ᲒᲐᲮᲓᲘ ᲛᲝᲮᲐᲚᲘᲡᲔ

გახდი უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისე

2023 წელს საქართველო უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ტურნირი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე გაიმართება.

რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატს, რომელიც გაიმართება თბილისში, ქუთაისში და ბათუმში 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით. ფინალურ მატჩს ბათუმი არენა უმასპინძლებს.

იმისთვის, რომ უეფას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირს ჩვენმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს, თქვენი ჩართულობა აუცილებელია.

დარეგისტრირდი 2023 წლის 9 იანვრიდან – 30 მარტამდე:
 
  • თუ ხარ 18 წლის
  • თუ იცი ინგლისური ენა
  • თუ გაქვს სურვილი მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში
  • თუ გსურს, გახდე საერთაშორისო ჩემპიონატის საინტერესო, მხიარული მრავალფეროვანი გუნდის წევრი
  • თუ გსურს, მიიღო ახალი უნარები და გამოცდილება
  • თუ გსურს, შეიძინო ახალი კონტაქტები და მეგობრები
 
მოხალისეობრივი საქმიანობა გულისხმობს უშუალოდ მატჩის და მატჩისწინა დღეებში მოხალისეობას.
 

სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ თავად აირჩიოთ:

  • მარკეტინგი
  • ღონისძიებების მართვა
  • მედია
  • ბილეთების ადმინისტრირება
  • აკრედიტაცია
  • სტუმრების კოორდინაცია
  • სხვა საინტერესო მიმართულებები

 

რას მიიღებთ პროექტში ჩართვით:

  • უეფას და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს
  • კვებას და მგზავრობას სამუშაო დღეების განმავლობაში 
  • უეფას ბრენდირებულ აქსესუარებს
  • ჩემპიონატის დახურვის ღონისძიებას საორგანიზაციო გუნდთან ერთად

შემოუერთი ჩვენ გუნდს და შეიტანე საკუთარი წვლილი ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: 

[email protected]

ᲐᲡᲔᲕᲔ ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ

ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲞᲝᲜᲡᲝᲠᲔᲑᲘ