3-6 ივნისს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრები ტურნირის მასპინძელ სტადიონებზე შედგა, სადაც სტადიონების დათვალიერების შემდეგ, მოხალისეებს მატჩებთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეთა შერჩევა 18 იანვრიდან 10 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჩემპიონატისთვის სამასამდე მოხალისე შეირჩა. მოხალისეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ მოხალისეთა სარეზერვო სიაში.
2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ტურნირი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართება.