უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეთა რეგისტრაცია გრძელდება

2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში დაგეგმილი უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს.

მოხალისეთა რეგისტრაცია 18 იანვარს დაიწყო და 10 აპრილამდე გაგრძელდება. ევროპის ჩემპიონატი კი, 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური შეხვედრა ბათუმი არენაზე შედგება.

ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, მოხალისეთა ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ხარ სრულწლოვანი, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ გახდე საინტერესო გუნდის წევრი, შეავსე მოხალისეთა აპლიკაცია.

სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ თავად აირჩიოთ:

  • მარკეტინგი
  • ღონისძიებების მართვა
  • მედია
  • ბილეთების ადმინისტრირება
  • სხვა საინტერესო მიმართულებები

რას გთავაზობთ პროექტში ჩართვით:

  • უეფასა და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს
  • კვებასა და ტრანსპორტირებას
  • ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს
  • დახურვის ღონისძიებას
  • უნიკალურ შესაძლებლობას გახდეთ მრავალფეროვანი გუნდის წევრი
  • გამოცდილებას და დაუვიწყარ საფეხბურთო თავგადასავალს
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას
  • მეგობრებისა და კონტაქტების შეძენას

შემოუერთდი ჩვენ გუნდს და შეიტანე საკუთარი წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: [email protected]

გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხალისეთა პროგრამაში ჩართვის მსურველ თითოეულ ადამიანს. შერჩეული კანდიდატები დამატებით ინფორმაციას პროგრამის შესახებ უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

ევროპის ჩემპიონატის მატჩების კალენდარი

ᲒᲐᲖᲘᲐᲠᲔᲑᲐ

Facebook
Twitter
LinkedIn

ᲛᲡᲒᲐᲕᲡᲘ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

უეფას პრეზიდენტის მადლობის წერილი

უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.  სფფ-ის პრეზიდენტისთვის გამოგზავნილ

Read More »

ინგლისის ნაკრები უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოსა და რუმინეთში ჩატარებული უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ბათუმი არენამ უმასპინძლა, ინგლისელებმა

Read More »

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი და ესპანეთი ითამაშებენ

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ფინალისტები გამოვლინდნენ. 8 ივლისს, ბათუმი არენაზე, ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ინგლისის და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ინგლისის

Read More »

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ