უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

უეფას 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ჩემპიონატი 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ჩემპიონატის თამაშებს საქართველოს სამი ქალაქი უმასპინძლებს – თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე, სპეციალური ლინკით www.under21tickets.ge არის შესაძლებელი. ბილეთები, პირველ ეტაპზე, აბონემენტების ფორმატში გაიყიდება, რომელშიც სტადიონების მიხედვით გაერთიანებული იქნება ჯგუფური და მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები. აბონემენტების გაყიდვა 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ჯგუფური ეტაპისა და მეოთხეფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა 1 მაისს დაიწყება.

უეფას 21 წლამდე ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთების რეალიზაცია 26 მაისიდან მოხდება:

მატჩების განრიგი და აბონემენტის ფასები სტადიონების მიხედვით:

  • თბილისი, პაიჭაძის სტადიონი – A ჯგუფი

21 ივნისი – საქართველო – პორტუგალია

24 ივნისი – საქართველო – ბელგია

27 ივნისი – ნიდერლანდები – საქართველო ​

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი

  • თბილისი, მესხის სტადიონი – A ჯგუფი

21 ივნისი – ბელგია – ნიდერლანდები

24 ივნისი – პორტუგალია – ნიდერლანდები

27 ივნისი – პორტუგალია – ბელგია

1 ივლისი – მეოთხეფინალური მატჩი A1-2C

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

  • ქუთაისი, შენგელიას სტადიონი – C ჯგუფი

22 ივნისი – გერმანია – ისრაელი

25 ივნისი – ინგლისი – ისრაელი

28 ივნისი – ისრაელი – ჩეხეთო ​

2 ივლისი – მეოთხედფინალური მატჩი 1C-2A

I კატეგორიის აბონემენტი – 50 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

  • ბათუმი, ბათუმი არენა – C ჯგუფი

22 ივნისი – ჩეხეთი – ინგლისი

25 ივნისი – ჩეხეთი – გერმანია

28 ივნისი – ინგლისი – გერმანია

I კატეგორიის აბონემენტი – 35 ლარი

II კატეგორიის აბონემენტი – 25 ლარი

  • ნახევარფინალი, ბათუმი არენა

I კატეგორია – 20 ლარი

II კატეგორია – 15 ლარი

  • ფინალი, ბათუმი არენა

I კატეგორია – 25 ლარი

II კატეგორია – 20 ლარი

საფეხბურთო სკაუტთა საყურადღებოდ: სკაუტებს თითო თამაშზე შეუძლიათ მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა 1 ადამიანისთვის. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, პასუხს მითითებულ მეილზე მიიღებთ 19 მაისის, ბილეთების შეძენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ. დადებითი პასუხის შემთხვევაში გამოგეგზავნებათ ბილეთების შეძენის ბმული. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ უარყოფით პასუხს. 

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ