კომბინირებულად და გაყიდული, როგორც ნებისმიერი სამოგზაურო ან სასტუმროს პაკეტის ნაწილად (მაგალითად, ფრენების, სასტუმროების და ბილეთ(ებ)ის კომბინაციად).
7.5. ბილეთების მფლობელებმა არ უნდა:
ა. გაუშვან უეფას მხარეებთან, მატჩ(ებ)თან ან ტურნირთან დაკავშირებული ნებისმიერი რეკლამა ან აქცია;
 ბ. რეკლამა, პოპულარიზაცია, გაცემა, გავრცელება, გაყიდვა ან გასაყიდად შეთავაზება ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების სტადიონის ნებისმიერი ნაწილიდან ან ღია კომერციული შეტყობინებების ჩვენების გზით, ტანსაცმელზე ან სტადიონზე შემოტანილ ნივთებზე; ან
 გ. გამოიყენონ ნებისმიერი მარკეტინგული ან სარეკლამო შესაძლებლობები ბილეთ(ებ)თან დაკავშირებით.
      ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ბილეთის ნებისმიერი მფლობელის მხრიდან იკრძალება სტადიონზე ნებისმიერი ბრენდინგი, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული სარეკლამო ან მარკეტინგული მიზნებისთვის.
7.6. ამ დებულებებისა და პირობების მე-7 მუხლის ან/და მე-12 მუხლის დარღვევით შეძენილი ან გამოყენებული  ბილეთ(ებ)ი, ჩაითვლება ბათილად და ნებისმიერი პირი, რომელიც შეეცდება ასეთი ბილეთ(ებ)ის გამოყენებას, ჩაითვლება დამრღვევად და მას აეკრძალება სტადიონზე შესვლა ან მოხდება მისი სტადიონიდან გამოყვანა ბილეთის თანხის უკან დაბრუნების  უფლებაზე აკრძალვით და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შემდგომ სამართლებრივ ქმედებას. ბილეთ(ებ)ის ნებისმიერი უნებართვო გაყიდვა ან გადაცემა ეცნობება პოლიციას.
7.7. წინამდებარე წესებისა და პირობების, ნებისმიერი მოქმედი კანონის ან/და ნებისმიერი რეგულაციის ნებისმიერი დარღვევა ანიჭებს უეფას მხარეებს ან/და სფფ-ს უფლებას მასზედ, რომ გააუქმოს და ბათილად სცნოს ბილეთი და ნებისმიერი სხვა ბილეთი, რომელიც შეიძინა მყიდველმა ამავე ან სხვა მატჩისთვის საქართველოში, ბილეთის თანხის უკან დაბრუნების უფლების გარეშე.
 
8. სტადიონზე შესვლა
 
8.1. სტადიონზე წვდომა დაიშვება ისეთ საათებში, რომლებიც გამოქვეყნებულია უეფას ვებსაიტზე: www.uefa.com/U21tickets.  
8.2. სტადიონზე შესვლა უნდა:
ა. ექვემდებარებოდეს და შეესაბამებოდეს: 
i. მოცემულ დებულებებსა და პირობებს; 
ii. სტადიონის წესებს;
iii. ადგილზე მოქმედ ნებისმიერ სანიტარულ  ზომებს ან პოლიტიკას;
iv. ყველა მოქმედ  კანონს (კანონმდებლობით თუ სხვაგვარად და მათ შორის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნების და COVID-19-ის ნებისმიერი სანიტარიული ზომების კონტექსტში), რომელიც არეგულირებს სტადიონზე წვდომას ან მასზე ყოფნას, მატჩზე დასწრებას, ბილეთების გამოყენებას, ზოგადი უსაფრთხოების სერთიფიკატს და ნებისმიერ  სპეციალურ  უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომელიც ვრცელდება სტადიონზე გაცემულს ნებისმიერი იმ ორგანოს მიერ, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ან უფლებამოსილება მატჩის სტადიონზე გამართვასთან დაკავშირებით; და
ა. ნებადართული მოქმედი ბილეთის წარდგენისას თითო ადამიანზე (განურჩევლად ასაკისა) და მოთხოვნის შემთხვევაში მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა  ფოტოსურათით  და ხელმოწერით (პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა)
8.3. ბილეთების მფლობელები, რომლებიც დატოვებენ სტადიონს ხელახლა აღარ დაიშვებიან.
 
9. ყოფაქცევა სტადიონზე
 
9.1. უსაფრთხოებისა და უშიშროების  მიზნებისთვის, მატჩზე დამსწრე ყველა პირი, როცა ამას მოითხოვენ სტიუარდები, უსაფრთხოების პერსონალი ან/და ნებისმიერი სხვა კანონიერი უფლებამოსილი პირი, რომელიც წარმოადგენს მატჩის ორგანიზატორს, ვალდებულია, რომ:
ა. წარმოადგინოს მოქმედი ბილეთი მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად  ფოტოსურათით და ხელმოწერით (პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა); 
ბ. გაიაროს ინსპექტირება, სხეულის შემოწმება და დათვალიერება – მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით – იმის უზრუნველსაყოფად, რომ  მათ არ აქვთ საშიში, აკრძალული ან არასანქცირებული ნივთები.   უსაფრთხოების პერსონალს, სტიუარდს ან პოლიციას უფლება აქვს  გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და მათი ნივთები; და
გ. შეასრულოს ყველა ის ინსტრუქცია და მითითება, რომელიც გაცემული იქნება  უსაფრთხოების პერსონალის, სტიუარდების ან/და პოლიციის ან/და სტადიონზე სათანადოდ უფლებამოსილი სხვა პირების მიერ; 
დ. დაიცვას სტადიონზე არსებული ყველა სახის სანიტარიული ზომა და პოლიტიკა და მიჰყვეს უსაფრთხოების პერსონალის, სტიუარდების ან/და პოლიციის ან/და სტადიონზე მყოფი სხვა სათანადოდ უფლებამოსილი პირების ნებისმიერ და ყველა მითითებას სანიტარიულ და ჰიგიენურ ზომებთან დაკავშირებით; და
ე. დაექვემდებაროს დამატებით უსაფრთხოების  კონტროლს სტადიონის შიგნით, ყოველი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.
9.2. სტადიონის შიგნით კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური (დაკავშირებული მამაკაცებთან ან ქალებთან), რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა უკანონო/აკრძალული მესიჯების, განსაკუთრებით დისკრიმინაციული პროპაგანდისტული მესიჯების გამოხატვა, გავრცელება  ანდა ასეთი მასალების ფლობა.
9.3. სტადიონის წესები შეიცავს აკრძალული ნივთებისა და ქცევის დეტალურ ჩამონათვალს და თითოეული ბილეთის  მფლობელი სრულად უნდა დაემოერჩილოს  მასში არსებულ ნებისმიერ შეზღუდვას. ამ დებულებების და პირობების ან/და სტადიონის წესების შემოკლებული ვერსიები, ან მარტივი ნიშნები, რომლებიც ასახავს აკრძალულ ნივთებს ან ყოფაქცევას, შეიძლება ასევე იყოს დატანილი იქნას ბილეთზე და ეს სრულად უნდა იქნას დაცული ბილეთის მფლობელის მიერ. 
9.4. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სტადიონის შიგნით კატეგორიულად აკრძალულია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს გაკეთება:
ა. იმ ტერიტორიების დაკავება ან წვდომა, რომლებიც დახურულია საზოგადოებისთვის ან რომლებზე წვდომაც არაავტორიზებულია ბილეთის მფლობელისთვის  მის მფლობელობაში არსებული შესაბამისი კატეგორიის ბილეთის  შესაბამისად;
 ბ.  სატრანსპორტო მოძრაობის ადგილებში მოძრაობის  შეზღუდვა ან გადაადგილება, საფეხმავლო ბილიკებსა და საავტომობილო გზებზე, ვიზიტორთა უბნებში შესასვლელებსა და გასასვლელებში და საავარიო გასასვლელებში; ან/და
 გ. სხვა ისეთ ყოფაქცევაში ჩართულობა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნებისმიერ ადამიანს სტადიონზე.
9.5. მატჩში მონაწილე გუნდების მხარდამჭერები და გულშემატკივრები (ფანები) არ შეიძლება განცალკევდნენ სტადიონზე და ბილეთის თითოეულ მფლობელს მოეთხოვება პასუხისმგებლობით ყოფაქცევა და უეფას მხარეების, სფფ-ის ან/და სტადიონის მფლობელის მიერ მოწოდებული უსაფრთხოებისა და უშიშროების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად მოქცევა.
 
10. ხმოვანი და გამოსახულების ჩანაწერები
 
10.1. ბილეთების მფლობელები, რომლებიც ესწრებიან მატჩს სტადიონზე, აცნობიერებენ, რომ მათ შეიძლება გადაუღონ ფოტო, ან ვიდეო ან გადაიღონ უეფას მხარეებმა, სფფ-მ ან/და სტადიონის მფლობელმა ან/და მათ მიერ დანიშნულმა ნებისმიერმა მესამე მხარემ, რომელსაც გააჩნია ამის უფლება. მასპინძელი ტერიტორიის მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული მაქსიმალური პირობით, და მან უნდა განახორციელოს ბილეთის მფლობელის ხმის, სურათის და მსგავსი საშუალების  პირდაპირ ეთერში გონივრული  გამოყენება,  მაუწყებლობა, გამოქვეყნება და ლიცენზირება, ფულის გადახდის ან სხვა სახის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, ან ჩაწერილი ვიდეო ან/და აუდიო მასალის ან ჩანაწერის, ფოტოების ან სხვა მიმდინარე ან/და მომავალი მედია ტექნოლოგიების ჩვენება, მაუწყებლობა ან სხვა სახის გადაცემა.
10.2. ბილეთების მფლობელებმა არ უნდა შეაგროვონ, გადაიღონ, ჩაიწერონ ან/და გადასცენ სტადიონის ან მატჩიდან რაიმე ხმოვანი, სურათის ან/და აღწერილობა (ისევე როგორც მატჩის ნებისმიერი შედეგის ან/და სტატისტიკის) გარდა მათი ექსკლუზიური, პირადი და შიდა გამოყენებისათვის (რომელიც, ყოველგვარი ეჭვების თავიდან ასაცილებლად და მხოლოდ მაგალითის სახით, არ უნდა შეიცავდეს სტადიონიდან რაიმე ხმის, გამოსახულების ან/და აღწერილობის ჩაწერას ან/და გადაცემას კომერციული მიზნებისთვის). კატეგორიულად აკრძალულია მატჩიდან ნებისმიერი ხმის, სურათის, გამოსახულების, მონაცემების, აღწერილობის, შედეგის ან/და სტატისტიკის მთლიანად ან ნაწილობრივ გავრცელება ინტერნეტში, რადიოში, ტელევიზიაში ან სხვა მიმდინარე ან/და სამომავლო მედია საშუალებაში  და ნებისმიერი  სხვა იმ პირისთვის (პირებისთვის) დახმარება, რომლებიც ახორციელებენ ასეთ საქმიანობას. საავტორო უფლება, მონაცემთა ბაზის უფლებები და ნებისმიერი სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება ნებისმიერი არაავტორიზებული ჩანაწერის ან გადაცემის თაობაზე ამ პუნქტის შესაბამისად ენიჭება (მომავალი უფლებების ამჟამინდელი მინიჭების გზით) უეფას. ბილეთის მფლობელი ასევე თანახმაა (უეფას მხარეების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში) დაუყონებლივ შეასრულოს ყველა ქმედება და გააკეთოს ყოველივე, რაც აუცილებელი იქნება ამ უფლებების, ტიტულის და ასეთ უფლებებთან მიმართებაში უეფას ინსტერესის დასაცავად აბსოლუტურად და ყოველგვარი ვალდებულებებისა და სხვა გადასახადების დაკისრების გარეშე 
დ.     დასკვნითი დებულებები
 
11. ვალდებულება
 
11.1. იმ შემთხვევაში, თუ უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი დაარღვევენ თავიანთ ვალდებულებებს (ამ დებულებებითა და პირობებით ან სხვაგვარად გათვალისწინებულს), უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი პასუხისმგებელნი იქნებიან მხოლოდ ისეთ ზარალზე ან ბილეთის მფლობელისთვის  მიყენებულ ზიანზე, რომელიც გონივრულად განჭვრეტადი იყო დარღვევის შედეგად.  უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებლები რაიმე ზიანსა ან ზარალზე, რომელიც არ არის გონივრულად განჭვრეტადი ან გათვალისწინებული იმ მომენტში, როდესაც მყიდველი აფორმებს ხელშეკრულებას ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად.
11.2. 11.1-ლი მუხლისა და 11.5 მუხლის მიუხედავად, უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებელნი საქმიანობის შედეგად მიღებულ ზარალზე და უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებელნი ნებისმიერი ბილეთის მფლობელის წინაშე მოგების, საქმიანობის ზარალის, ბიზნესის შეწყვეტის, ან ბიზნეს შესაძლებლობის ზარალის გამო. 
11.3. 11.5-ე მუხლის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში, კანონით ნებადართული მაქსიმალური ზომით, უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი გამორიცხავენ ნებისმიერ პასუხისმგებლობას ბილეთის მფლობელის ან/და მისი ქონების ზარალის, დაზიანების გამო მათ შორის (მაგრამ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე) ნებისმიერი  არაპირდაპირი  ან თანმიმდევრული ზარალის ან დაზიანების გამო, მათ შორის (მაგრამ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე) გართობის ან მოგზაურობის ან საცხოვრებელი ხარჯების ზარალის გამო, განურჩევლად იმისა, ზარალი ან დაზიანება: (ა) წარმოიქმნა მოვლენების ჩვეულებრივი მიმდინარეობის დროს; (ბ) გონივრულად განჭვრეტადი იყო; ან (გ) განჭვრედადი იყო მხარეთა მიერ, თუ სხვაგვარად.
11.4. 11.5-ე მუხლის მიხედვით, უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი არ არიან პასუხისმგებელი მატჩის ნახვის დროს შეფერხებებზე ან/და შეზღუდვებზე, რომლებიც გამოწვეული იქნება (i) ადგილის პოზიციით ან/და (ii) ) მაყურებლების  სხვა ქმედებებით.
11.5. ამ დებულებებისა და პირობების ნებისმიერი დებულების მიუხედავად, უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი არ შეეცდებიან გამორიცხონ ან შეზღუდონ  მათი პასუხისმგებლობა შემდეგზე: 
(ა) თაღლითობისთვის ან თაღლითური არასწორი წარმოდგენისთვის;
 (ბ) უეფას მხარეების, სფფ-ის ან/და სტადიონის მფლობელის დაუდევრობით ან მათი რომელიმე ოფიცრის, თანამშრომლის ან აგენტის დაუდევრობით გამოწვეული გარდაცვალების  ან პირადი დაზიანებისათვის; ან
 (გ) ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც კანონით შეუძლებელია პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა.
11.6. ამ დებულებებსა და პირობებში მოცემული ან ნაგულისხმევი შინაარსი არ იმოქმედებს ბილეთის მფლობელის კანონიერ უფლებებზე.
 
12. უნებართვო მაყურებლები
 
12.1. ბილეთის მფლობელებს უფლება აქვთ დაესწრონ შესაბამის მატჩს იმ პირობით, თუ:
ა. ისინი არ არიან გამორიცხული პირები; 
ბ. ბილეთი აღებულია ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად;
 გ. ისინი აკმაყოფილებენ შესვლის ნებისმიერ მოთხოვნას ან/და დამტკიცებებს (მათ შორის, ნებისმიერ  ეპიდემიოლოგიურ  დამტკიცებებს, საჭიროების შემთხვევაში) COVID-19-ის კონტექსტში, ისე როგორც მათ აცნობეს უეფას მხარეებმა, სფფ-მ ან/და ბილეთების აგენტმა.
დ. საჭიროებისამებრ, მათ მიიღეს მოქმედი ვიზა შესაბამისი მასპინძელი ტერიტორიიდან; და
          როდესაც ბილეთის მფლობელი მიემგზავრება შესაბამის მასპინძელ ტერიტორიაზე, ის  ასრულებს ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ამ მასპინძელ ტერიტორიაზე შესვლის შესახებ (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი მოგზაურობისა და შესვლის მოთხოვნებს, რომლებიც დაწესებულია მოქმედი კანონებით ან/და სხვაგვარად COVID 19-ის კონტექსტში)
ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, უეფას მხარეები, სფფ, ბილეთების აგენტი ან/და შესაბამისი სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებელნი  ბილეთის მფლობელის მიერ მიღებულ  ზარალზე ან ზიანზე, თუ ის  არ შეასრულებსამ 12.1 მუხლის დებულებებს და/ ან საჭიროების შემთხვევაში ვერ მოიპოვებს საჭირო დოკუმენტებს. 
12.2. მოცემული მე-12 მუხლის მიზნებისათვის „გამორიცხული პირი“ ნიშნავს:
ა. ნებისმიერ პირს, რომელსაც სფფ-ის მიერ აეკრძალა ეროვნული საფეხბურთო გუნდის ფანკლუბის წევრობა (ან აეკრძალა ნებისმიერი ექვივალენტური ოფიციალური მხარდამჭერთა კლუბი ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მსოფლიოს ნებისმიერ იურისდიქციაში); 
ბ. ნებისმიერი პირი, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციულ ან სასამართლო საფეხბურთო აკრძალვას შესაბამისი მასპინძელი ტერიტორიის კანონებით;
გ.  ნებისმიერ პირს, რომელსაც უეფას, ფიფას, ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ან სხვაგვარად აეკრძალა ასოციაციის საფეხბურთო მატჩზე მოგზაურობა ან დასწრება; 
დ. ნებისმიერ პირს, რომელსაც უეფას, სფფ-ს ან/და სტადიონის მფლობელის მიერ აეკრძალა სტადიონზე გამართულ ღონისძიებებზე დასწრება;
 ე. პირს, რომელიც მატჩის მონაწილე გუნდების მიერ მიჩნეულია პირად, რომელსაც ბილეთები არ უნდა გამოეყოს  (მათ შორის, შეუზღუდავად, პირებს, რომლებსაც შესაბამისმა მონაწილე გუნდებმა გამოუცხადეს სტადიონზე აკრძალვის შესახებ); და
ვ. ნებისმიერ პირს, რომელმაც დაარღვია ან არღვევს წინამდებარე დებულებებსა და პირობებს.
 
13. კონფიდენციალურობა
 
13.1. ბილეთების შეძენით, იქნება ეს ბილეთების ონლაინ გაყიდვის პლატფორმიდან თუ სხვა შეძენის მეთოდით, მყიდველი: 
ა. აღიარებს და ეთანხმება, რომ ბილეთის შეძენის პროცესში მოწოდებული პერსონალური მონაცემები და მათი სტუმრების პერსონალური მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია წინამდებარე დებულებებისა და პირობების და ბილეთების აგენტის დებულებებისა და პირობების შესაბამისად, შეიტანება მონაცემთა ბაზაში, რომელიც ეკუთვნის შესაბამის მასპინძელი ასოციაციას ტურნირისა ან/და მატჩის ორგანიზებისა და წარმართვის მიზნებისთვის (კერძოდ, ბილეთების გაყიდვასთან ან/და უსაფრთხოებისა და უშიშროების ნებისმიერ შესაბამის ზომასთან დაკავშირებით) და 
ბ.  გარანტიას იძლევა, რომ მათ მიიღეს სტუმრ(ებ)ის თანხმობა მათი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით  ზემოაქღნიშნულ ა პუნქტში მითითებული მიზნებისათვის.
13.2. მყიდველი აღიარებს, რომ სფფ-ს შეუძლია გადასცეს მყიდველის პერსონალური მონაცემები და მათი სტუმრების პერსონალური ინფორმაცია უეფას მხარეებს, ბილეთების აგენტს ან/და სტადიონის მფლობელს (და მათ აგენტებს), ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის. 
13.3. ბილეთის შეძენის პროცესში მყიდველის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები ინახება და მუშავდება ბილეთების აგენტის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ეს პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ : https://tkt.ge/terms-conditions?culture=en.
13.4. ბილეთის შეძენის პროცესში თავიანთი პირადი ინფორმაციის მიწოდებით, თითოეული მყიდველი აღიარებს და თანახმაა და უნდა უზრუნველყოს, რომ მათი სტუმარიც(ები) აღიარებს და ეთანხმება, და რომ გაიგო, დასთანხმდა  და შეასრულებს ამ მე-13 მუხლის მოთხოვნებს.
 
14. გაუთვალისწინებელი გარემოებები
14.1. უეფა, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი, იტოვებენ უფლებას შეცვალონ ნებისმიერი მატჩის ან/და ტურნირის დრო, თარიღი და ადგილი გაუთვალისწინებელი საგანგებო გარემოებების გამო: ფორსმაჟორული, უსაფრთხოების ან/და უშიშროების მიზეზების ან ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, COVID-19-ის კონტექსტში), რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ სტადიონზე ჩატარებულ ნებისმიერ მატჩზე ან/და ტურნირზე. 
14.2. ნებისმიერი მატჩის ან/და ტურნირის გაუქმების, უარის, გადადების ან განმეორების შემთხვევაში, ან ადგილის შეცვლის, სტადიონის ტევადობის შემცირების ან შესაბამისი მატჩის დახურულ კარს მიღმა გატარების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იქნება დაემორჩილოს ბილეთების გამყიდველის მიერ დამტკიცებული თანხის დაბრუნების პოლიტიკას.  
14.3. ზემოაღნიშნულისა და მე-11 მუხლის მიხედვით, უეფას მხარეებს, სფფ ან/და სტადიონის მფლობელს არ დაეკისრებათ არანაირი პასუხისმგებლობა ბილეთის მფლობელის წინაშე ასეთი გაუქმების, უარის, გადადების, გამეორების, სტადიონის ტევადობის შემცირების, ადგილის შეცვლის გამო, მატჩის დახურულ კარს მიღმა თამაშის ან სხვა მარცხის ან ხარვეზის შემთხვევაში ნებისმიერი მატჩის ან/და ტურნირის ჩატარებისას.
 
15. დებულებათა ავტონომიურობა და ცვლილება 
 
15.1. დებულებებში  და პირობებში რაიმე ცვლილების შემთხვევაში (თუ ეს საჭიროა ტურნირის სათანადო და უსაფრთხო ჩატარების უზრუნველსაყოფად), ბილეთების აგენტი აცნობებს მყიდველებს ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ და მყიდველებს ექნებათ არჩევანი, დაეთანხმონ ასეთ არსებით ცვლილებებს ან გააუქმონ თავიანთი განცხადება ან გამოვიდნენ ბილეთების გამყიდველთან დადებული ხელშეკრულებიდან. 
15.2. თუ დებულებებისა და პირობების რომელიმე დებულება  გამოცხადებულ იქნება ბათილად, უმოქმედოდ, უკანონოდ ან არააღრულებადად რომელიმე კომპეტენტური, სასამართლო, ან  ორგანოს მიერ:
ა. დებულებები და პირობების დარჩენილი ნაწილი ძალაში რჩება, ისე თითქოს ასეთი ბათილი, უმოქმედო, უკანონო ან არააღსრულებადი დებულება(ებ) არც ყოფილიყო ჩართული; და 
 
ბ. საჭიროების შემთხვევაში ან/და თუ ეს ნებადართული იქნება მოქმედი კანონმდებლობით, ბათილი დებულება შეიცვლება  ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოა ასეთი ბათილი დებულების ეკონომიკურ მიზანთან.
 
16. ოფიციალური ტექსტი (ავთენტური ტექსტი)
 
16.1. დებულებები და პირობები შედგენილია ინგლისურ ენაზე და ითარგმნა ქართულ ენაზე. ინგლისურ და ნათარგმნ  ვერსიებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას. 
 
17. ზოგადი წესები
 
17.1. მყიდველი აცხადებს თანხმობას ამ დებულებებსა და პირობებზე თავის საკუთარი და მათი სტუმრის სახელით (ანუ მყიდველი უნდა დარწმუნდეს, რომ მის სტუმარს  ესმის, ეთანხმება და რომ იგი შეესაბამება დებულებებსა და პირობებს). თუ სტუმარი 18 წლამდე ასაკის პირია, თითოეული მყიდველი ადასტურებს, რომ მან მიიღო სათანადო თანხმობა ამ დებულებებთან და პირობებთან დაკავშირებით სტუმრის შესაბამისი მშობლის ან მეურვისგან შესაბამისი მასპინძელი ტერიტორიის მოქმედი კანონების შესაბამისად.
17.2. ეს დებულებები და პირობები და ბილეთების აგენტის დებულებები და პირობები წარმოადგენს მხარეებს შორის არსებულ მთლიან ხელშეკრულებას და არც ერთ მხარეს არ  გააჩნია  რაიმე პრეტენზია ან სამართლებრივი დაცვის საშუალება მეორე მხარის მიერ ან მისი სახელით გაკეთებულ განცხადებასთან, წარმომადგენლობასთან, გარანტიასთან ან ვალდებულებასთან, ამ დებულებებთან და პირობებთან ან ბილეთების აგენტის დებულებებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე დებულებებში და პირობებში ან ბილეთების აგენტის დებულებებსა და პირობებში.  ამ დებულებებსა და პირობებს და ბილეთების აგენტის დებულებებსა და პირობებს შორის ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე დებულებებსა და პირობებს.
17.3. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს იმთავითვე გამორიცხულია ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს კანონები დაარეგულირებენ ამ დებულებებსა და პირობებს. მხარეები თანხმდებიან, რომ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც  არ არის გამორიცხული ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სასამართლოებს  გააჩნიათ ექსკლუზიური იურისდიქცია, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც წარმატებული მყიდველი ჩაითვლება მომხმარებელად ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის მიზნებისათვის, და ნებისმიერი სამართალწარმოება, რომელიც წარმოიქმნება ამ დებულებებთან და პირობებთან დაკავშირებით, შეიძლება ასევე წარიმართოს ასეთი წარმატებული მყიდველის საცხოვრებელი ადგილის სასამართლოში.
 
ა.        შესავალი
 
1. გამოყენების სფერო
ჯგუფური ბილეთების გაყიდვების გავრცელების ქვემოთმოცემული დებულებები და პირობები უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 2021/2023 წლების ფინალური ტურნირისთვის (“დებულებები და პირობები”) შემუშავებულია უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 2021/2023 წლების ბილეთების შეძენის, განაწილებისა და გამოყენების სამართლიანი, სწორი და ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად უეფას ჯგუფურ გაყიდვებში. ასეთი ბილეთების შეძენა, განაწილება და გამოყენება ექვემდებარება შემდეგ დებულებებსა და პირობებს და ნებისმიერ სხვა მოქმედ კანონებს ან რეგულაციებს (ისე, როგორც ეს ქვემოთ მოცემულია „მოქმედ  კანონებსა“ და „რეგულაციებში“), რომელიც ეხება სტადიონ(ებ)ზე წვდომას და მათ გამოყენებას (ქვემოთ განსაზღვრულის შესაბამისად).
 
2. განმარტებები
მოქმედი კანონები ყველა კანონი, წესდება, საერთო კანონი, რეგულაციები, განკარგულებები, კოდექსი, წესები, სახელმძღვანელო მითითებები, ბრძანებები, ნებართვები, ტარიფები და დამტკიცებები, მათ შორის ისეთები, რომლებიც ეხება გარემოს, ჯანდაცვას და უსაფრთხოებას ან სანიტარიულ ზომებს COVID-19-ის კონტექსტში, ნებისმიერ სამთავრობო ან ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემულს, რომელიც გამოიყენება მყიდველთან, ბილეთის მფლობელთან და/ან სტუმართან, ან ამ დებულებების და პირობების საგანთან მიმართებაში.
აპლიკანტი ფიზიკური პირი ან ორგანო, რომელიც ითხოვს ტურნირის ბილეთებს წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
მასპინძელი ასოციაცია (ებ) ი ქვემოთმოცემული ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ მასპინძელ ტერიტორიაზე გამართული მატჩების ორგანიზებასა და ჩატარებაზე:
ა) საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგისტრირებული მისამართით, ჭავჭავაძის გამზ. 76ა 0179 თბილისი, საქართველო (“სფფ”); და 
ბ) რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია, თავისი რეგისტრირებული ოფისით Strada Vasile Şerbănică 12, Sector 2, Bucureşti, რუმინეთი.
ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, მასპინძელი ასოციაციები ითვლება მატჩებისა და ტურნირების „ორგანიზატორად“ რომელიც მოქმედია კანონმდებლობის შესაბამისად.
მასპინძელი ტერიტორია საქართველო და რუმინეთი
მატჩი (ები) ტურნირის შემადგენლობაში მოთამაშე ნებისმიერი ოფიციალური მატჩი. 
შეტყობინება ბილეთის გამყიდველის და/ან აპლიკანტის შეთავაზებაზე უეფას მხარეების  მიერ ელექტრონული ფოსტით მიღების შესახებ შეტყობინება მასზედ, რომ შეიძინონ და/ან გამოეყოთ ბილეთები, ასეთი ბილეთ(ებ)ის გამოყოფის დადასტურებით, რომელიც მითითებული იქნება  შეტყობინებით გამოგზავნილი ბილეთების გამყიდველის და/ან უეფას მხარეების მიერ (ბილეთების გამყიდველის სახელით) აპლიკანტის მიერ მოთხოვნაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
შესყიდვის (შეძენის)  ფასი განმცხადებლის მიერ შერჩეული ბილეთ(ებ)ის შესყიდვის მთლიანი ფასი, მიწოდების/მიტანის საფასურის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ყველა შესაბამისი გადასახადები.
ბილეთის უკან დაბრუნების პოლიტიკა გაყიდული ბილეთების თანხის დაბრუნების პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება დროდადრო, რომელიც ხელმისაწვდომია სფფ-ის და ბილეთების აგენტის ვებსაიტზე www.gff.ge/under21 და www.tkt.ge
რეგულაციები ნიშნავს,ყოველგვარი  შეზღუდვის გარეშე, შემდეგ  პირობებს:
-სტადიონის წესები; და/ან
-უეფას და მასპინძელი ასოციაციის წესდება და რეგულაციები, რომლებიც გამოიყენება ტურნირისთვის ან/და მატჩისთვის.
მოთხოვნა განმცხადებლის მოთხოვნა, ბილეთების გამყიდველის და/ან უეფას მხარეების მიერ მოთხოვნილი ფორმატით, ბილეთ(ებ)თან დაკავშირებით.
სტადიონი შესაბამისი სტადიონის მთელი შენობა, სადაც ტარდება შესაბამისი მატჩი და ნებისმიერი სხვა ტერიტორია, რომელიც საჭიროებს ბილეთს (ან სხვა დაშვების მოწყობილობას, თუ ეს შესაძლებელია) წვდომის მოსაპოვბელად.
სტადიონის მფლობელი შესაბამისი სტადიონის მფლობელი და ასეთი სტადიონის ნებისმიერი ოპერატორი ან მოიჯარე.  
სტადიონის წესები სტადიონის წესები, რომლებიც გამოიყენება მატჩისთვის, რომლის წვდომა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://gff.ge/under21/en/terms-and-conditions/
 
წარმატებული აპლიკანტი ნებისმიერი აპლიკანტი, რომლის მოთხოვნაც მიღებულია ბილეთის გამყიდველის მიერ.
ბილეთი ქაღალდის ან ელექტრონული/მობილური ბილეთი, რომელსაც ფლობს ბილეთის მფლობელი, რომელიც (ამ დებულებებისა და პირობების გათვალისწინებით) ბილეთის მფლობელს ანიჭებს უფლებას დაესწროს შესაბამის მატჩს და დაიკავოს ადგილი შესაბამის სტადიონზე, ისე როგორც ეს მითითებულია თითოეულ ასეთ ბილეთზე.
ბილეთის აგენტი შპს “ონლაინ ბილეთები” LLC ” Online Tickets”) რეგისტრირებული ოფისით თბილისი, საქართველო, აბაშიძის ქ. 3 და დღგ 405097915, რომელიც დანიშნულია ბილეთების გამყიდველის მიერ მისი სახელით ბილეთების გასაყიდად.
ბილეთის მფლობელი ნებისმიერი პირი, რომელიც რეალურად და ლეგიტიმურად ფლობს ბილეთს შესაბამისი წარმატებული აპლიკანტის გამოყოფიდან.
ბილეთის გამყიდველი სფფ, რომელიც წარმოადგენს მათ მასპინძელ ტერიტორიაზე ჩატარებული მატჩების ბილეთების გამყიდველს.
ტურნირი 2021/2023 უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 8 ივლისამდე, ან სხვა თარიღ(ებ)ის მდგომარეობით,  უეფას შეტყობინების შესაბამისად. 
უეფა ფეხბურთის ევროპული ასოციაციების კავშირი, რომლის ოფისები მდებარეობს მისამართზე Route de Genève 46, 1260 Nyon 2, შვეიცარია.
უეფას ღონისძიებების სპორტული ასოციაცია (UEFA Events SA) UEFA Events SA of Route de Genève 46, 1260 Nyon 2, შვეიცარია, უეფას სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია.
 
უეფას  მხარეები უეფა და უეფას ღონისძიებების სპორტული ასოციაცია (UEFA Events SA). ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, უეფას მხარეებს  არ წარმოადგენს ტურნირის ბილეთების გამყიდველი; ბილეთების გამყიდველი არის ბილეთების გამყიდველი (ისე როგორც ზემოთ არის განსაზღვრული).
 
ბ.     ბილეთების გამოყოფა
 
3. ზოგადი დებულებები
 
3.1. ამ დებულებების და პირობების მიზნებისთვის, ბილეთების გამყიდველი გახლავთ ბილეთების გამყიდველი, ხოლო მასპინძელი ასოციაციები წარმოადგენენ ტურნირის ორგანიზატორს და პასუხისმგებელს მის ჩატარებაზე. უეფა გახლავთ ტურნირზე კომერციული უფლებების მფლობელი.
3.2. აპლიკანტებს შეუძლიათ მოითხოვონ ბილეთ(ებ)ი უეფას მხარეების და/ან ბილეთების გამყიდველის ინსტრუქციების შესაბამისად და განმცხადებლებს ეცნობათ განაცხადის ვადების ფარგლებში.
3.3. ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება  ისეთ კატეგორიებში და ისეთ ფასებში როგორც აცნობეს განმცხადებელს უეფას მხარეებმა და/ან ბილეთების გამყიდველმა.  
 
4. ანგარიშსწორება
 
4.1. ბილეთ(ებ)ის გადახდა შეიძლება განხორციელდეს ბილეთის გამყიდველის მიერ აპლიკანტისათვის მითითებული მეთოდებით.
4.2. აპლიკანტის ბანკი გამოიყენებს ვალუტის გაცვლის საკუთარ კურსებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეიძლება დააწესოს დამატებითი საკომისიო ან გადასახადი ბილეთ(ებ)ის გადახდისთვის. აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ შესაბამის გადახდის ბანკს ბილეთების მოთხოვნის გაგზავნამდე, რათა მოითხოვოს ინფორმაცია თავიანთი გადახდის ბანკის გაცვლითი კურსის, გადასახადების ან მოსაკრებლების შესახებ. უეფას მხარეები და ბილეთების გამყიდველი არ არიან პასუხისმგებელი აპლიკანტის გადახდის ბანკის მიერ ბილეთ(ებ)ის გადახდისას დაწესებულ ასეთ გაცვლით კურსებზე, მოსაკრებლებზე ან გადასახდელებზე. 
 
5. შეთავაზების მიღება
 
5.1. ხელშეკრულება ბილეთების გამყიდველსა და წარმატებულ აპლიკანტს შორის ბილეთ(ებ)ის შესაძენად დაიდება (ამ პირობებით) მხოლოდ მას შემდეგ, რაც:
ა. საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნაში მითითებული ბილეთ(ებ)ისთვის გადახდის მე-4 მუხლის შესაბამისად წარმატებით დამუშავების შემდეგ; და 
ბ.    ბილეთების გამყიდველის მიერ აპლიკანტის შეთავაზების მიღებით აპლიკანტისთვის  შეტყობინების გაგზავნის გზით.
5.2. წარმატებულ აპლიკანტებს მოეთხოვებათ განიხილონ თავიანთი შეტყობინებაში არსებული ნებისმიერი უზუსტობა, განსაკუთრებით მათი ბილეთ(ებ)ის რაოდენობასთან, ფასთან და კატეგორიასთან დაკავშირებით. ნებისმიერი უზუსტობა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბილეთების გამყიდველს და/ან უეფას მხარეებს.
 
6. აპლიკანტის მიერ ბილეთების გამოყოფა
 
6.1. თითოეული ბილეთი (მათ შორის შესაბამისი ადგილების ინფორმაცია ბლოკის, რიგისა და ადგილის ნომრის შესახებ) უნდა იყოს დაკავშირებული ბილეთის ინდივიდუალურ მფლობელთან. ბილეთის მფლობელებმა უნდა მიაწოდონ თავიანთი პერსონალური მონაცემები წარმატებულ აპლიკანტს, რომელიც შემდგომში სფფ-ს და/ან უეფას მხარეების მოთხოვნის საფუძველზე გადასცემს სფფ-ს თითოეული ბილეთის მფლობელის სახელს(ებ), გვარს, ელ. ფოსტის მისამართს, პასპორტის/იდენტიფიკაციის ნომერს. წარმატებულმა აპლიკანტმაუნდა უზრუნველყოს, რომ ყველა ასეთი პერსონალური მონაცემი იყოს სწორი და ხელმისაწვდომი და წარმოდგენილ იქნას უეფას მხარეების, სფფ-ის და/ან შესაბამისი ორგანოების ინსტრუქციების შესაბამისად მატჩის უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით.
6.2. წარმატებულმა აპლიკანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბილეთის მფლობელის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და გადაცემა 6.1 მუხლის მიხედვით განხორციელდეს წარმატებული აპლიკანტისმოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის ბილეთის მფლობელებისგან ნებისმიერი საჭირო თანხმობის მიღებასთან დაკავშირებით.
6.3. წარმატებულმა აპლიკანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბილეთის მფლობელები შეასრულებენ წინამდებარე წესებსა და პირობებს. ბილეთის მფლობელებს ბილეთები დაურიგდებათ  იმ წესების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია და ამის შესახებ წარმატებული აპლიკანტის მიერ ბილეთის მფლობელებს ეცნობებათ. უეფას მხარეები, სფფ და/ან ბილეთების აგენტი არ არიან პასუხისმგებელი წარმატებული განმცხადებლის მიერ განხორციელებული განაწილების პროცესის შედეგად წარმოშობილ პრობლემებზე ან მიყენებულ ზარალზე. ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნა ბილეთების განაწილებასთან დაკავშირებით უნდა გადამისამართდეს უშუალოდ წარმატებულ აპლიკანტთან.
6.4. წარმატებული აპლიკანტი თავის თავზე იღებს ბილეთის დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით მიწოდების რისკს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უეფას მხარეებთან, სფფ-თან და/ან ბილეთების აგენტთან დაკავშირებით  არ დადასტურდება, რომ ისინი მოქმედებდნენ უხეში დაუდევრობით ან ბრალეულობით. ბილეთის ნებისმიერი დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უეფას მხარეებს და სფფ-ს. უეფას მხარეებს და სფფ-ს უფლება აქვთ გააუქმონ შესაბამისი ბილეთები ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე.
6.5. ბილეთები ყოველთვის რჩება უეფას საკუთრებაში.
 
7. ბილეთების დარიგება
 
7.1. ბილეთები წარმატებულ აპლიკანტებს გადაეცემათ ერთ-ერთი შემდეგი გზით, ასეთი მეთოდით განისაზღვრება სფფ-ის შეხედულებისამებრ: 
ა. “print@home” ელექტრონული ბილეთებით (რომელიც უნდა იყოს ნაგულისხმევი განაწილების მეთოდი). როდესაც ბილეთების  გადაცემა ხდება ამ გზით, ელექტრონული ბილეთის სათანადოდ დაბეჭდილი ბეჭდური ასლი ან ასეთი ელექტრონული ბილეთის პრეზენტაცია მობილურ მოწყობილობაზე ფიზიკურად უნდა იყოს წარმოდგენილი ბილეთის თითოეული მფლობელის მიერ სტადიონზე.  ბილეთის მფლობელის პასუხისმგებლობაა ასეთი ელექტრონული ბილეთების დაბეჭდვა ან ასეთი ელექტრონული ბილეთების ჩვენება მობილურ მოწყობილობაზე სტადიონზე და უეფას მხარეებისთვის, სფფ და ბილეთების აგენტი არ არიან ვალდებული დაბეჭდონ ასეთი ელექტრონული ბილეთები წარმატებული აპლიკანტისთვის და/ან ბილეთის მფლობელისთვის ან მიაწოდონ მას ნებისმიერი ალტერნატიული ქაღალდის ბილეთ(ებ)ი.; 
ბ. წარმატებული აპლიკანტის წარმომადგენლის მიერ ბილეთის პირადად აღებით (რომლის დეტალები წინასწარ უნდა ეცნობოს უეფას მხარეებს და/ან სფფ-ს). თუ ხდება ბილეთის პირადად აღება, უეფას მხარეები და/ან სფფ აცნობებენ შესაბამის წარმატებულ აპლიკანტს ელფოსტით, მიუთითებენ ბილეთების აღების პუნქტის შესახებ  ზუსტ დეტალებს (რომელიც უნდა იყოს ისეთ ადგილას, როგორც ეს წარმატებულ აპლიკანტს  ეცნობება უეფას მხარეების და / ან სფფ-ს მიერ). ასეთი ბილეთების აღების მიზნით, წარმატებული განმცხადებლის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა).
7.2. დეფექტური „ელექტრონული ბილეთები“ ბილეთ(ებ)ი, როგორიცაა, მაგალითად, გაუგებრად დაბეჭდილი ან ბილეთის დაბეჭდილი უბნის რომელიმე ნაწილის გამოტოვება, უარყოფილი იქნება სტადიონის შესასვლელთან. უეფას მხარეები, სფფ, ბილეთების აგენტი და სტადიონის მფლობელი არ არიან პასუხისმგებელნი დეფექტურ, დაკარგულ ან მოპარულ ბილეთ(ებ)ზე და არ აიღებენ ვალდებულებას ხელახლა დაბეჭდვაზე ან  ნებისმიერი ასეთი ბილეთის დაბრუნებაზე.
7.3. დეფექტური ქაღალდის ბილეთ(ებ)ის შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ბილეთები გაუგებარი მონაცემებით ან გამოტოვებული ადგილების შესახებ ინფორმაციით, ან წარმატებული აპლიკანტისთვის მიტანის დროს დაზიანებული ბილეთ(ებ)ი, უნდა  ეცნობოს სფფ-ს ბილეთების მიღებიდან სამი (3) დღის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ბილეთ(ები) დაუყონებლივ დაურიგდა წარმატებულ აპლიკანტს, ამ შემთხვევაში წარმატებულმა აპლიკანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სფფ-ს). დეფექტური ბილეთ(ებ)ი შეიცვლება უფასოდ, იმ პირობით, თუ თავდაპირველი დეფექტური ბილეთ(ები) დაუბრუნდება/ჩაბარდება სფფ-ს თავდაპირველ მდგომარეობაში. უეფას მხარეები, სფფ, ბილეთების აგენტი და სტადიონის მფლობელი არ არიან პასუხისმგებელი დაკარგულ, მოპარულ, დაზიანებულ ან განადგურებულ ბილეთ(ებ)ზე წარმატებული განმცხადებლისთვის მიწოდების შემდეგ. კერძოდ, უეფას მხარეები, სფფ, ბილეთების აგენტი და სტადიონის მფლობელი არ არიან პასუხისმგებელი ბილეთ(ებ)ის უკან დაბრუნებაზე ან ბილეთ(ების) ხელახლა დაბეჭდვაზე.  
გ.         ბილეთების გამოყენება
 
8. ბილეთის (ების)აკრძალული გამოყენება
 
8.1. წარმატებული აპლიკანტის განაწილებიდან მიღებული ბილეთები გახლავთ ბილეთის მფლობელის პირადი სარგებლობისთვის, რომელსაც ასეთი ბილეთი გამოუყო წარმატებულმა აპლიკანტმა.  ბილეთ(ებ)ის ნებისმიერი ხელახალი გაყიდვა ან გადაცემა ან შეთავაზება ხელახალი გაყიდვისთვის ან გადაცემისთვის მკაცრად იკრძალება უეფას მხარეების და/ან სფფ-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (გადაცემა ხდება უეფას მხარეების და/ან სფფ-ის შეხედულებისამებრ). 
8.2. თუ უეფას მხარეთა მიერ წერილობითი ავტორიზაცია არ განხორციელდა, ბილეთ(ებ)ი:
ა. არ გამოიყენება ნებისმიერი პოპულარიზაციისთვის, რეკლამისთვის, სახსრების მოზიდვისთვის, აუქციონის, გათამაშების ან სხვა მსგავსი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის; 
ბ. არ გამოიყენება პრიზად (ან პრიზის ნაწილად) ნებისმიერ კონკურსში, შეჯიბრში, (სარეკლამო) აზარტულ თამაშში, ლატარიაში ან გათამაშებაში;
გ. კომბინირებულად და გაყიდულად, როგორც საქონლის ან მომსახურების ნებისმიერი პაკეტის ნაწილად; ან
დ. კომბინირებულად და გაყიდული, როგორც ნებისმიერი სამოგზაურო ან სასტუმროს პაკეტის ნაწილად (მაგალითად, ფრენების, სასტუმროების და ბილეთ(ებ)ის კომბინაციად).
8.3. ბილეთების მფლობელებმა არ უნდა:
ა. გაუშვან არანაირი რეკლამა ან აქცია, რომელიც ეხება უეფას პარტიებს, ტურნირს ან მატჩებს;
ბ. მოახდინონ რეკლამირება, პოპულარიზაცია, გაცემა, გავრცელება, გაყიდვა ან გასაყიდად შეთავაზება ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის სტადიონის ნებისმიერი ნაწილიდან ან ღია კომერციული შეტყობინებების ჩვენების გზით, ჩაცმულ ტანსაცმელზე ან სტადიონზე შემოტანილ ნივთებზე; ან
გ. განახორციელონ ნებისმიერი მარკეტინგული ან სარეკლამო შესაძლებლობების გამოყენება ბილეთ(ებ)თან დაკავშირებით.
ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ბილეთის ნებისმიერი მფლობელის მიერ სტადიონზე ნებისმიერი ბრენდინგი დაუშვებელია, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული სარეკლამო ან მარკეტინგული მიზნებისთვის.
8.4. ბილეთ(ებ)ი, რომლებიც შეძენილი ან გამოყენებულია ამ წესებისა და პირობების მე-8 მუხლის და/ან მე-13 მუხლის დარღვევით ითვლება ბათილად და ნებისმიერი პირი, რომელიც ცდილობს ასეთი ბილეთ(ებ)ის გამოყენებას, ითვლება დამრღვევად და მას ეკრძალება შესვლა  ან მას დაატოვებინენ სტადიონს თანხის უკან დაბრუნების უფლების გარეშე და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შემდგომ  სამართლებრივ  ქმედებებს. ბილეთ(ებ)ის ნებისმიერი უნებართვო გაყიდვის ან გადაცემის თაობაზე ეცნობება პოლიციას.
8.5. წინამდებარე წესებისა და პირობების, ნებისმიერი მოქმედი კანონის და/ან ნებისმიერი რეგულაციის ნებისმიერი დარღვევა ანიჭებს უეფას მხარეებს და/ან სფფ-ს უფლებას რომ გააუქმოს და ბათილად სცნოს ბილეთი და ნებისმიერი სხვა ბილეთი, რომელიც შეიძინა და/ან გამოეყო წარმატებულ  აპლიკანტს იმავე ან ნებისმიერ  სხვა მატჩზე ბილეთის თანხის  უკან დაბრუნების უფლების გარეშე.
 
9. სტადიონზე შესვლა
 
9.1. სტადიონზე წვდომა დაიშვება ისეთ საათებში, როგორც შეატყობინა ბილეთის მფლობელს წარმატებულმა კანდიდატმა (წარმატებულმა აპლიკანტმა), რომელმაც გაავრცელა ბილეთი, ან როგორც ეს გამოქვეყნებულია სფფ-ის ვებსაიტზე: https://gff.ge/under21/en/terms-and-conditions/
9.2. სტადიონზე შესვლა უნდა::
ა. ექვემდებარებოდეს და შეესაბამებოდეს: 
i. მოცემულ დებულებებსა და პირობებს; 
ii. სტადიონის წესებს;
iii. ადგილზე მოქმედ ნებისმიერ სანიტარულ  ზომებს ან პოლიტიკას;
iv. ყველა მოქმედ  კანონს (კანონმდებლობით თუ სხვაგვარად და მათ შორის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნების და COVID-19-ის ნებისმიერი სანიტარიული ზომების კონტექსტში), რომელიც არეგულირებს სტადიონზე წვდომას ან მასზე ყოფნას, მატჩზე დასწრებას, ბილეთების გამოყენებას, ზოგადი უსაფრთხოების სერთიფიკატს და ნებისმიერ  სპეციალურ  უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომელიც ვრცელდება სტადიონზე გაცემულს ნებისმიერი იმ ორგანოს მიერ, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ან უფლებამოსილება მატჩის სტადიონზე გამართვასთან დაკავშირებით; და
9.3. ნებადართული მოქმედი ბილეთის წარდგენისას თითო ადამიანზე (განურჩევლად ასაკისა) და მოთხოვნის შემთხვევაში მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა  ფოტოსურათით  და ხელმოწერით (პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა) 
9.4. აპლიკანტის, წარმატებული აპლიკანტის ან/და ბილეთის მფლობელის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევა (შესაბამისად) გამოიწვევს შედეგად ბილეთის მფლობელის დამრღვევად აღიარებას და ანიჭებს უეფას მხარეებს ან/და სფფ-ს უფლებას გაუშვან აღნიშნული ბილეთის მფლობელი შესაბამისი სტადიონიდან. 
9.5. ბილეთების მფლობელები, რომლებიც დატოვებენ სტადიონს ხელახლა აღარ დაიშვებიან
 
10. ყოფაქცევა სტადიონზე
 
10.1. უსაფრთხოებისა და უშიშროების  მიზნებისთვის, მატჩზე დამსწრე ყველა პირი, როცა ამას მოითხოვენ სტიუარდები, უსაფრთხოების პერსონალი და/ან ნებისმიერი სხვა კანონიერი უფლებამოსილი პირი, რომელიც წარმოადგენს მატჩის ორგანიზატორს, ვალდებულია
ა. წარმოადგინოს მოქმედი ბილეთი მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად  ფოტოსურათით და ხელმოწერით (პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა);
ბ.    გაიაროს ინსპექტირება, სხეულის შემოწმება და შემოწმება – მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით – იმის უზრუნველსაყოფად, რომ  მათ არ აქვთ საშიში, აკრძალული ან არასანქცირებული ნივთები.   უსაფრთხოების პერსონალს, სტიუარდს ან პოლიციას უფლება აქვს  გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და მათი ნივთები; და 
გ. დაიცვას სტადიონზე არსებული ყველა სანიტარიული ზომა და პოლიტიკა და დაიცვას უსაფრთხოების პერსონალის, სტიუარდების და/ან პოლიციის და/ან სტადიონზე სხვა სათანადოდ უფლებამოსილი პირების ნებისმიერი და ყველა მითითება სანიტარიულ და ჰიგიენურ ზომებთან დაკავშირებით; და
დ. დაექვემდებაროს უსაფრთხოების დამატებით კონტროლს სტადიონის შიგნით, ყოველი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.
10.2. სტადიონის შიგნით კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური (დაკავშირებული მამაკაცებთან ან ქალებთან), რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა უკანონო/აკრძალული მესიჯების, განსაკუთრებით დისკრიმინაციული პროპაგანდისტული მესიჯების გამოხატვა, გავრცელება  ანდა ასეთი მასალების ფლობა
10.3. სტადიონის წესები შეიცავს აკრძალული ნივთებისა და ქცევის დეტალურ ჩამონათვალს და თითოეული ბილეთის  მფლობელი სრულად უნდა დაემოერჩილოს  მასში არსებულ ნებისმიერ შეზღუდვას. ამ დებულებების და პირობების და/ან სტადიონის წესების შემოკლებული ვერსიები, ან მარტივი ნიშნები, რომლებიც ასახავს აკრძალულ ნივთებს ან ყოფაქცევას, შეიძლება ასევე იყოს დატანილი იქნას ბილეთზე და ეს სრულად უნდა იქნას დაცული ბილეთის მფლობელის მიერ. 
10.4. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სტადიონის შიგნით კატეგორიულად აკრძალულია ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს გაკეთება:
  ა. იმ ტერიტორიების დაკავება ან წვდომა, რომლებიც დახურულია საზოგადოებისთვის ან რომლებზედაც წვდომა არაავტორიზებულია ბილეთის მფლობელისთვის  მის მფლობელობაში არსებული შესაბამისი კატეგორიის ბილეთის  შესაბამისად;
ბ. ღია ადგილებში მოძრაობის  შეზღუდვა ან გადაადგილება, საფეხმავლო ბილიკებსა და საავტომობილო გზებზე, ვიზიტორთა უბნებში შესასვლელებსა და გასასვლელებში და საავარიო გასასვლელებში; 
              გ.   სხვა ისეთ ყოფაქცევაში ჩართულობა, რამაც შეიძლება საფრთხე 
              შეუქმნას ნებისმიერ ადამიანს სტადიონზე.
                 
              დ. ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც არ არის ნებადართული
10.5. მატჩში მონაწილე გუნდების მხარდამჭერები და გულშემატკივრები (ფანები) არ შეიძლება განცალკევდნენ სტადიონზე და ბილეთის თითოეულ მფლობელს მოეთხოვება პასუხისმგებლობით ყოფაქცევა და უეფას მხარეების, სფფ-ის და/ან სტადიონის მფლობელის მიერ მოწოდებული უსაფრთხოებისა და უშიშროების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად მოქცევა.
 
11. ხმოვანი და გამოსახულების ჩანაწერები
 
11.1. ბილეთების მფლობელები, რომლებიც ესწრებიან მატჩს სტადიონზე, აცნობიერებენ, რომ მათ შეიძლება გადაუღონ ფოტო, ან ვიდეო ან გადაიღონ უეფას მხარეებმა, სფფ-მ და/ან სტადიონის მფლობელმა და/ან მათ მიერ დანიშნული ნებისმიერი მესამე მხარემ, რომელთაც გააჩნიათ საამისო უფლება,  ან მასპინძელი ტერიტორიის მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული მაქსიმალური პირობით, და მან უნდა განახორციელოს ბილეთის მფლობელის ხმის, სურათის და მსგავსი საშუალების  პირდაპირ ეთერში გონივრული  გამოყენება,  მაუწყებლობა, გამოქვეყნება და ლიცენზირება, ფულის გადახდის ან სხვა სახის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, ან ჩაწერილი ვიდეო და/ან აუდიო მასალის ან ჩანაწერის, ფოტოების ან სხვა მიმდინარე და/ან მომავალი მედია ტექნოლოგიების ჩვენება, მაუწყებლობა ან სხვა სახის გადაცემა.
11.2. ბილეთების მფლობელებმა არ უნდა შეაგროვონ, გადაიღონ, ჩაიწერონ და/ან გადასცენ სტადიონის ან მატჩიდან რაიმე ხმოვანი, სურათის და/ან აღწერილობა (ისევე როგორც მატჩის ნებისმიერი შედეგის და/ან სტატისტიკის) გარდა მათი ექსკლუზიური, პირადი და შიდა გამოყენებისათვის (რომელიც, ყოველგვარი ეჭვების თავიდან ასაცილებლად და მხოლოდ მაგალითის სახით, არ უნდა შეიცავდეს სტადიონიდან რაიმე ხმის, გამოსახულების ან/და აღწერილობის ჩაწერას და/ან გადაცემას კომერციული მიზნებისთვის). კატეგორიულად აკრძალულია მატჩიდან ნებისმიერი ხმის, სურათის, გამოსახულების, მონაცემების, აღწერილობის, შედეგის ან/და სტატისტიკის მთლიანად ან ნაწილობრივ გავრცელება ინტერნეტში, რადიოში, ტელევიზიაში ან სხვა მიმდინარე და/ან სამომავლო მედია საშუალებაში  და ნებისმიერი  სხვა იმ პირისთვის (პირებისთვის) დახმარება, რომლებიც ახორციელებენ ასეთ საქმიანობას. საავტორო უფლება, მონაცემთა ბაზის უფლებები და ნებისმიერი სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება ნებისმიერი არაავტორიზებული ჩანაწერის ან გადაცემის თაობაზე ამ პუნქტის შესაბამისად ენიჭება (მომავალი უფლებების ამჟამინდელი მინიჭების გზით) უეფას. ბილეთის მფლობელი ასევე თანახმაა (უეფას მხარეების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში) დაუყონებლივ შეასრულოს ყველა ქმედება და გააკეთოს ყოველივე, რაც აუცილებელი იქნება ამ უფლებების, ტიტულის და ასეთ უფლებებთან მიმართებაში უეფას ინსტერესის დასაცავად აბსოლუტურად და ყოველგვარი ვალდებულებებისა და სხვა გადასახადების დაკისრების გარეშე.
დ.       დასკვნითი დებულებები
11.3. ვალდებულება 
11.4. იმ შემთხვევაში, თუ უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი დაარღვევენ თავიანთ ვალდებულებებს (ამ დებულებებითა და პირობებით ან სხვაგვარად გათვაისწინებულს), უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი პასუხისმგებელნი იქნებიან მხოლოდ ისეთ ზარალზე ან ბილეთის მფლობელისთვის  მიყენებულ ზიანზე, რომელიც გონივრულად განჭვრეტადი იყო დარღვევის შედეგად.  უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებლები რაიმე ზიანზე ან ზარალზე, რომელიც არ არის გონივრულად განჭვრეტადი ან გათვალისწინებული იმ მომენტში, როდესაც მყიდველი აფორმებს ხელშეკრულებას ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად.
11.5. 12.5 მუხლის გათვალისწინებით, და ნებისმიერ შემთხვევაში კანონით ნებადართული მაქსიმალური ზომით, უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი გამორიცხავენ ნებისმიერ პასუხისმგებლობას ბილეთის მფლობელის და/ან მისი ქონების ზარალის, დაზიანების გამო მათ შორის (მაგრამ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე) ნებისმიერი  არაპირდაპირი  ან თანმიმდევრული ზარალის ან დაზიანების გამო, მათ შორის (მაგრამ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე) გართობის ან მოგზაურობის ან საცხოვრებელი ხარჯების ზარალის გამო, განურჩევლად იმისა, ზარალი ან დაზიანება: (ა) წარმოიქმნა მოვლენების ჩვეულებრივი მიმდინარეობის დროს; (ბ) გონივრულად განჭვრეტადი იყო; ან (გ) განჭვრედადი იყო მხარეთა მიერ, თუ სხვაგვარად.
11.6. 12.5 მუხლის გათვალისწინებით, უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი არ არიან პასუხისმგებელი მატჩის ნახვის დროს წარმოქმნილ შეფერხებებზე და/ან შეზღუდვებზე, რომლებიც გამოწვეულია (i) ადგილის პოზიციით და/ან (ii) ) სხვა მაყურებლის ქმედებებით.
11.7. ამ წესებისა და პირობების ნებისმიერი დებულების მიუხედავად, უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი არ შეეცდებიან გამორიცხონ ან შეზღუდონ მათი პირადი პასუხისმგებლობა: (ა) თაღლითობის ან თაღლითური არასწორი წარმოდგენისთვის; (ბ) უეფას მხარეების, სფფ-ის ან/და სტადიონის მფლობელის დაუდევრობით ან მათი რომელიმე ოფიცრის, თანამშრომლის ან აგენტის დაუდევრობით გამოწვეული გარდაცვალების ან პირადი დაზიანების გამო; ან (გ) ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომლისთვისაც კანონით შეუძლებელია პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა.
11.8. ამ წესებსა და პირობებში მოცემული არცერთი ნათქვამი ან ნაგულისხმევი დებულება არ იმოქმედებს ბილეთის მფლობელის კანონიერ უფლებებზე.
 
12. უნებართვო მაყურებლები
 
12.1. ბილეთის მფლობელებს უფლება აქვთ დაესწრონ შესაბამის მატჩს იმ პირობით, თუ: 
ა. ისინი არ არიან გამორიცხული პირები; 
ბ. ბილეთი აღებულია ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად;
გ. ისინი აკმაყოფილებენ შესვლის ნებისმიერ მოთხოვნას და/ან დამტკიცებებს (მათ შორის, ნებისმიერ  ეპიდემიოლოგიურ  დამტკიცებებს, საჭიროების შემთხვევაში) COVID-19-ის კონტექსტში, ისე როგორც მათ აცნობეს უეფას მხარეებმა, სფფ-მ და/ან ბილეთების აგენტმა.
        დ.  საჭიროებისამებრ, მათ მიიღეს მოქმედი ვიზა შესაბამისი მასპინძელი ტერიტორიიდან; და
           ე.   როდესაც ბილეთის მფლობელი მიემგზავრება შესაბამის მასპინძელ ტერიტორიაზე, ის  ასრულებს ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ამ მასპინძელ ტერიტორიაზე შესვლის შესახებ (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი მოგზაურობისა და შესვლის მოთხოვნებს, რომლებიც დაწესებულია მოქმედი კანონებით და/ან სხვაგვარად COVID 19-ის კონტექსტში)
ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, უეფას მხარეები, სფფ, ბილეთების აგენტი და/ან შესაბამისი სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებელნი  ბილეთის მფლობელის მიერ მიღებულ  ზარალზე ან ზიანზე, თუ ის  არ შეასრულებს ამ 13.1 მუხლის დებულებებს და/ ან საჭიროების შემთხვევაში ვერ მოიპოვებს საჭირო დოკუმენტებს. 
12.2. მოცემული მე-12 მუხლის მიზნებისათვის „გამორიცხული პირი“ ნიშნავს:
ა. ნებისმიერ პირს, რომელსაც სფფ-ის მიერ აეკრძალა ეროვნული საფეხბურთო გუნდის ფანკლუბის წევრობა (ან აეკრძალა ნებისმიერი ექვივალენტური ოფიციალური მხარდამჭერთა კლუბი ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მსოფლიოს ნებისმიერ იურისდიქციაში);
ბ. ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციულ ან სასამართლო საფეხბურთო აკრძალვას შესაბამისი მასპინძელი ტერიტორიის კანონებით;
გ.  ნებისმიერ პირს, რომელსაც უეფას, ფიფას, ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ან სხვაგვარად აეკრძალა ასოციაციის საფეხბურთო მატჩზე მოგზაურობა ან დასწრება; 
დ. ნებისმიერ პირს, რომელსაც უეფას, სფფ-ს და/ან სტადიონის მფლობელის მიერ აეკრძალა სტადიონზე გამართულ ღონისძიებებზე დასწრება;
ე. პირს, რომელიც მატჩის მონაწილე გუნდების მიერ მიჩნეულია პირად, რომელსაც ბილეთები არ უნდა გამოეყოს  (მათ შორის, შეუზღუდავად, პირებს, რომლებსაც შესაბამისმა მონაწილე გუნდებმა გამოუცხადეს სტადიონზე აკრძალვის შესახებ); და
ვ.  ნებისმიერი პირს, რომელსაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიჩნევენ ისეთ პირად, რომელსაც ბილეთები არ უნდა გადაეცეს უსაფრთხოებისა და უსშიშროების მიზეზების გამო; და
ზ. ნებისმიერ პირს, რომელმაც დაარღვია ან არღვევს წინამდებარე დებულებებსა და პირობებს.
 
13. კონფიდენციალურობა
 
13.1. ბილეთების მოთხოვნით, აპლიკანტი: 
ა. აღიარებს და თანახმაა, რომ ბილეთის განაცხადის პროცესში მოწოდებული პერსონალური მონაცემები და ბილეთის მფლობელ(ებ)ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, შეიტანება სფფ-ს საკუთრებაში არსებულ მონაცემთა ბაზაში. ტურნირისა და/ან მატჩის ორგანიზებისა და წარმართვის მიზნებისთვის (კერძოდ, ბილეთების გაყიდვასთან და/ან ნებისმიერ შესაბამის უსაფრთხოების, უშიშროების და/ან სანიტარიულ ზომებთან დაკავშირებით) და 
ბ. გარანტიას იძლევა, რომ მათ მიიღეს ბილეთის მფლობელ(ებ)ის თანხმობა მათი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ ა პუნქტში მითითებული მიზნებისთვის. 
13.2. განმცხადებელი აღიარებს, რომ სფფ-ს შეუძლია გადასცეს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები და მისი ბილეთის მფლობელ(ებ)ის პერსონალური ინფორმაცია უეფას მხარეებს, ბილეთების აგენტს და/ან სტადიონის მფლობელს (და მათ აგენტებს), ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის. გარდა ამისა, იმ პირობით, თუ აპლიკანტმა კონკრეტულად გასცა თანხმობა ბილეთების განაცხადის პროცესში, მისი პერსონალური მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას უეფას და/ან მისი კომერციული პარტნიორების პროდუქტების, სერვისების, კომერციული საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის.
აპლიკანტის მიერ ბილეთის განაცხადის პროცესის დროს მოწოდებული პერსონალური მონაცემები ინახება და მუშავდება ბილეთების აგენტის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ეს პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ https://gff.ge/ge/about/rules/confidentiality-policy
13.3. ბილეთის განაცხადის პროცესის დროს  თავის პირადი ინფორმაციის მიწოდებით, თითოეული აპლიკანტი აღიარებს და თანახმაა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ბილეთის მფლობელ(ებ)მა აღიარონ და დაეთანხმონ რომ გაიგეს, მიიღეს და შეასრულებენ ამ მე-14 მუხლის მოთხოვნებს.
 
14. გაუთვალისწინებელი გარემოებები
 
14.1. უეფა, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი, იტოვებენ უფლებას შეცვალონ ნებისმიერი მატჩის ან/და ტურნირის დრო, თარიღი და ადგილი გაუთვალისწინებელი საგანგებო გარემოებების გამო: ფორსმაჟორული, უსაფრთხოების და/ან უსაფრთხოების მიზეზების ან ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, COVID-19-ის კონტექსტში), რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ სტადიონზე ჩატარებულ ნებისმიერ მატჩზე და/ან ტურნირზე. 
14.2. ნებისმიერი მატჩის ან/და ტურნირის გაუქმების, უარის, გადადების ან განმეორების შემთხვევაში, ან ადგილის შეცვლის, სტადიონის ტევადობის შემცირების ან შესაბამისი მატჩის დახურულ კარს მიღმა გატარების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იქნება დაემორჩილოს ბილეთების გამყიდველის მიერ დამტკიცებული თანხის დაბრუნების პოლიტიკას
14.3. ზემოაღნიშნულისა და მე-12 მუხლის მიხედვით, უეფას მხარეებს, სფფ და/ან სტადიონის მფლობელს არ ეკისრებათ არანაირი პასუხისმგებლობა ბილეთის მფლობელის წინაშე ასეთი გაუქმების, უარის, გადადების, გამეორების, სტადიონის ტევადობის შემცირების, ადგილის შეცვლის გამო, მატჩის დახურულ კარს მიღმა თამაშის ან სხვა მარცხის ან ხარვეზის შემთხვევაში ნებისმიერი მატჩის და/ან ტურნირის ჩატარებისას.
 
15. დებულებათა ავტონომიურობა და ცვლილება
 
15.1. დებულებებში  და პირობებში რაიმე ცვლილების შემთხვევაში (თუ ეს საჭიროა ტურნირის სათანადო და უსაფრთხო ჩატარების უზრუნველსაყოფად),  უეფას მხარეები და/ან სფფ აცნობებენ თითოეულ ბილეთის მფლობელს (შესაბამისი წარმატებული კანდიდატის/განმცხადებლის მეშვეობით) ასეთი არსებითი ცვლილებების შესახებ. ბილეთის მფლობელს ექნება არჩევანი დაეთანხმოს ასეთ ცვლილებებს ან უარი თქვას ბილეთ(ებ)ის მიღებაზე (და თუ უკვე ფლობს ბილეთ(ებ)ს, დაუბრუნოს ბილეთ(ები) წარმატებულ კანდიდატს/განმცხადებელს) და, შესაბამისად, იგი არ იქნება ხელშეკრული შეცვლილი პირობებით.
15.2. თუ დებულებებისა და პირობების რომელიმე დებულება  გამოცხადებულ იქნება ბათილად, უმოქმედოდ, უკანონოდ ან არააღრულებადად რომელიმე კომპეტენტური, სასამართლო, ან  ორგანოს მიერ:
ა. დებულებები და პირობების დარჩენილი ნაწილი ძალაში რჩება, ისე თითქოს ასეთი ბათილი, უმოქმედო, უკანონო ან არააღსრულებადი დებულება(ებ) არც ყოფილიყო ჩართული; და 
ბ. საჭიროების შემთხვევაში და/ან თუ ეს ნებადართული იქნება მოქმედი კანონმდებლობით, ბათილი დებულება შეიცვლება  ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოა ასეთი ბათილი დებულების ეკონომიკურ მიზანთან.
 
16. ოფიციალური ტექსტი (ავთენტური ტექსტი)
 
16.1. დებულებები და პირობები შედგენილია ინგლისურ ენაზე და ითარგმნა ქართულ ენაზე. ინგლისურ და ნათარგმნ  ვერსიებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას. 
 
17. ზოგადი დებულებები
 
17.1. ბილეთის მფლობელი აცხადებს თანხმობას  წინამდებარე წესებსა და პირობებზე  წარმატებული აპლიკანტის მიერ მიწოდებული ბილეთის მიღებით.
17.2. ეს დებულებები და პირობები წარმოადგენს მხარეებს შორის მთლიან ხელშეკრულებას და არც ერთ მხარეს არ გააჩნიარაიმე პრეტენზია ან სამართლებრივი დაცვის საშუალება ნებისმიერ განცხადებასთან, წარმომადგენლობასთან, გარანტიასთან ან ვალდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა რომელიმე სხვა მხარის მიერ ან მისი სახელით იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის მითითებული დებულებებსა და პირობებში.
17.3. წინამდებარე დებულებები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეები თანხმდებიან, რომ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს არ არის გამორიცხული ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ ექსკლუზიური იურისდიქცია, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ წარმატებული წარმატებული აპლიკანტი ჩაითვლება მომხმარებელად ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის, ნებისმიერი სამართალწარმოების მიზნებისათვი,ს რომელიც წარმოიქმნება ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად და რაც შეიძლება წარდგენილ  იქნას ასეთი წარმატებული აპლიკანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებულ სასამართლოში.
 
18. კონტაქტი 
ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნა ბილეთების გავრცელების განაცხადის პროცესის შესახებ უნდა იქნას მიმართული წარმატებული აპლიკანტისთვის, რომელმაც გაავრცელა შესაბამისი ბილეთი ბილეთის მფლობელზე.
 
წინამდებარე პირობები არეგულირებს 2021/2023 წწ. უეფა-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ფარგლებში საქართველოში ჩატარებული მატჩების ბილეთების საფასურის დაბრუნების პროცედურას. ძირითადი ტერმინების განმარტება მოცემულია ბილეთების გავრცელების დებულებებსა და პირობებში, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://gff.ge/under21/en/terms-and-conditions/
 
ბილეთების გავრცელების დებულებებისა და პირობების თანახმად, ბილეთ(ებ)ის შეძენა წარმოადგენს მყარ და შეუქცევად ხელშეკრულებას ასეთი ბილეთ(ებ)ის შესყიდვისა და გადახდის შესახებ. გარდა ქვემოთ მოყვანილი გარემოებებისა, განმცხადებლები, წარმატებული განმცხადებლები / მყიდველები ვერ შეძლებენ ბილეთების გაუქმებას (იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებლები, წარმატებული განმცხადებლები, მყიდველები ან მათი სტუმრები ვერ ესწრებიან მატჩს). ასეთ შემთხვევაში, თანხის დაბრუნების ნებისმიერი მოთხოვნა ავტომატურად იქნება უარყოფილი. 
 
ბილეთების თანხის დაბრუნება მოხდება მხოლოდ ქვემოთ აღწერილ გარემოებებში და შესაბამისი წესით:
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, „ფორს-მაჟორი“ გულისხმობს ნებისმიერ მოვლენას, რომელიც გავლენას ახდენს 2021/2023 წწ. უეფა-ს 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, შესაბამის მატჩზე ან/და შესაბამის სტადიონზე და წარმოიქმნება ისეთი ქმედებების, მოვლენებისა თუ უბედური შემთხვევების შედეგად, რომლებიც უეფა-ს ან/და მასპინძელი ასოციაციის გონივრული კონტროლის მიღმაა. ამგვარი მოვლენები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: გაფიცვა, ხანძარი, ანომალიური კლიმატური პირობები, წყალდიდობა, ელვა, ქარიშხალი, აფეთქება, მიწისძვრა, სტრუქტურული დაზიანება, ეპიდემია, პანდემია ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა, აჯანყება, დაავადება, სამოქალაქო არეულობა ან შეიარაღებული კონფლიქტი, ომი და (რეალური ან მოსალოდნელი) ტერორისტული ქმედებები.
 
მატჩის გადადება
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, „გადადებული მატჩი“ გულისხმობს მატჩს, რომელიც რაიმე მიზეზით არ ჩატარდა თავდაპირველად დანიშნულ დღეს და უფრო გვიანი თარიღისთვის იქნა გადადებული უეფა-ს მიერ.
 
სტადიონზე შესვლამდე და მატჩის დაწყების დრომდე მატჩის ნებისმიერი მიზეზით გადადების შემთხვევაში, ბილეთ(ებ)ი ძალაში რჩება გადადებული მატჩისთვის. თუ წარმატებული განმცხადებლები / მყიდველები ვერ ახერხებენ გადადებულ მატჩზე დასწრებას, მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ბილეთ(ებ)ის ნომინალური ღირებულების ოდენობის თანხის დაბრუნება.
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, მატჩი, რომელიც რაიმე მიზეზით არ დაიწყო თავდაპირველად დანიშნულ დროს, თუმცა ჩატარდა თავდაპირველად დანიშნულ დღეს, არ ჩაითვლება „გადადებულად“.
 
მატჩის გაუქმება
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, „გაუქმებული მატჩი“ გულისხმობს მატჩს, რომელიც უეფა-ს, სახელმწიფო ორგანოების ან/და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით არ ჩატარდა თავდაპირველად დანიშნულ დღეს და არ იქნა უფრო გვიანი თარიღისთვის გადადებული უეფა-ს მიერ.
 
მატჩის გაუქმების შემთხვევაში, წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს უფლება აქვთ, მოითხოვონ ბილეთ(ებ)ის ნომინალური ღირებულების ოდენობის თანხის დაბრუნება. 
 
დაწყებული მატჩის შეწყვეტა
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, „შეწყვეტილი მატჩი“ გულისხმობს მატჩს, რომელიც დაიწყო თავდაპირველად დანიშნულ დროს, თუმცა რაიმე მიზეზით ვერ დასრულდა.
 
მატჩის შეწყვეტის და უფრო გვიანი თარიღისთვის უეფა-ს მიერ ხელახლა დანიშვნის შემთხვევაში, ბილეთი ძალაში რჩება ხელახლა დანიშნული მატჩისთვის. თუ წარმატებული განმცხადებლები / მყიდველები ვერ ახერხებენ ხელახლა დანიშნულ მატჩზე დასწრებას, მათ უფლება აქვთ მოითხოვონ ბილეთ(ებ)ის ნომინალური ღირებულების ოდენობის თანხის დაბრუნება.
 
თუ შეწყვეტილი მატჩი არ იქნა ხელახლა დანიშნული უეფა-ს მიერ, წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თანხის დაბრუნება შემდეგი პირობების შესაბამისად:
 
ა) იმ შემთხვევაში, თუ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორს-მაჟორის მიზეზით, თანხის დაბრუნება მოხდება ბილეთის ნომინალური ღირებულების პროპორციულად, მატჩის შეწყვეტისას დარჩენილი სათამაშო დროის შესაბამისად.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფორს-მაჟორის გარდა ნებისმიერი სხვა მიზეზით, დაბრუნებული თანხა შეესაბამება ბილეთის ნომინალურ ღირებულებას.
 
ჩატარების ადგილის შეცვლა
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, „ჩატარების ადგილის შეცვლა“ გულისხმობს უეფა-ს მიერ ნებისმიერი მიზეზით მატჩის ბილეთის შეძენის დროს დანიშნული სტადიონიდან ნებისმიერ სხვა სტადიონზე გადატანას.
 
ჩატარების ადგილის შეცვლის შემთხვევაში:
 
ა) თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეატყობინებს წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს, რომ მათი ბილეთ(ებ)ი მატჩის ჩატარების ახალ ადგილზე არ რჩება ძალაში (მაგ. შემცვლელ სტადიონზე არსებული შეზღუდვების მიზეზით), საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და უეფა-ს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წარმატებული განმცხადებლების / მყიდველების მიმართ. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვალდებული იქნება, წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს დაუბრუნოს ბილეთ(ებ)ის ნომინალური ღირებულების ოდენობის თანხა.
ბ)თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეატყობინებს წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს, რომ მათი ბილეთ(ებ)ი ძალაში რჩება მატჩის ჩატარების ახალ ადგილზე, წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს უფლება ექნებათ: (i) გამოიყენონ მათი ბილეთ(ებ)ი მატჩზე დასასწრებად, ან (ii) გააუქმონ მათი ბილეთები და მოითხოვონ ბილეთ(ებ)ის ნომინალური ღირებულების ოდენობის თანხის დაბრუნება, თუ ისინი ვერ ახერხებენ ან არ სურთ გადატანილ მატჩზე დასწრება.
 
სტადიონის ტევადობის შემცირება
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, „სტადიონის ტევადობის შემცირება“ გულისხმობს (i) მატჩის ჩატარების უბანში, ქალაქსა თუ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან (ii) უეფა-ს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ან ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით სტადიონის ტევადობის შემცირებას მას შემდეგ, რაც მოხდა ბილეთების გაყიდვა.
 
თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეატყობინებს წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს, რომ მათი ბილეთ(ებ)ი სტადიონის ტევადობის შემცირების შედეგად არ რჩება ძალაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და უეფა-ს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წარმატებული განმცხადებლების / მყიდველების მიმართ. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვალდებული იქნება, წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს დაუბრუნოს ბილეთ(ებ)ის ნომინალური ღირებულების ოდენობის თანხა.
 
მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის, „მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება“ გულისხმობს (i) მატჩის ჩატარების უბანში, ქალაქსა თუ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან (ii) უეფა-ს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ან ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით სტადიონზე მაყურებლის არ დაშვებას მას შემდეგ, რაც მოხდა ბილეთების გაყიდვა.
 
თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეატყობინებს წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს, რომ მათი ბილეთ(ებ)ი მატჩზე მაყურებლის არ დაშვების შედეგად არ რჩება ძალაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და უეფა-ს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა წარმატებული განმცხადებლების / მყიდველების მიმართ. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვალდებული იქნება, წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს დაუბრუნოს ბილეთ(ებ)ის ნომინალური ღირებულების ოდენობის თანხა.
 
სტადიონზე დაშვება გადატანილ მატჩებზე
 
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღწერილი გარემოებების შესაბამისად ბილეთები ძალაში რჩება ხელახლა დანიშნული / გადატანილი მატჩისთვის, აღნიშნულ მატჩზე სტადიონზე დაშვება მოხდება მხოლოდ შესაბამისი ბილეთის წარდგენის საფუძველზე და ექვემდებარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოცხადებულ ნებისმიერ სხვა პირობებს.
 
თანხის დაბრუნების პროცედურები
 
ზემოაღნიშნული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოაცხადებს: (i) დეტალებს იმის შესახებ, თუ ვის და სად უნდა გაეგზავნოს თანხის დაბრუნების განაცხადი; და (ii) ნებისმიერ სპეციალურ ინსტრუქციებს თანხის დაბრუნების განაცხადებსა და ვადებთან დაკავშირებით.
 
თანხის დაბრუნების წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება გააჩნიათ მხოლოდ წარმატებულ განმცხადებლებს / მყიდველებს. მესამე მხარის მიერ თანხის დაბრუნების შესახებ წარდგენილი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.
 
თანხის დაბრუნება მოხდება იმავე გადახდის მეთოდით, რომელიც გამოყენებული იყო ბილეთების თავდაპირველად შესაძენად, გამონაკლისის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახდის თავდაპირველი მეთოდით თანხის დაბრუნება შეუძლებელია (მაგ. შესაბამისი საბანკო ანგარიშის ვადის გასვლის ან დახურვის მიზეზით). ასეთ შემთხვევაში, თანხის დაბრუნება მოხდება შესაბამისი ალტერნატიული გზით, შესაბამის ინვოისზე მითითებული პირის სახელზე. გთხოვთ დაელოდოთ სულ მცირე 30 დღე თანხის დაბრუნებას.
 
თითოეულ ზემოაღნიშნულ გარემოებაში, უეფა-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ დაეკისრება ბილეთის ნომინალურ ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხის დაბრუნების ვალდებულება (მაგ. სასტუმროს, მგზავრობის ან/და სხვა ხარჯების დასაფარად).
 
თანხის დაბრუნება არ მოხდება ნებისმიერ სხვა გარემოებებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე პოლიტიკით (მათ შორის, ბილეთის მფლობელის სტადიონიდან გაძევების შემთხვევაში).
ა.        შესავალი
1. გამოყენების სფერო
ბილეთების გაყიდვების გავრცელების ქვემოთმოცემული დებულებები და პირობები უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 2021/2023 წლების ფინალური ტურნირისთვის (“დებულებები და პირობები”) შემუშავებულია უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 2021/2023 წლების ბილეთების შეძენის, განაწილებისა და გამოყენების სამართლიანი, სწორი და ეფექტური პროცესის უზრუნველსაყოფად საქართველოში გამართული მატჩებისთვის. ასეთი ბილეთების  განაწილება და გამოყენება ექვემდებარება შემდეგ დებულებებსა და პირობებს და ნებისმიერ სხვა მოქმედ კანონებსა ან რეგულაციებს (ქვემოთ მოცემული „მოქმედი  კანონების“ და „რეგულაციების“ შესაბამისად), რომლებიც ეხება სტადიონ(ებ)ზე წვდომას და მათ აქ გამოყენებას (ქვემოთ განსაზღვრულის შესაბამისად).
 
2. განმარტებები
მოქმედი კანონები ყველა კანონი, წესდება, საერთო კანონი, რეგულაციები, განკარგულებები, კოდექსი, წესები, სახელმძღვანელო მითითებები, ბრძანებები, ნებართვები, ტარიფები და დამტკიცებები, მათ შორის ისეთები, რომლებიც ეხება გარემოს, ჯანდაცვას და უსაფრთხოებას ან სანიტარიულ ზომებს COVID-19-ის კონტექსტში, ნებისმიერ სამთავრობო ან ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემულს, რომელიც გამოიყენება აპლიკანტთან, წარმატებულ აპლიკანტთან და/ან ბილეთის მფლობელთან,ან ამ დებულებების და პირობების საგანთან მიმართებაში.
აპლიკანტი ფიზიკური პირი ან ორგანო, რომელიც ითხოვს ტურნირის ბილეთებს წინამდებარე წესებისა და პირობების და ბილეთების აგენტის  წესებისა და პირობების შესაბამისად.
აპლიკაციის (განაცხადის)  ფორმა ელექტრონული ფორმა,  შევსებული და წარდგენილი აპლიკანტის მიერ ონლაინ სკაუტური ბილეთების პორტალის მეშვეობით, საც მოცემულია აპლიკანტის მოთხოვნა ბილეთ(ებ)ის გამოყოფის შესახებ.
სტუმარი პირი, რომელიც თან ახლავს აპლიკანტს მატჩზე, რომელსაც გადაეცემა ბილეთები  აპლიკანტის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
მასპინძელი ასოციაცია (ებ) ი ქვემოთმოცემული ეროვნული საფეხბურთო ასოციაციები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მათ მასპინძელ ტერიტორიაზე გამართული მატჩების ორგანიზებასა და ჩატარებაზე:
ა) საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რეგისტრირებული მისამართით, ჭავჭავაძის გამზ. 76ა 0179 თბილისი, საქართველო (“სფფ”); და 
ბ) რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია, თავისი რეგისტრირებული ოფისით  მისამართზე Strada Vasile Şerbănică 12, Sector 2, Bucureşti, România.
ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ის მასპინძელი ასოციაციები ითვლება მატჩებისა და ტურნირების „ორგანიზატორად“ რომელიც მოქმედი არიან კანონმდებლობის შესაბამისად.
მასპინძელი ტერიტორია საქართველო და რუმინეთი
მატჩი (ები) ტურნირის შემადგენლობაში მოთამაშე ნებისმიერი ოფიციალური მატჩი. 
შეტყობინება ბილეთის გამყიდველის მიერ მიღების/დადასტურების შესახებ შეტყობინება  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (ბილეთების აგენტის მეშვეობით) ასეთი ბილეთ(ებ)ის გამოყოფის დადასტურებით, როგორც ეს მითითებულია შეტყობინებაში, გაგზავნილი ბილეთების გამყიდველის მიერ  (ბილეთების აგენტის მეშვეობით) აპლიკანტის მოთხოვნაში მითითებულ ელფოსტის მისამართზე.
შესყიდვის (შეძენის)  ფასი აპლიკანტის მიერ შერჩეული ბილეთ(ებ)ის შესყიდვის მთლიანი ფასი (მთლიანი ღირებულება), მიწოდების/მიტანის საფასურის ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ყველა შესაბამისი გადასახადები.
ბილეთის უკან დაბრუნების პოლიტიკა გაყიდული ბილეთების თანხის დაბრუნების პოლიტიკა, რომელიც გამოიყენება დროდადრო, რომელიც ხელმისაწვდომია სფფ-ის და ბილეთების აგენტის ვებსაიტზე www.gff.ge/under21  და www.tkt.ge 
 
რეგულაციები ნიშნავს, ყოველგვარი  შეზღუდვის გარეშე, შემდეგ  პირობებს:
-სტადიონის წესები; და/ან
-უეფას და მასპინძელი ასოციაციის წესდება და რეგულაციები, რომლებიც გამოიყენება ტურნირისთვის ან/და მატჩისთვის.
მოთხოვნა აპლიკანტის მოთხოვნა, ბილეთების გამყიდველის მიერ მოთხოვნილი ფორმატით, ბილეთ(ებ)თან დაკავშირებით.
სკაუტ ბილეთების პორტალი ბილეთების აგენტის ინტერნეტ პლატფორმა, რომელზეც აპლიკანტს შეუძლია შეავსოს განაცხადის (აპლიკაციის) ფორმა და გააკეთოს მოთხოვნა.
სტადიონი შესაბამისი სტადიონის მთელი შენობა, სადაც ტარდება შესაბამისი მატჩი და ნებისმიერი სხვა ტერიტორია, რომელიც საჭიროებს ბილეთს (ან სხვა დაშვების მოწყობილობას, თუ ეს შესაძლებელია) წვდომის მოსაპოვებლად.
სტადიონის მფლობელი შესაბამისი სტადიონის მფლობელი და ასეთი სტადიონის ნებისმიერი ოპერატორი ან მოიჯარე.  
სტადიონის წესები სტადიონის წესები, რომლებიც გამოიყენება მატჩისთვის, რომლის წვდომა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://gff.ge/under21/stadium-regulations/  
 
წარმატებული აპლიკანტი ნებისმიერი აპლიკანტი, რომლის მოთხოვნაც მიღებულია ბილეთის გამყიდველის მიერ.
ბილეთი ქაღალდის ან ელექტრონული/მობილური ბილეთი, რომელსაც ფლობს ბილეთის მფლობელი, რომელიც (ამ დებულებებისა და პირობების გათვალისწინებით) ბილეთის მფლობელს ანიჭებს უფლებას დაესწროს შესაბამის მატჩს და დაიკავოს ადგილი შესაბამის სტადიონზე, ისე როგორც ეს მითითებულია თითოეულ ასეთ ბილეთზე.
ბილეთის აგენტი შპს “ონლაინ ბილეთები” LLC “Online Tickets”) რეგისტრირებული ოფისით თბილისი, საქართველო, აბაშიძის ქ. 3 და დღგ 405097915, რომელიც დანიშნულია ბილეთების გამყიდველის მიერ მისი სახელით ბილეთების გასაყიდად.
ბილეთის მფლობელი ნებისმიერი პირი, რომელიც რეალურად და ლეგიტიმურად ფლობს ბილეთს, მათ შორის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, წარმატებული აპლიკანტებს და სტუმრებს (შესაბამისად).
ბილეთის გამყიდველი სფფ, რომელიც წარმოადგენს მათ მასპინძელ ტერიტორიაზე ჩატარებული მატჩების ბილეთების გამყიდველს.
ტურნირი უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 21 ივნისიდან 2023 წლის 8 ივლისამდე, ან სხვა თარიღ(ებ)ის მდგომარეობით,  უეფას შეტყობინების შესაბამისად.
უეფა ფეხბურთის ევროპული ასოციაციების კავშირი, რომლის ოფისები მდებარეობს მისამართზე Route de Genève 46, 1260 Nyon 2, შვეიცარია.
უეფას ღონისძიებების სპორტული ასოციაცია (UEFA Events SA) UEFA Events SA of Route de Genève 46, 1260 Nyon 2, შვეიცარია, უეფას სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია.
 
უეფას  მხარეები უეფა და უეფას ღონისძიებების სპორტული ასოციაცია (UEFA Events SA). ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, უეფას მხარეებს  არ წარმოადგენს ტურნირის ბილეთების გამყიდველი; ბილეთების გამყიდველი არის ბილეთების გამყიდველი (ისე როგორც ზემოთ არის განსაზღვრული).
 
ბ.   ბილეთების გამოყოფა
3. ზოგადი დებულებები
3.1. ამ დებულებების და პირობების მიზნებისთვის, ბილეთების გამყიდველი გახლავთ ბილეთების გამყიდველი, ხოლო მასპინძელი ასოციაციები წარმოადგენენ ტურნირის ორგანიზატორს და პასუხისმგებელს მის ჩატარებაზე. უეფა გახლავთ ტურნირზე კომერციული უფლებების მფლობელი.
3.2. აპლიკანტებს შეუძლიათ მოითხოვონ ბილეთ(ებ)ი უეფას მხარეების და/ან ბილეთების გამყიდველის ინსტრუქციების შესაბამისად და აპლიკანტებს ეცნობათ განაცხადის ვადების ფარგლებში.
3.3. ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება  ისეთ კატეგორიებში, როგორც ეს მითითებულია  სკაუტ  ბილეთების პორტალზე, თუმცა ბილეთების გამყიდველი და/ან უეფას მხარეები იტოვებენ უფლებას გადაანაცვლონ ბილეთების მფლობელები სტადიონზე.
3.4. განაცხადის ფორმაში აპლიკანტმა უნდა მიუთითოს გვარი, სახელი, ორგანიზაცია, რომელსაც წარმოადგენსდა ტელეფონის ნომერი. აპლიკანტს, ასევე მოეთხოვება ატვირთოს თავის სკაუტ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის დეტალები. გარდა ამისა, აპლიკანტს მოეთხოვება თავისი სტუმრის გვარისა და სახელის წარმოდგენა.
3.5. აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს თითო მატჩზე მაქსიმუმ ორი (2) ბილეთი. აპლიკანტს არ შეუძლია მოითხოვოს იმ მატჩების ბილეთები, რომლებიც თამაშობენ იმავე დღეს. 
 
4. ანგარიშსწორება (გადახდა)
4.1. ბილეთ(ებ)ზე თანხის გადახდა შეიძლება განხორციელდეს ასეთი მეთოდებით, რომლებიც მითითებული იქნება აპლიკანტისთვის ბილეთების გამყიდველის მიერ (ბილეთების აგენტის მეშვეობით).
4.2. აპლიკანტის ბანკი ეყრდნობა ვალუტის საკუთარ გაცვლით  კურსს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეიძლება დააწესოს დამატებითი საკომისიო ან გადასახადი ბილეთ(ებ)ის გადახდებზე. აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ შესაბამის გადახდის ბანკს ბილეთების მოთხოვნის გაგზავნამდე მათი გადახდის ბანკის გაცვლითი კურსების, გადასახადების ან მოსაკრებლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. უეფას მხარეები, ბილეთების გამყიდველი და ბილეთების აგენტი არ იქნებიან პასუხისმგებელნი აპლიკანტის გადახდის ბანკის მიერ ბილეთ(ებ)ის გადახდასთან დაკავშირებით დაწესებულ ნებისმიერ გაცვლის კურსებზე, მოსაკრებლებზე ან გადასახდელ საკომისიოებზე.
 
5. შეთავაზების მიღება
5.1. ხელშეკრულება ბილეთების გამყიდველსა და წარმატებულ აპლიკანტს შორის ბილეთ(ებ)ის შესაძენის მიზნით დაიდება (ამ პირობებით) მხოლოდ მას შემდეგ, რაც:
ა. მოთხოვნაში მითითებული ბილეთ(ებ)ისთვის გადახდის მე-3.3 მუხლის შესაბამისად წარმატებით დამუშავების შემდეგ; და
ბ. ბილეთების გამყიდველის მიერ აპლიკანტის შეთავაზების მიღებით აპლიკანტისთვის  შეტყობინების გაგზავნის გზით.
5.2. წარმატებულ აპლიკანტებს მოეთხოვებათ განიხილონ თავიანთი შეტყობინებაში არსებული ნებისმიერი უზუსტობა, განსაკუთრებით მათი ბილეთ(ებ)ის რაოდენობასთან, ფასთან და კატეგორიასთან დაკავშირებით. ნებისმიერი უზუსტობა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბილეთების გამყიდველს, ბილეთის აგენტს და/ან უეფას მხარეებს.
 
6. აპლიკანტის მიერ ბილეთების გამოყოფა
6.1. თითოეული ბილეთი (მათ შორის შესაბამისი ადგილების ინფორმაცია ბლოკის, რიგისა და ადგილის ნომრის შესახებ) დაკავშირებულია ბილეთის ინდივიდუალურ მფლობელთან.
6.2. წარმატებულმა აპლიკანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სტუმარი აკმაყოფილებდეს წინამდებარე წესებსა და პირობებს და ბილეთების აგენტის პირობებს.  
6.3. წარმატებული აპლიკანტი თავის თავზე იღებს ბილეთის დაკარგვის, დაზიანების ან დაგვიანებით მიწოდების რისკს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უეფას მხარეებთან, სფფ-თან და/ან ბილეთების აგენტთან დაკავშირებით  არ დადასტურდება, რომ ისინი მოქმედებდნენ უხეში დაუდევრობით ან ბრალეულობით. ბილეთის ნებისმიერი დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უეფას მხარეებს სფფ-სს და ბილეთების აგენტს. სფფ-ს. უეფას მხარეებს და სფფ-ს უფლება აქვთ გააუქმონ შესაბამისი ბილეთები ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე.
6.4. ბილეთები ყოველთვის რჩება უეფას საკუთრებაში.
 
7. ბილეთების დარიგება
7.1. ბილეთები წარმატებულ აპლიკანტებს გადაეცემათ “print@home” ელექტრონული ბილეთების მეშვეობით.  როდესაც ბილეთების  გადაცემა ხდება ამ გზით, ელექტრონული ბილეთის სათანადოდ დაბეჭდილი ბეჭდური ასლი ან ასეთი ელექტრონული ბილეთის პრეზენტაცია მობილურ მოწყობილობაზე ფიზიკურად უნდა იყოს წარმოდგენილი ბილეთის თითოეული მფლობელის მიერ სტადიონზე.  ბილეთის მფლობელის პასუხისმგებლობაა ასეთი ელექტრონული ბილეთების დაბეჭდვა ან ასეთი ელექტრონული ბილეთების ჩვენება მობილურ მოწყობილობაზე სტადიონზე  სტადიონზე და უეფას მხარეებისთვის, სფფ და ბილეთების აგენტი არ არიან ვალდებული დაბეჭდონ ასეთი ელექტრონული ბილეთები წარმატებული აპლიკანტისთვის და/ან ბილეთის მფლობელისთვის ან მიაწოდონ მას ნებისმიერი ალტერნატიული ქაღალდის ბილეთ(ებ)ი. 
7.2. დეფექტური „ელექტრონული ბილეთები“ ბილეთ(ებ)ი, როგორიცაა, მაგალითად, გაუგებრად დაბეჭდილი ან ბილეთის დაბეჭდილი უბნის რომელიმე ნაწილის გამოტოვება, უარყოფილი იქნება სტადიონის შესასვლელთანვე. უეფას მხარეები, სფფ, ბილეთების აგენტი და სტადიონის მფლობელი არ არიან პასუხისმგებელნი დეფექტურ, დაკარგულ ან მოპარულ ბილეთ(ებ)ზე და არ აიღებენ ვალდებულებას მათ ხელახლა დაბეჭდვაზე ან  ნებისმიერი ასეთი ბილეთის(ების) უკან დაბრუნებაზე.
 
გ.         ბილეთების გამოყენება
8. ბილეთის (ების)აკრძალული გამოყენება
8.1. გარდა იმ შემთხვევებისა, რაც პირდაპირ ნებადართულია 8.2 მუხლში, ნებისმიერი ხელახალი გაყიდვა, გადაცემა, შეთავაზება ან რეკლამა ბილეთ(ებ)ის ხელახალი გაყიდვის ან გადაცემისათვის, იქნება ეს უფასოდ ან განსახილველად, მკაცრად აკრძალულია უეფას მხარეების წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. (გადაცემა ხდება უეფას მხარეების შეხედულებისამებრ)
8.2. აპლიკანტებვს უფლება აქვთ გადასცენ ბილეთი თავიანთ სტუმარს იმ პირობით, რომ (ერთობლივად):
ა. აპლიკანტი დაესწრება მატჩს სტუმრებთან ერთად (თუ სხვა რამ არ არის ნებადართული უეფას მხარეების მიერ);
ბ. თითოეული სტუმარი დაესწრება მატჩს და არ გადაყიდის ან არ გადასცემს ბილეთს სხვა პირს;
გ. ბილეთები გამოყენებულ უნდა იყოს მათი პირადი სარგებლობისთვის;
დ. ასეთ  ნებადართული გადაცემა  არ ექვემდებარება განხილვას; და
ე. სტუმრები, აპლიკანტისგან ბილეთების გადაცემაზე დასტურით, თანახმანი არიან  წინამდებარე წესებისა და პირობების შესრულებაზე.
     8.3  ბილეთ(ებ)ი არ უნდა იყოს:
 ა. გამოყენებული ნებისმიერი სახის პოპულარიზაციისთვის, რეკლამისთვის, სახსრების მოზიდვისთვის, აუქციონის, გათამაშების ან სხვა მსგავსი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის;
 ბ. გამოყენებული  პრიზად (ან პრიზის ნაწილი) ნებისმიერ კონკურსში, შეჯიბრში, (სარეკლამო) აზარტულ თამაშში, ლატარიაში ან გათამაშებაში; 
გ. კომბინირებულად და გაყიდული, როგორც საქონლის ან მომსახურების ნებისმიერი პაკეტის ნაწილად; ან 
დ. კომბინირებულად და გაყიდული, როგორც ნებისმიერი სამოგზაურო ან სასტუმროს პაკეტის ნაწილად (მაგალითად, ფრენების, სასტუმროების და ბილეთ(ებ)ის კომბინაციაში).
8.4. ბილეთების მფლობელებმა არ უნდა:
ა. გაუშვან არანაირი რეკლამა ან აქცია, რომელიც ეხება უეფას მხარეებს, ტურნირს ან მატჩებს;
ბ. მოახდინონ რეკლამირება, პოპულარიზაცია, გაცემა, გავრცელება, გაყიდვა ან გასაყიდად შეთავაზება ნებისმიერი პროდუქტის ან სერვისის სტადიონის ნებისმიერი ნაწილიდან ან ღია კომერციული შეტყობინებების ჩვენების გზით, ჩაცმულ ტანსაცმელზე ან სტადიონზე შემოტანილ ნივთებზე; ან
 გ. განახორციელონ ნებისმიერი მარკეტინგული ან სარეკლამო შესაძლებლობების გამოყენება ბილეთ(ებ)თან დაკავშირებით.
ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ბილეთის ნებისმიერი მფლობელის მხრიდან  სტადიონზე ნებისმიერი სახის ის ბრენდინგი დაუშვებელია, რომელიც შეიძლება იყოს მიმართული სარეკლამო ან მარკეტინგული მიზნებისთვის.
8.5. ბილეთ(ებ)ი, რომლებიც შეძენილი ან გამოყენებულია ამ წესებისა და პირობების მე-8 მუხლის და/ან მე-13 მუხლის დარღვევით ჩაითვლება ბათილად და ნებისმიერი პირი, რომელიც შეეცდება ასეთი ბილეთ(ებ)ის გამოყენებას, ჩაითვლება დამრღვევად და მას აეკრძალება სტადიონზე შესვლა  ან მას გააძევებენ სტადიონიდან გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლების გარეშე და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შემდგომ  სამართლებრივ  ქმედებებს. ბილეთ(ებ)ის ნებისმიერი უნებართვო გაყიდვის ან გადაცემის თაობაზე ეცნობება პოლიციას.
8.6. წინამდებარე წესებისა და პირობების, ნებისმიერი მოქმედი კანონის და/ან ნებისმიერი რეგულაციის ნებისმიერი დარღვევა  უეფას მხარეებს და/ან სფფ-ს ანიჭებს უფლებას მასზედ, რომ გააუქმოს და ბათილად სცნოს ბილეთი და ნებისმიერი სხვა ბილეთი, რომელიც შეიძინა და/ან გამოეყო წარმატებულ  აპლიკანტს ამავე ან ნებისმიერ  სხვა მატჩზე ბილეთის თანხის  უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლების გარეშე.
 
9. სტადიონზე შესვლა
9.1. სტადიონზე წვდომა დაიშვება ისეთ საათებში, როგორც შეატყობინა ბილეთის მფლობელს წარმატებულმა კანდიდატმა (წარმატებულმა აპლიკანტმა), რომელმაც გაავრცელა ბილეთი, ან როგორც ეს გამოქვეყნებულია სფფ-ის ვებსაიტზე:  https://gff.ge/under21/stadium-regulations/. 
9.2. სტადიონზე შესვლა უნდა:
ა. ექვემდებარებოდეს და შეესაბამებოდეს: 
i. მოცემულ დებულებებსა და პირობებს; 
ii. სტადიონის წესებს;
iii. ადგილზე მოქმედ ნებისმიერ სანიტარულ  ზომებს ან პოლიტიკას
iv. ყველა მოქმედ  კანონს (კანონმდებლობით თუ სხვაგვარად და მათ შორის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მოთხოვნების და COVID-19-ის ნებისმიერი სანიტარიული ზომების კონტექსტში), რომელიც არეგულირებს სტადიონზე წვდომას ან მასზე ყოფნას, მატჩზე დასწრებას, ბილეთების გამოყენებას, ზოგადი უსაფრთხოების სერთიფიკატს და ნებისმიერ  სპეციალურ  უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომელიც ვრცელდება სტადიონზე გაცემულს ნებისმიერი იმ ორგანოს მიერ, რომელსაც გააჩნია იურისდიქცია ან უფლებამოსილება მატჩის სტადიონზე გამართვასთან დაკავშირებით; და
ბ. ნებადართული მოქმედი ბილეთის წარდგენისას თითო ადამიანზე (განურჩევლად 
ასაკისა) და მოთხოვნის შემთხვევაში მოქმედი პირადობის დამადასტურებელი 
დოკუმენტისა  ფოტოსურათით  და ხელმოწერით (პასპორტი ან ეროვნული 
პირადობის მოწმობა)
9.3. აპლიკანტის, წარმატებული აპლიკანტის, სტუმრის ან/და ბილეთის მფლობელის მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევა (შესაბამისად) გამოიწვევს შედეგად ბილეთის მფლობელის დამრღვევად აღიარებას და ანიჭებს უეფას მხარეებს ან/და სფფ-ს უფლებას გაუშვას აღნიშნული ბილეთის მფლობელი შესაბამისი სტადიონიდან.
9.4. ბილეთების მფლობელები, რომლებსაც დაატოვებინებენ სტადიონს ხელახლა აღარ დაიშვებიან.
 
10. ყოფაქცევა სტადიონზე
10.1. უსაფრთხოებისა და უშიშროების  მიზნებისთვის, მატჩზე დამსწრე ყველა პირი, სტიუარდების, უსაფრთხოების პერსონალის და/ან ნებისმიერი სხვა კანონიერი უფლებამოსილი პირის მოთხოვნისამებტ, რომელიც წარმოადგენს მატჩის ორგანიზატორს, ვალდებულია:
ა. წარმოადგინოს მოქმედი ბილეთი მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად  ფოტოსურათით და ხელმოწერით (პასპორტი ან ეროვნული პირადობის მოწმობა)
ბ. გაიაროს ინსპექტირება,(შემოწმება) სხეულის ჩხრეკა და შემოწმება – მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით – იმის უზრუნველსაყოფად, რომ  მათ არ აქვთ საშიში, აკრძალული ან არასანქცირებული ნივთები.   უსაფრთხოების პერსონალს, სტიუარდს ან პოლიციას უფლება აქვთ  გაჩხრიკონ ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და მათი ნივთები; და 
გ. შეასრულოს ყველა ინსტრუქცია და მითითება, რომელიც გაცემულია უსაფრთხოების პერსონალის, სტიუარდების და/ან პოლიციის და/ან სტადიონზე სათანადოდ უფლებამოსილი სხვა პირების მიერ;
დ. დაიცვას სტადიონზე არსებული ყველა სანიტარიული ზომა და პოლიტიკა და დაიცვას უსაფრთხოების პერსონალის, სტიუარდების და/ან პოლიციის და/ან სტადიონზე სხვა სათანადოდ უფლებამოსილი პირების ნებისმიერი და ყველა მითითება სანიტარიულ და ჰიგიენურ ზომებთან დაკავშირებით; და
ე. დაექვემდებაროს უსაფრთხოების დამატებით კონტროლს სტადიონის შიგნით, ყოველი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე.
10.2. სტადიონის შიგნით კატეგორიულად იკრძალება ნებისმიერი შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური (დაკავშირებული მამაკაცებთან ან ქალებთან), რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა უკანონო/აკრძალული მესიჯების, განსაკუთრებით დისკრიმინაციული პროპაგანდისტული მესიჯების გამოხატვა, გავრცელება  ანდა ასეთი მასალების ფლობა.
10.3. სტადიონის წესები შეიცავს აკრძალული ნივთებისა და ქცევის დეტალურ ჩამონათვალს და თითოეული ბილეთის  მფლობელი სრულად უნდა დაემოერჩილოს  მასში არსებულ ნებისმიერ შეზღუდვას. ამ დებულებების და პირობების და/ან სტადიონის წესების შემოკლებული ვერსიები, ან მარტივი ნიშნები, რომლებიც ასახავს აკრძალულ ნივთებს ან ყოფაქცევას, შეიძლება ასევე იყოს დატანილი იქნას ბილეთზე და ეს სრულად უნდა იქნას დაცული ბილეთის მფლობელის მიერ. 
10.4. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, სტადიონის შიგნით კატეგორიულად აკრძალულია ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს გაკეთება:
ა. იმ ტერიტორიების დაკავება ან წვდომა, რომლებიც დახურულია საზოგადოებისთვის ან რომლებზედაც წვდომცა არაავტორიზებულია ბილეთის მფლობელისთვის  მის მფლობელობაში არსებული შესაბამისი კატეგორიის ბილეთის  შესაბამისად;
ბ. ღია ადგილებში მოძრაობის  შეზღუდვა ან გადაადგილება, საფეხმავლო ბილიკებსა და საავტომობილო გზებზე, ვიზიტორთა უბნებში შესასვლელებსა და გასასვლელებში და საავარიო გასასვლელებში; 
            გ.   სხვა ისეთ ყოფაქცევაში ჩართულობა, რამაც შეიძლება საფრთხე  შეუქმნას 
            ნებისმიერ ადამიანს სტადიონზე.
            დ. ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც არ არის ნებადართული
10.5. მატჩში მონაწილე გუნდების მხარდამჭერები და გულშემატკივრები (ფანები) არ შეიძლება განცალკევდნენ სტადიონზე და ბილეთის თითოეულ მფლობელს მოეთხოვება პასუხისმგებლობით ყოფაქცევა და უეფას მხარეების, სფფ-ის და/ან სტადიონის მფლობელის მიერ მოწოდებული უსაფრთხოებისა და უშიშროების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად მოქცევა.
 
11. ხმოვანი და გამოსახულების ჩანაწერები
11.1. ბილეთების მფლობელებმა, რომლებიც ესწრებიან მატჩს სტადიონზე, უნდა გააცნობიერონ, რომ მათ შეიძლება გადაუღონ ფოტო, ან ვიდეო ან გადაიღონ უეფას მხარეებმა, სფფ-მ და/ან სტადიონის მფლობელმა და/ან მათ მიერ დანიშნული ნებისმიერი მესამე მხარემ, რომელთაც გააჩნიათ საამისო უფლება, ან მასპინძელი ტერიტორიის მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული მაქსიმალური პირობით, და მან შესაძლოა განახორციელოს ბილეთის მფლობელის ხმის, სურათის/გამოსახულების და მსგავსი საშუალების  პირდაპირ ეთერში გონივრული გამოყენება, მაუწყებლობა, გამოქვეყნება და ლიცენზირება, ფულის გადახდის ან სხვა სახის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, ან ჩაწერილი ვიდეო და/ან აუდიო მასალის ან ჩანაწერის, ფოტოების ან სხვა მიმდინარე და/ან მომავალი მედია ტექნოლოგიების ჩვენება, მაუწყებლობა ან სხვა სახის გადაცემა.
11.2. ბილეთების მფლობელებმა არ უნდა შეაგროვონ, გადაიღონ, ჩაიწერონ და/ან გადასცენ სტადიონიდან ან მატჩიდან რაიმე ხმოვანი, გამოსახულების და/ან აღწერილობა (ისევე როგორც მატჩის ნებისმიერი შედეგის და/ან სტატისტიკის) გარდა მათი ექსკლუზიური, პირადი და შიდა გამოყენებისათვის (რომელიც, ყოველგვარი ეჭვების თავიდან ასაცილებლად და მხოლოდ მაგალითის სახით, არ უნდა შეიცავდეს სტადიონიდან რაიმე ხმის, გამოსახულების ან/და აღწერილობის ჩაწერას და/ან გადაცემას კომერციული მიზნებისთვის). კატეგორიულად აკრძალულია მატჩიდან ნებისმიერი ხმოვანი, სურათის, გამოსახულების, მონაცემების, აღწერილობის, შედეგის ან/და სტატისტიკის მთლიანად ან ნაწილობრივ გავრცელება ინტერნეტში, რადიოში, ტელევიზიაში ან სხვა მიმდინარე და/ან სამომავლო მედია საშუალებაში  და ნებისმიერი  სხვა იმ პირისთვის (პირებისთვის) დახმარება, რომლებიც ახორციელებენ ასეთ საქმიანობას. საავტორო უფლება, მონაცემთა ბაზის უფლებები და ნებისმიერი სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლება ნებისმიერი არაავტორიზებული ჩანაწერის ან გადაცემის თაობაზე ამ პუნქტის შესაბამისად ენიჭება (მომავალი უფლებების ამჟამინდელი მინიჭების გზით) უეფას. ბილეთის მფლობელი ასევე თანახმაა (უეფას მხარეების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში) დაუყონებლივ შეასრულოს ყველა ქმედება და გააკეთოს ყოველივე, რაც აუცილებელი იქნება ამ უფლებების, ტიტულის და ასეთ უფლებებთან მიმართებაში უეფას ინსტერესის დასაცავად აბსოლუტურად და ყოველგვარი ვალდებულებებისა და სხვა გადასახადების დაკისრების გარეშე.
 
დ.   დასკვნითი დებულებები
12. ვალდებულება 
12.1. იმ შემთხვევაში, თუ უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი დაარღვევენ თავიანთ ვალდებულებებს (ამ დებულებებითა და პირობებით ან სხვაგვარად გათვალისწინებულს), უეფას მხარეები, სფფ ან/და სტადიონის მფლობელი პასუხისმგებელნი იქნებიან მხოლოდ ისეთ ზარალზე ან ბილეთის მფლობელისთვის  მიყენებულ ზიანზე, რომელიც გონივრულად განჭვრეტადი იყო დარღვევის შედეგად.  უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებელნი რაიმე ზიანზე ან ზარალზე, რომელიც არ არის გონივრულად განჭვრეტადი ან გათვალისწინებული იმ მომენტში, როდესაც აპლიკანტი აფორმებს ხელშეკრულებას ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად.
12.2. 12.1 მუხლის მიუხედავად 12.5 მუხლის გათვალისწინებით, უეფას მხარეებს, სფფ-ს და/ან სტადიონის მფლობელს არ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა  ნებისმიერი საქმიანობის ზარალისთვის და უეფას მხარეები, სფფ-ი და/ან სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებლები ნებისმიერი ბილეთის მფლობელის წინაშე მათი მოგების, საქმიანობის ზარალის, ბიზნესის შეწყვეტის ან ბიზნეს შესაძლებლობის ზარალის  გამო.  
12.3. 12.5 მუხლის დაცვით, ნებისმიერ შემთხვევაში, და კანონით ნებადართული მაქსიმალური ზომით, უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი წინამდებარეთი გამორიცხავს ნებისმიერ პასუხისმგებლობას ბილეთის მფლობელის და/ან მათი ქონების ზარალის, გაფუჭების ან დაზიანების გამო, მათ შორის (შეუზღუდავად) ნებისმიერი არაპირდაპირი ან შედეგობრივი დანაკარგის ან ზიანის ჩათვლით, მათ შორის (შეუზღუდავად)მოგზაურობის ან საცხოვრებელი ხარჯების ზარალის გამო, განურჩევლად ზარალისა თუ დაზიანებისა: (ა) წარმოიქმნება მოვლენების ჩვეულებრივი მსვლელობის დროს; (ბ) გონივრულად განჭვრეტადია; ან (გ) მხარეთა მიერ განჭვრეტადია, ან სხვაგვარად.
12.4. 12.5 მუხლის მიხედვით, უეფას მხარეები, სფფ-ი და/ან სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებელნი მატჩის ნახვის დროს წარმოქმნილ შეფერხებებზე და/ან შეზღუდვებზე, რომლებიც გამოწვეულია (i) ადგილმდებარეობის პოზიციით და/ან (ii) ) სხვა მაყურებლის ქმედებების გამო.
12.5. ამ წესებისა და პირობების ნებისმიერი დებულების მიუხედავად, უეფას მხარეები, სფფ და/ან სტადიონის მფლობელი არ შეეცდებიან გამორიცხონ ან შეზღუდონ მათი პირადი პასუხისმგებლობა: (ა) თაღლითობის ან თაღლითური არასწორი წარმოდგენისთვის; (ბ) უეფას მხარეების, სფფ-ის ან/და სტადიონის მფლობელის დაუდევრობით ან მათი რომელიმე ოფიცრის, თანამშრომლის ან აგენტის დაუდევრობით გამოწვეული გარდაცვალების ან პირადი დაზიანების გამო; ან (გ) ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რომლისთვისაც კანონით შეუძლებელია პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა.
ამ წესებსა და პირობებში მოცემული არცერთი ნათქვამი ან ნაგულისხმევი დებულება არ იმოქმედებს ბილეთის მფლობელის კანონიერ უფლებებზე.
 
13. უნებართვო (არა-ავტორიზებული) მაყურებლები
13.1. ბილეთის მფლობელებს უფლება აქვთ დაესწრონ შესაბამის მატჩს იმ პირობით, თუ: 
 ა. ისინი არ არიან გამორიცხული პირები; 
ბ. ბილეთი აღებულია ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად;
გ. ისინი აკმაყოფილებენ შესვლის ნებისმიერ მოთხოვნას და/ან დამტკიცებებს (მათ შორის, ნებისმიერ  ეპიდემიოლოგიურ  დამტკიცებებს, საჭიროების შემთხვევაში) COVID-19-ის კონტექსტში, ისე როგორც მათ აცნობეს უეფას მხარეებმა, სფფ-მ და/ან ბილეთების აგენტმა.
დ.  საჭიროებისამებრ, მათ მიიღეს მოქმედი ვიზა შესაბამისი მასპინძელი ტერიტორიიდან; და
ე.   როდესაც ბილეთის მფლობელი მიემგზავრება შესაბამის მასპინძელ ტერიტორიაზე, ის  ასრულებს ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც არსებობს ამ მასპინძელ ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი მოგზაურობისა და შესვლის მოთხოვნებს, რომლებიც დაწესებულია მოქმედი კანონებით და/ან სხვაგვარად COVID 19-ის კონტექსტში)
ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, უეფას მხარეები, სფფ, ბილეთების აგენტი და/ან შესაბამისი სტადიონის მფლობელი არ იქნებიან პასუხისმგებელნი  ბილეთის მფლობელის მიერ მიღებულ  ზარალზე ან ზიანზე, თუ ის  არ შეასრულებს ამ 13.1 მუხლის დებულებებს და/ ან საჭიროების შემთხვევაში ვერ მოიპოვებს საჭირო დოკუმენტებს. 
13.2. მოცემული მე-13 მუხლის მიზნებისათვის „გამორიცხული პირი“ ნიშნავს:
ა. ნებისმიერ პირს, რომელსაც სფფ-ის მიერ აეკრძალა ეროვნული საფეხბურთო გუნდის ფანკლუბის წევრობა (ან აეკრძალა ნებისმიერი ექვივალენტური ოფიციალური მხარდამჭერთა კლუბი ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ მსოფლიოს ნებისმიერ იურისდიქციაში);
ბ. ნებისმიერ პირს, რომელიც ექვემდებარება ადმინისტრაციულ ან სასამართლო საფეხბურთო აკრძალვას შესაბამისი მასპინძელი ტერიტორიის კანონებით;
გ.  ნებისმიერ პირს, რომელსაც უეფას, ფიფას, ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ან სხვაგვარად აეკრძალა ასოციაციის საფეხბურთო მატჩზე მოგზაურობა ან დასწრება; 
დ. ნებისმიერ პირს, რომელსაც უეფას, სფფ-ს და/ან სტადიონის მფლობელის მიერ აეკრძალა სტადიონზე გამართულ ღონისძიებებზე დასწრება;
ე. პირს, რომელიც მატჩის მონაწილე გუნდების მიერ მიჩნეულია პირად, რომელსაც ბილეთები არ უნდა გამოეყოს  (მათ შორის, შეუზღუდავად, პირებს, რომლებსაც შესაბამისმა მონაწილე გუნდებმა გამოუცხადეს სტადიონზე აკრძალვის შესახებ); და
ვ.  ნებისმიერი პირს, რომელსაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიჩნევენ ისეთ პირად, რომელსაც ბილეთები არ უნდა გადაეცეს უსაფრთხოებისა და უსშიშროების მიზეზების გამო; და
ზ. ნებისმიერ პირს, რომელმაც დაარღვია ან არღვევს წინამდებარე დებულებებსა და პირობებს.
 
14. კონფიდენციალურობა
14.1. ბილეთების მოთხოვნით, აპლიკანტი: 
ა. აღიარებს და თანახმაა, რომ ბილეთის განაცხადის ფამუშავების პროცესში მოწოდებული პერსონალური მონაცემები და ბილეთის მფლობელ(ებ)ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, შეიტანება სფფ-ის საკუთრებაში არსებულ მონაცემთა ბაზაში. ტურნირისა და/ან მატჩის ორგანიზებისა და წარმართვის მიზნებისთვის (კერძოდ, ბილეთების გაყიდვასთან და/ან ნებისმიერ შესაბამის უსაფრთხოების, უშიშროების და/ან სანიტარიულ ზომებთან დაკავშირებით) და 
ბ. გარანტიას იძლევა, რომ მათ მიიღეს ბილეთის მფლობელ(ებ)ის თანხმობა მათი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ, ‘’ა’’ პუნქტში მითითებული მიზნებისთვის. 
14.2. აპლიკანტი აღიარებს, რომ სფფ-ს შეუძლია გადასცეს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები და მისი ბილეთის მფლობელ(ებ)ის პერსონალური ინფორმაცია უეფას მხარეებს, ბილეთების აგენტს და/ან სტადიონის მფლობელს (და მათ აგენტებს), ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის.
აპლიკანტის მიერ ბილეთის განაცხადის პროცესის დროს მოწოდებული პერსონალური მონაცემები ინახება და მუშავდება ბილეთების აგენტის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ეს პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ https://tkt.ge/terms-conditions?culture=en 
14.3. ბილეთის განაცხადის პროცესის დროს  თავის პირადი ინფორმაციის მიწოდებით, თითოეული აპლიკანტი აღიარებს და თანახმაა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ მათმა სტუმარმა აღიაროს და დაეთანხმოს რომ გაიგო, მიიღო  და შეასრულებეს ამ მე-14 მუხლის მოთხოვნებს. 
 
15. გაუთვალისწინებელი გარემოებები
15.1. უეფა, სფფ-ი და/ან სტადიონის მფლობელი, იტოვებენ უფლებას შეცვალონ ნებისმიერი მატჩის ან/და ტურნირის დრო, თარიღი და ადგილი გაუთვალისწინებელი საგანგებო გარემოებების გამო: ფორსმაჟორული, უსაფრთხოების და/ან უსაფრთხოების მიზეზების ან ნებისმიერი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო (მათ შორის, COVID-19-ის კონტექსტში), რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ სტადიონზე ჩატარებულ ნებისმიერ მატჩზე და/ან ტურნირზე. 
15.2. ნებისმიერი მატჩის ან/და ტურნირის გაუქმების, უარის, გადადების ან განმეორების შემთხვევაში, ან ადგილის შეცვლის, სტადიონის ტევადობის შემცირების ან შესაბამისი მატჩის დახურულ კარს მიღმა გატარების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებული იქნება დაემორჩილოს ბილეთების გამყიდველის მიერ დამტკიცებული თანხის დაბრუნების პოლიტიკას.
15.3 ზემოაღნიშნულისა და მე-12 მუხლის მიხედვით, უეფას მხარეებს, სფფ და/ან სტადიონის მფლობელს არ ეკისრებათ არანაირი პასუხისმგებლობა ბილეთის მფლობელის წინაშე ასეთი გაუქმების, უარის, გადადების, გამეორების, სტადიონის ტევადობის შემცირების, ადგილის შეცვლის გამო, მატჩის დახურულ კარს მიღმა თამაშის ან სხვა მარცხის ან ხარვეზის შემთხვევაში ნებისმიერი მატჩის და/ან ტურნირის ჩატარებისას.
 
16. დებულებათა ავტონომიურობა და ცვლილება
16.1. დებულებებში  და პირობებში რაიმე არსებითი ცვლილების შემთხვევაში (თუ ეს საჭიროა ტურნირის სათანადო და უსაფრთხო ჩატარების უზრუნველსაყოფად),  სფფ ან/და ბილეთის აგენტი აცნობებენ თითოეულ წარმატებულ მყიდველს ასეთი არსებითი ცვლილებების შესახებ. წარმატებულ მყიდველს ექნება არჩევანი დაეთანხმოს ასეთ ცვლილებებს ან უარი თქვას ბილეთ(ებ)ის მიღებაზე (და თუ უკვე ფლობს ბილეთ(ებ)ს, დაუბრუნოს ბილეთ(ები) სფფ-ს ან ბილეთის აგენტსდა, შესაბამისად, იგი არ იქნება ხელშეკრული შეცვლილი პირობებით.
16.2. თუ დებულებებისა და პირობების რომელიმე დებულება  გამოცხადებულ იქნება ბათილად, უმოქმედოდ, უკანონოდ ან არააღრულებადად რომელიმე კომპეტენტური, სასამართლო, ან  ორგანოს მიერ:
ა. დებულებები და პირობების დარჩენილი ნაწილი ძალაში რჩება, ისე თითქოს ასეთი ბათილი, უმოქმედო, უკანონო ან არააღსრულებადი დებულება(ებ) არც ყოფილიყო ჩართული; და 
ბ. საჭიროების შემთხვევაში და/ან თუ ეს ნებადართული იქნება მოქმედი კანონმდებლობით, ბათილი დებულება შეიცვლება  ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე ახლოა ასეთი ბათილი დებულების ეკონომიკურ მიზანთან.
17. ოფიციალური ტექსტი (ავთენტური ტექსტი)
17.1. დებულებები და პირობები შედგენილია ინგლისურ ენაზე და ითარგმნა ქართულ ენაზე. ინგლისურ და ნათარგმნ  ვერსიებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
 
18. ზოგადი დებულებები
18.1. მყიდველი აცხადებს თანხმობას  წინამდებარე წესებსა და პირობებზე საკუთარი სახელით და სტუმრის სახელით   (ანუ მყიდველი უნდა დარწმუნდეს, რომ მისმა სტუმარმა გაიგო, ეთანხმება და აკმაყოფილებს წესებსა და პირობებს). თუ სტუმარი 18 წლამდე ასაკის პირია, თითოეულმა მყიდველმა უნდა დაადასტუროს, რომ მან მიიღო სათანადო თანხმობა წინამდებარე პირობებზე სტუმრის შესაბამისი მშობლის ან მეურვისგან შესაბამისი მასპინძელი ტერიტორიის მოქმედი კანონების შესაბამისად.
18.2. წინამდებარე წესები და პირობები და ბილეთების აგენტის პირობები წარმოადგენს ერთიან  შეთანხმებას (ერთიან ხელშეკრულებას) მხარეებს შორის და არც ერთ მხარეს არ გააჩნია რაიმე პრეტენზია ან სამართლებრივი დაცვის საშუალება სხვა მხარის მიერ ან მისი სახელით გაკეთებულ განცხადებასთან, წარმომადგენლობასთან, გარანტიასთან ან ვალდებულებასთან, წინამდებარე წესებთან და პირობებთან ან ბილეთების აგენტის იმ პირობებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებსა და პირობებში ან ბილეთების აგენტის წესებსა და პირობებში. წინამდებარე წესებსა და პირობებს  და ბილეთების აგენტის წესებსა და პირობებს შორის რაიმე შეუსაბამობის  შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ წინამდებარე წესებსა და პირობებს.
18.3. მოცემული დებულებები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. მხარეები თანხმდებიან, რომ გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს არ არის გამორიცხული ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს სასამართლოებს გააჩნიათ ექსკლუზიური იურისდიქცია, გარდა ისეთი შემთხვევისა, თუ წარმატებული წარმატებული აპლიკანტი ჩაითვლება მომხმარებელად ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის, ნებისმიერი სამართალწარმოების მიზნებისათვი,ს რომელიც წარმოიქმნება ამ დებულებებისა და პირობების შესაბამისად და რაც შეიძლება წარდგენილ  იქნას ასეთი წარმატებული აპლიკანტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებულ სასამართლოში.
 
19. კონტაქტი
19.1. ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნა ბილეთების გავრცელების გაყიდვების პროცესის შესახებ უნდა იყოს მიმართული ბილეთის აგენტისთვის.
1. გამოყენების სფერო
 
სტადიონის წინამდებარე წესები და ნებისმიერი პროცედურები სანიტარიულ ზომებთან მიმართებაში ვრცელდება ყველა იმ ბილეთის და/ან აკრედიტაციის მფლობელზე, რომელიც შევა იმ სტადიონის შენობაში, რომელიც გამოიყენება უეფას 21 წლამდელთა ევროპის საქართველო-რუმინეთი 2023 ჩემპიონატთან დაკავშირებით  (შემდგომში მოხსენიებული, როგორც, „უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველო რუმინეთი 2023“), რომელიც ეკუთვნის ევროპის საფეხბურთო ასოციაციების გაერთიანებას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „უეფა“) და რომელიც ორგანიზებულია უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველო-რუმინეთის 2023 წლის მასპინძელი ასოციაციების, კერძოდ კი,საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ (შემდგომში მოხსენიებული,როგორც „მასპინძელი ასოციაცია(ები)“). სტადიონი (შემდგომში „სტადიონი“), როგორც ეს მითითებულია სტადიონის მოცემულ წესებში, მოიცავს სტადიონის შენობაში და მის უშუალო სიახლოვეს არსებულ ყველა ტერიტორიას, სადაც ტარდება, თამაშობს ან ითამაშებს უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატი საქართველო-რუმინეთი 2023 წელს, და რომელიც  ხელმისაწვდომია მხოლოდ 21 წლამდელთა უეფას ჩემპიონატის საქართველო-რუმინეთი 2023 წლის მატჩის ბილეთით (შემდგომში “ბილეთი”) და/ან უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატი საქართველო-რუმინეთი 2023 წლის აკრედიტაციით (შემდგომში „აკრედიტაცია“), ყველა შესასვლელსა და გასასვლელში. სტადიონის მოცემული წესები და აკრძალული ნივთების სია, იმ პერიოდისთვის, რომლის განმავლობაშიც საჭირო იქნება ბილეთის ან აკრედიტაციის ქონა სტადიონზე შესასვლელად, (მოქმედი კანონებისა და რეგულაციების გათვალისწინებით და თუ სხვაგვარად არაა დადგენილი უეფა-ს მიერ) ცვლის სტადიონის იმ წესებს, რომლებითაც რეგულირდება სტადიონზე სხვა პერიოდებში  ნათამაშევი ან/და გამართული სხვა  მატჩები და/ან ღონისძიებები. სტადიონის წესები ხელმისაწვდომია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე: www.uefa.com/U-21  და სტადიონის შესასვლელებში და  სტადიონის შიგნით ამ წესების შესრულების პერიოდში ნებისმიერ დროს.  გარდა  სტადიონის ამ წესებისა, ყველა პირმა უნდა შეასრულოს მაყურებელთა ყოფაქცევის კოდექსი ან აკრედიტებულ  პირთა ყოფაქცევის კოდექსი (ყოველი კონკრეტული შემთხვევისდა მიხედვით), რომელიც მოქმედებს უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატისთვის საქართველო-რუმინეთი 2023.
 
 
2. შესასვლელი
 
2.1. სტადიონზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ მოქმედი ბილეთის და/ან აკრედიტაციის წარდგენის შემთხვევაში თითოეულ  ინდივიდუალურ  პირზე, ასაკის მიუხედავად. ბილეთი და/ან აკრედიტაცია უნდა იყოს წარდგენილი შესამოწმებლად სტადიონის შესასვლელშივე და შიგნით, უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ დანიშნული ნებისმიერი პირის მოთხოვნის საფუძველზე, ან პოლიციის ოფიცრის მოთხოვნით. მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარედგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი ოფიციალური დოკუმენტის სახით. აღნიშნული სახის თანამშრომლობაზე უარის თქმა გამოიწვევს სტადიონზე წვდომაზე  აკრძალვას  ან სტადიონიდან გაძევებას.
2.2. ბილეთებისა და აკრედიტაციის მოქმედება და გამოყენება განისაზღვრება უეფას 21 წლამდე ჩემპიონატის საქართველო-რუმინეთი 2023 წლის ბილეთებისა და აკრედიტაციის პირობების შესაბამისად.  ბილეთისა და აკრედიტაციის მფლობელებს შეუძლიათ სტადიონზე შესვლა მხოლოდ ბილეთით ან აკრედიტაციით, რომელიც შეძენილია/გაცემულია და გამოიყენება ამ წესებისა და პირობების შესაბამისად. ბილეთები და აკრედიტაციები, რომლებიც შეძენილია არაავტორიზებული წყაროებიდან, ჩაითვლება ბათილად.
2.3. 16 წლამდე ასაკის ბილეთების მფლობელებს უფლება აქვთ სტადიონზე შევიდნენ მხოლოდ თანმხლებ ზრდასრულ პირთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია მათზე. თანმხლებ ზრდასრულ პირს  ასევე უნდა ჰქონდეს მოქმედი ბილეთი.
2.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალება აქვთ შევიდნენ მისადგომ ტერიტორიებზე აღნიშნული მიზნით გათვალისწინებული შესასვლელების გამოყენებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოქმედი ბილეთის წარდგენის საშუალებით. ნებისმიერ თანმხლებ პირს ასევე უნდა ჰქონდეს მოქმედი ბილეთი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი საბუთი უნდა იქნას  წარდგენილი უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ დანიშნული ნებისმიერი პირის მოთხოვნის საფუძველზე.
2.5. სტადიონზე მანქანების მართვა და გაჩერება ნებადართულია მხოლოდ UEFA-ს და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის სპეციალური ნებართვის საფუძველზე.
 
3. პერსონალური კონტროლი
3.1. სტადიონზე შემოსული ყველა პირი ვალდებულია აჩვენოს და, მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს შესამოწმებლად თავის ბილეთი და/ან აკრედიტაცია უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ დანიშნულ პირს, ან პოლიციის ოფიცერს.
3.2. უეფა-ს და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ დანიშნულ  ნებისმიერ  პირს, ან პოლიციის ოფიცერს უფლება აქვთ შეამოწმონ – მათ შორის ტექნიკური საშუალებების გამოყენებითაც – წარმოადგენენ თუ არა პირები საზოგადოებრივი წესრიგის პოტენციურ  დარღვევის რისკს, განსაკუთრებით იმ მოტივით,  ხომ არ მოიხმარეს ალკოჰოლი ან ნარკოტიკი ან ხომ არ ფლობენ იარაღს ან სხვა აკრძალულ ნივთებს. უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ დანიშნული ნებისმიერი კვალიფიციური პირი, ან პოლიციის ოფიცერი უფლებამოსილია გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და სხვა ნივთები, რომლებიც მათ საკუთრებაშია.
3.3. აკრძალული ნივთები  ჩამორთმეულ იქნება უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ დანიშნული პირის მიერ ან ეს ნივთები უნდა დატოვოს მეპატრონემ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ჩანთის/ბარგის შემნახველ ობიექტზე. უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ დანიშნულ პირებს უფლება აქვთ უარი განაცხადონ გარკვეული ნივთების შენახვაზე.
3.4. ნებისმიერი პირი, რომელიც უარს იტყვის სტადიონის წესების დაცვაზე, ან რომელიც შეიცავს უშიშროების ან უსაფრთხოების რისკს, უკან იქნება გაბრუნებული და მას აეკრძალება სტადიონზე წვდომა, მისთვის ყოველგვარი ისეთი ზიანის მიყენების გარეშე, რაც შეიძლება  განხორციელდეს ასეთი  პირის წინააღმდეგ.
3.5. ნებისმიერ პირს, რომელიც არასანქცირებულად იყენებს ბილეთს ან რომელიც ექვემდებარება მოქმედი სტადიონის აკრძალვას, აეკრძალება სტადიონზე წვდომა და მან დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნოს თავისი ბილეთი უეფას და/ან შესაბამის მასპინძელ ასოციაციას (ინსტრუქციის მიხედვით), ბილეთების ვადების და პირობების შესაბამისად. მსგავსი წესები ვრცელდება ასევე აკრედიტაციის ნებისმიერ იმ  გამოყენებაზე, რომელიც არ შეესაბამება აკრედიტაციის წესებსა და პირობებს.
 
4. სტადიონზე მოქცევის წესიბი
4.1. სტადიონზე შესული ყველა პირი ვალდებულია:
ა) შეასრულოს სანიტარიულ ზომებთან მიმართებაში არსებული ნებისმიერი პოლიტიკა და პროცედურა;
ბ) მოიქცეს ისე, რომ არ დააზარალოს, არ დააზიანოს, საფრთხე არ შეუქმნას ან ზედმეტად ხელი არ შეუშალოს ან არ  გააღიზიანოს სხვები, ან ზიანი არ მიაყენოს მათ;
გ) მიჰყვეს  უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის, ან პოლიციის, სახანძრო ბრიგადის ან სხვა სამაშველო სამსახურის მიერ დანიშნული პირების მითითებებს;
გ) დაიკავოს მათთვის გამოყოფილი ადგილი, ისე როგორც ეს მითითებულია ბილეთზე და გამოიყენოს შესაბამისი მისასვლელი მარშრუტები. პირი ვალდებული იქნება გადაჯდეს მის ბილეთზე მითითებული ადგილისგან განსხვავებულ ადგილზე, თუ ეს მოთხოვნილ იქნება უსაფრთხოების ან ორგანიზაციული/ოპერაციული მიზეზების გამო, და თუ ამას მოითხოვს უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის ან პოლიციის ოფიცერი.
4.2. აკრძალულია:
ა) ნებისმიერი სახის საგნების გადაყრა ტრიბუნებიდან მოედანზე; და
ბ) მოედანზე  გადასვლა  ტრიბუნებიდან და ნებისმიერი პირი, რომელიც დაარღვევს ამ დებულებებს,  დაექვემდებარება გაძევებას.
4.3. თუ პირი შეესწრო ნებისმიერი საკუთრების დაზიანების ფაქტს ან რაიმე სახის უბედური შემთხვევას/ინციდენტს, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა აცნობოს უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის ან პოლიციის ოფიცრის მიერ დანიშნულ  პირს.
4.4. წვდომა მკაცრად დაიშვება მხოლოდ ბილეთის, აკრედიტაციის ან/და მფლობელის მიერ, და ასევე  შესაძლებელია, დამატებითი წვდომის მოწყობილობითაც, საამისო უფლებამოსილების შემთხვევაში.
4.5. შემდგომი განსაკუთრებული მოთხოვნები შეიძლება დაწესდეს სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების საფრთხის თავიდან აცილების, შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით. უეფას-ს და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის, ან პოლიციის ოფიცრის მიერ დანიშნული პირის მიერ გაცემული ინსტრუქციები აუცილებლად უნდა შესრულდეს და თანამშრომლობაზე უარმა შეიძლება გამოიწვიოს სტადიონიდან გაძევება.
4.6. ნაგავი და ცარიელი პაკეტები უნდა განთავსდეს სტადიონზე მოწყობილ ურნებსა და კონტეინერებში. ნარჩენების გადაყრის ნებისმიერი წესი დაცული უნდა იყოს.
4.7. მოწევა – ელექტრონული სიგარეტის პროდუქტების გამოყენების ჩათვლით და თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები  – აკრძალულია სტადიონზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით, მოწევისთვის გამოყოფილ ადგილებში
 
5. ხმოვანი და გამოსახულების ჩანაწერები
5.1. ყველა მონაწილემ, რომელიც ესწრება უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო-რუმინეთი 2023 წ მატჩს სტადიონზე, უნდა გააცნობიეროს, რომ მათ შეიძლება გადაუღონ ფოტო, ან ვიდეო ან გადაიღონ უეფას მხარეებმა, და/ან შესაბამისმა მასპინძელმა ასოციაციამ (და/ან მის მიერ დანიშნულმა ნებისმიერმა  მესამე მხარემ), რომელთაც გააჩნიათ საამისო უფლება,  ან მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული მაქსიმალური პირობით, და მათ შესაძლოა განახორციელონ ხმის, სურათის გადაღება და მსგავსი საშუალების  პირდაპირ ეთერში გონივრული  გამოყენება,  მაუწყებლობა, გამოქვეყნება და ლიცენზირება, თანხის გადახდის ან სხვა სახის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, ან ჩაწერილი ვიდეო და/ან აუდიო მასალის ან ჩანაწერის, ფოტოების ან სხვა მიმდინარე და/ან მომავალი მედია ტექნოლოგიების ჩვენება, მაუწყებლობა ან სხვა სახის გადაცემა
5.2. პირებმა, რომლებიც ესწრებიან უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატს საქართველო-რუმინეთი 2023, არ უნდა მოიპოვონ,გადაიღონ, ჩაწერონ, გამოიყენონ ან არ გადასცენ ინტერნეტით, რადიოთი, ტელევიზიით ან მიმდინარედ ან სამომავალოდ მედია-საშუალებით, სტადიონი  ან სტადიონზე ნებისმიერი ხმოვანი, გამოსახულების ჩანაწერი ან აღწერილობა მატჩიდან (მათ შორის ნებისმიერი შედეგი, სტატისტიკა, ინფორმაცია ან მატჩთან დაკავშირებული სხვა მონაცემები, მთლიანად ან ნაწილობრივ) — ან არ ყნდა დაეხმარონ ნებისმიერ სხვა პირს (პირებს) ასეთ საქმიანობაში – გარდა მათი ექსკლუზიურად პირადი და საყოფაცხოვრებო სარგებლობისა.
 
6. აკრძალული ნივთები
6.1. შემდეგი სახის ნივთები არ უნდა იქნას დაშვებული სტადიონზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს არის ავტორიზებულია (საჭიროების შემთხვევაში) უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ:
ა)  A4-ზე დიდი ჩანტა (210 მმ x 297 მმ x 210 მმ)
ბ) ნებისმიერი ტიპის იარაღი ან ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას  იარაღად ან ჭურვად  (მათ შორის ხელჯოხიანი ქოლგები). ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, პორტატული მობილური ტელეფონის დამტენი მოწყობილობა, რომელიც არის ტელეფონის მსგავსი ზომის ან უფრო მცირე ზომის, არ განიხილება  ჭურვად და დაიშვება სტადიონზე.
გ) ნებისმიერი სახის ბოთლი ან ქილა, აგრეთვე პლასტმასის, მინის ან  მყიფე მასალისგან დამზადებული სხვა ნივთები, გარდა სათანადოდ დადასტურებული სამედიცინო საფუძვლებით საჭირო ნივთებისა;
დ) ნებისმიერი სახის პიროტექნიკა;
 ე) გაზის სპრეის ქილა, კოროზიული/აალებადი ნივთიერებები, საღებავები ან ჯანმრთელობისთვის საზიანო ან აალებადი ნივთიერებების შემცველი კონტეინერები;
ვ) სახის საფარები, ჩაფხუტების ჩათვლით, ბალაკლავები და სათხილამურო ნიღბები;
ზ) მანათობელი ლაზერი;
თ) დრონი;
ი) ნებისმიერი სახის საკვები და სასმელი;
კ) ალკოჰოლური სასმელი;
ლ) ნებისმიერი შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა უკანონო/აკრძალული მასალა, მათ შორის დისკრიმინაციული პროპაგანდისტული შინაარსის მასალა;
მ) ნებისმიერი სარეკლამო, კომერციული მასალა, მათ შორის ბანერები, ნიშნები, სიმბოლოები და ბუკლეტები;
მ)  დროშის ტარი, რომლებიც აღემატება 1 (ერთ) მეტრს სიგრძით და 1 (ერთ) სმ დიამეტრით;
ო) ბანერები ან დროშები 2,0 (ორი) x 1,5 (ერთნახევარი) მეტრზე მეტი. შეიძლება დაშვებული იყოს უფრო მცირე დროშები და ბანერები, იმ პირობით, რომ ისინი დამზადებული იქნება  მასალებისგან, რომელიც მიჩნეულ იქნება არააალებადად, და რომლებიც შეესაბამება ადგილობრივი კანონმდებლობის მოთხოვნებს. ყველანაირი ბანერი ან დროშა, რომელიც აღემატება 2.0 (ორი) x 1.5 (ერთნახევარი) მეტრს ნებადართული იქნება მხოლოდ წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე  დადასტურებული უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ;
პ) ელექტრონული, მექანიკური ან ხელით მომუშავე ხმის გამაძლიერებელი;
ჟ) პროფესიონალური კამერები და ვიდეოკამერები ან სხვა პროფესიონალური ხმის ან ვიდეო ჩამწერი მოწყობილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ კამერები, ვიდეო კამერები და ხმის ან ვიდეო ჩამწერი სხვა აღჭურვილობა შეიძლება სტადიონზე დაშვებულ იქნას პირადი სარგებლობისთვის და როგორც ასეთი ისინი მისაღებია, უეფა-ს და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ;
რ) ყველა ის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი შინაარსის გადაცემის ან გავრცელების მიზნით 5.2 პუნქტის დარღვევით; და
ს) ცხოველები, გარდა გამძღოლი ან/და დამხმარე ძაღლებისა (იმ პირობით, რომ ასეთი გამძღოლი და/ან დამხმარე ძაღლები სტადიონზე ნებადართული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
სტადიონზე მიტანილ რაიმე ნივთთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ დანიშნული შესაბამისი პირი პასუხისმგებელი იქნება, რათა გადაწყვიტოს რომელი ობიექტებია აკრძალული ან დაშვებული სტადიონის წესების შესაბამისად.
6.2. კატეგორიულად აკრძალულია სტადიონის შიგნით შემდეგი ქმედებების გაკეთება:
ა) ნებისმიერი სახის საგნების გადაყრა ან სითხეების გადასხმა, განსაკუთრებით სხვა პირის ან მოედნის ან თავად მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით;
ბ) ცეცხლის დანთება, ფეიერვერკების, ცეცხლის ალის ან სხვა პიროტექნიკის ანთებაან გაშვება; გ) შეურაცხმყოფელი, რასისტული, ქსენოფობიური, სექსისტური, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა უკანონო/აკრძალული გზავნილების გამოხატვა ან გავრცელება, განსაკუთრებით დისკრიმინაციული პროპაგანდისტული გზავნილების;
დ) იმგვარი მოქმედება, რაც  სხვების მხრიდან შეიძლება განიმარტოს, როგორც საშიშ, პროვოკაციულ, მუქარის შემცველ, დისკრიმინაციულ ან შეურაცხმყოფელ ქმედებად;
ე) საქონლის/პროდუქტების ან ბილეთების გაყიდვა, მასალის (მათ შორის, ბეჭდური მასალის) ან რაიმე ნივთის გავრცელება, კოლექციების ან სხვა სარეკლამო ან კომერციული აქტივობების განხორციელება უეფა-ს და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე;
ვ) ისეთ კონსტრუქციებსა და დანადგარებზე აცოცვა ან ზემოდ ასვლა, რომლებიც პირდაპირ არ არის განკუთვნილი ამ მიზნით;
ზ) რაიმეს დაწერა, დახატვა ან მიმაგრება სტრუქტურულ ელემენტებზე, დანადგარებზე ან ბილიკებზე;
თ) საპირფარეშოდ ისეთი ადგილის გამოყენება, რომელიც არ გამოიყენება ამ დანიშნულებისთვის ან სტადიონის დაბინძურება ისეთი საგნების გადაგდებით, როგორიცაა ნაგავი, შეფუთვები  ან ცარიელი კონტეინერები;
ი) მაყურებელთა ზონებში სკამებზე დადგომა;
კ) შენიღბვა ან კამუფლაჟის გამოყენება (კერძოდ სახის) ისე, რომ შეუძლებელი იყოს ამოცნობა; ლ) თუ უეფა-ს და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ სხვაგვარად არ არის ნებადართული, წვდომის ადგილები (მაგ. ფუნქციური ოთახები ან VIP და მედია ზონები), რომლებიც დახურულია საზოგადოებისთვის ან რომლებზე წვდომაც შეზღუდულია კონკრეტული ბილეთის, აკრედიტაციის და/ან მფლობელებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი წვდომის მოწყობილობით შესაძლოა დაშვებულ იქნას, თუ მოცემულ პირს არ აქვს ასეთ ტერიტორიებზე წვდომის უფლება;
მ) თუ უეფას და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ სხვაგვარად არ არის ნებადართული, სატრანსპორტო მოძრაობისთვის გახსნილ ადგილებში, საფეხმავლო ბილიკებსა და გზებზე, ვიზიტორთა უბნებში შესასვლელებსა და გასასვლელებში და საავარიო  გასასვლელებში მოძრაობის შეზღუდვა;
ნ) თუ უეფა-ს ან/და შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის მიერ სხვა რამ არ არის ნებადართული, მოედანზე ან მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა; და
ო) ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ითვლება სახიფათოდ და რომელიც აკრძალულია სტადიონის დაცვის თანამშრომლების მიერ.
ზემოაღნიშნული სია არ გახლავთ ამომწურავი და ყველა პირმა უნდა შეასრულოს სტადიონის უშიშროებისა  და უსაფრთხოების პერსონალის მითითებები საკუთარ ყოფა-ქცევასთან დაკავშირებით.
 
7. სტადიონის წესების დარღვევა
ნებისმიერი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სტადიონის წესების ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ჯარიმების დაკისრება:
ა) სტადიონიდან გაძევება და პოლიციისთვის შეტყობინება;
ბ) ბრალეული პირის სტადიონზე დაშვების აკრძალვა უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატის საქართველო-რუმინეთი 2023 წლის ნაწილობრივ  ან მატჩის მთელი მთელი ხანგრძლივობის მანძილზე აკრედიტაციის წესებისა და პირობების ან ბილეთების ვადების და პირობების შესაბამისად (შესაბამისად);
გ) იმ ბილეთის და ნებისმიერი სხვა ბილეთის გაუქმება და ბათილად ცნობა, თანხის უკან დაბრუნების გარეშე, რომელიც შეიძინა ან მოიპოვა ბრალეულმა პირმა  უეფას 21 წლამდელთა ჩემპიონატისთვის საქართველო-რუმინეთი 2023, ამ ბილეთების წესებისა და პირობების შესაბამისად;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალეული პირის პირადი ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი ეროვნული საფეხბურთო ასოციაციებისთვის და/ან პოლიციისთვის, რათა მოხდეს შესაბამისი ზომების მიღება (მაგ. ეროვნულ  სტადიონზე დაშვების აკრძალვა);
ე) უეფას ან/და შესაბამისი მასპინძელი ასოციაციის, ან ნებისმიერი სხვა უფლებამოსილი პირის ან სუბიექტის მიერ სამართწარმოების დაწყება; და/ან
ვ) ჯარიმების დაკისრება ან სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. უეფა და/ან შესაბამისი მასპინძელი ასოციაცია იტოვებს უფლებას გამოიყენოს ნებისმიერი სხვა სამართლებრივი დაცვის/უზრუნველყოფის საშუალება საკუთარი შეხედულებისამებრ.
 
8. ვიდეო მეთვალყურეობა
საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სტადიონი აღჭურვილია ვიდეოთვალთვალის სისტემით, რომელსაც აკონტროლებს შესაბამისი მასპინძელი ასოციაცია, პოლიციის ოფიცრები ან კერძო უსაფრთხოების ოფიცრები. აღნიშნული მასალა, შესაძლოა, გამოყენებული იყოს სასამართლო პროცესის წარმართვის შემთხვევაში. წვდომის უფლება გათვალისწინებულია ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
 
9. პასუხისმგებლობა
 მოქმედი კანონმდებლობით დაწესებულ საზღვრებში, პირები, რომლებიც შედიან სტადიონზე, უნდა აცნობიერებდნენ, რომ ისინი ამას აკეთებენ საკუთარი რისკის ქვეშ და რომ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა  სტადიონზე მათი ქმედებების შედეგად წარმოქმნილ ზიანზე ან ზარალზე.
 
10. დებულებათა ავტონომიურობა და ცვლილება
10.1. სასამართლოს მიერ სტადიონის რომელიმე დებულებების ბათილად, უმოქმედოდ ცნობის ან აღუსრულებადობის შემთხვევაში სტადიონის წესების დარჩენილი ნაწილი ძალაში დარჩება, ამ ბათილი, უმოქმედო ან აღუსრულებადი დებულებების გარეშე.
10.2. უეფა და მასპინძელი ასოციაციები იტოვებენ უფლებას დროდადრო გონივრული ცვლილებები შეიტანონ სტადიონის წესებში, რომლის უახლესი და მოქმედი  ვერსია ხელმისაწვდომია საიტზე UEFA official  website at www.uefa.com/U-21.
 
11. ოფიციალური ტექსტი (ავთენტური ტექსტი)
სტადიონის წესები შედგენილია ინგლისურ ენაზე და ითარგმნა ქართულ და რუმინულ ენაზე. ტექსტებს შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ვერსიას.
 
12. მოქმედი კანონმდებლობა და იურისდიქცია
12.1. სტადიონის წესები რეგულირდება და განიმარტება იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ჩატარდება შესაბამისი მატჩი.
12.2. ყველა დავა, რომელიც წარმოიქმნება ან დაკავშირებულია სტადიონის წესებთან დაკავშირებით, უნდა წარედგინოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც ტარდება შესაბამისი მატჩი.
 
 

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ