დარჩენილია:

ბათუმი არენაზე სიმულაციური სწავლება ჩატარდა

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისადმი მზადების ფარგლებში, ბათუმში სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, ღონისძიებას ბათუმი არენამ უმასპინძლა.

სიმულაცია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის და დაშავებულთა ევაკუაციის თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა. პრაქტიკული სწავლების განმავლობაში, სტიუარდებმა სახანძღო-სამაშველო უსაფრთხოების ზომების დაცვისა და საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების შესახებ ცოდნა და გამოცდილება აიმაღლეს.

უეფას 21-წლამდე ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატის თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი – თბილისი, ბათუმი და ქუთაისი უმასპინძლებს. მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, აბონემენტების ფორმატში, 13 მარტიდან დაიწყო.

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

21-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის

Საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ, მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. სია 35 მოთამაშისგან შედგება, ხოლო

Read More »

პირველი ტესტ მატჩი მესხის სტადიონზე

31 მაისს, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისათვის განახლებულ მესხის სტადიონზე პირველი ტესტ მატჩი გაიმართა. სატესტო შეხვედრა ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების, დინამო

Read More »

26 მაისი – ევროპის ჩემპიონატის თასი რუსთაველის გამზირზე

26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სივრცე მოეწყო.  სივრცეში წარმოდგენილი იყო

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ