უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოში A ჯგუფის მატჩებით გაიხსნა.
პაიჭაძის სტადიონის, სადაც ტურნირის გახნის ცერემონია გაიმართა, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია. მასპინძელთა რიგებში გოლები გიორგი გაგუას და საბა საზონოვის ანგარიშზეა.

მატჩის დაწყებამდე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე აქტივობები გაიმართა. შესვენებისას კი, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, გულშემატკივრებმა პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, Bedford Falls-ის გამოსვლა იხილეს.




სათამაშო დრის მეორე შეხვედრა, ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრებებს შორის მესხის სტადიონზე გაიმართა და გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

ტურნირის მეორე სათამაშო დღის მატჩები საქართველოში ბათუმსა და ქუთაისში გაიმართება. ბათუმი არენაზე ჩეხეთი ინგლისს შეხვდება, ხოლო შენგელია არენა გერმანიისა და ისრაელის მატჩს უმასპინძლებს.