საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩზე დამყარებული გულშემატკივართა დასწრების რეკორდი, პაიჭაძის არენაზე საქართველოსა და ისრაელის მატჩზე გაუმჯობესდა.
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრას 44 338 გულშემატკივარი დაესწრო, რაც საუკეთესო მაჩვენებულია როგორც ტურნირის ფინალურ, ისე საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა 41,887 გულშემატკივარი დაესწრო, ნიდერლანდებთან მესამე ტურის შეხვედრას კი, 43,043 გულშემატკივარი.